x
უნდა იყოს თუ არა უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი

უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში ერთგვარი მოდაა. აბიტურიენტების უმეტესობას არ აქვს გააზრებული თავისი თავი და პიროვნება. ეს ისეთი ასაკია, როცა ძალიან ბევრ კითხვას სვავ და ძალიან ცოტა პასუხის იღებ. მხოლოდ ძალიან ცოტა მათგანს აქვს გააზრებული რა უნდა იყოს მომავალში და იცნობენ კიდეც იმ სფეროს სადაც მოღვაწეობას აპირებენ. მოსწავლეები სკოლიდან ინაცვლებენ ბუნდოვან მომავალში. სწავლის პირველ კურსზე ირკვევა, რომ თურმე ეს პროფესია სულაც არაა მათთვის მისაღები, სხვა რამ უნდათ ცხოვრებისგან. იკარგება დრო, ფული, ენერგია, ნერვები, ძალიან ცოტა თუ ახერხებს არ მიყვეს უკვე არჩეულ დინებას და ეძიოს საკუთარი გზა.



პრობლემა N1 – სკოლებში არ არსებობს პროგრამა რისი საშუალებითაც მოსწავლეებს ექნებოდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ყველამ ვიცით რომ იურიდიულზე თუ ჩააბარებ იქნები იურისტი, მაგრამ აბა ფართოდ გავშალოთ ეს ცნება, ავუხსნათ ბავშვებს რას ნიშნავს ეს, რა შესაძლებლობები ეძლევათ, რისი გაკეთება შეეძლებათ, სად მუშაობა, როგორი იქნება დაწინაურების პერსპექტივები, როგორი იქნება მათი სამუშაო გრაფიკი, როგორი ცხოვრების წესს მოითხოვს და რა სირთულის გზაა გასავლელი იქამდე რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდები. ვის დაეხმარები, ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა ექნება შენს არსებობას და ზოგადად რა განხრებს მოიცავს ეს პროფესია. ან თუნდაც ექიმობა, აგრონომობა, ზოოვეტობა, ინჟინერია, არქიტექტურა… ყველა პროფესიას თავისი კითხვები და პასუხები აქვს, კარგი იქნებოდა მოსწავლეებს ქონოდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მათთვის სასურველ პროფესიებს და ამის შემდეგ აერჩიათ საკუთარი მომავალი.



პრობლემა N2 – ოჯახის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრებს უნდა ესმოდეთ რომ მათი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე ჩავლილია და არ უნდა აიძულებდნენ შვილებს მიიღონ მათთვის მოსაწონი გადაწყვეტილება და მომავალი. ბავშვი დაბადებიდან პიროვნებად იწყებს ჩამოყალიბებას, გააჩნია ხასიათი, პრეტენზიები, სურვილები და მისწრაფებები. მშობელს არ აქვს უფლება თავის ხმით გადაფაროს შვილის ხმა. მშობლებო დაეხმარეთ თქვენს შვილებს შექმნან ისეთი მომავალი რაზეც თავად ოცნებობენ და არა ისეთი როგორიც თქვენ გინდოდათ გქონოდათ და არ გაქვთ, ან გაქვთ და გინდათ რომ თქვენს გზას გაყვნენ.



პრობლემა N3 - უმაღლესი განათლება არ ნიშნავს რაიმე პრივილეგიას ადამიანური თვალსაზრისით. ის რომ ადამიანს დიპლომი არ აქვს დასტებად დაწყობილი მის ადამიანურობას ნამდვილად არ აკნინებს. არიან ადამიანები რომლებსაც არ უნდათ ან არ შეუძლიათ მიიღონ მაღლესი განათლება. მშობელი ვალდებულია პატივი სცეს შვილის გადაწყვეტილებას. თუ შვილს უნდა იყოს უბრალოდ ფერმერი, ქონდეს საკუთარი ფერმა და აწარმოოს მცირე ბიზნესი, მაგრამ არ უნდა ამისათვის წლები ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში და თვლის რომ მცირე კურსის გავლა საკმარისია, მშობლებმა ლოყა არ უნდა ჩამოიხოკონ და სირცხვილით თავდახრილებმა არ უნდა იარონ იმის გამო, რომ მისი შვილი სხვისი შვილებისგან განსხვავებით კედელს დიპლომებით არ აჭრელებს. უკვე მარაზმში გადადის ის ფაქტი, რომ ბავშვს სხვა ინტერესები აქვს და მშობელი აიძულებს ჩააბაროს ეკონომიურზე იმიტომ რომ ეს პრესტიჟულია. ან თუ გოგო ყავს, მხოლოდ იმიტომ რომ დიპლომიანი უფრო კარგად გათხოვდება.. მიეცით შვილებს უფელბა თავად აირჩიონ საკუთარი გზა და მომავალი



პრობლემა N4 – და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომია ნიშნავს იმას, რომ ყველას ქონდეს უფლება ჩააბაროს და ისწავლოს. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს და რეალურად შედეგი ქონდეს ამ ყველაფერს უმაღლესი განათლება უნდა იყოს მართლა მათთვის ვისაც სწავლა გულით უნდა და ამას იმსახურებს მისი გონებრივი შესაძლებლობებით კიდეც. უმაღლესი განათლება უნდა იყოს რთული, და ყოველ სასწავლო წელს უფრო და უფრო უნდა რთულდებოდეს. ასე გვეყოლება პროფესიონალები, გვეყოლება ხალხი ვინც პასუხისმგებლობას იგრძნობს საკუთარ პროფესიაზე. ვინც დაუშვებს ნაკლებ შეცმომებს და ვისზეც აშენდება ქვეყნის მომავალი. დღესდღეობით საქართველოში ყოველ წელს სულ მცირე 5000 ეკონომისტის დიპლომი მაინც გაიცემა თუ მეტის არა, ასევე იურისტის და ექიმის, მაგრამ რეალურად საქართველოს ეკონომიკას ძირს მიექნენა, კანონი არასრულყოფილია და პროფესიონალი ექიმების ნაკლებობას რომ განვიცდით კიდეც ეტყობა ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებს. ადამიანები არასოწრი დიაგნოზით მკურნალობენ, ზოგს საერთოდ არ აქვს დიაგნოზი, ვისი დიაგნოზიც იციან კი სასწაული უნდა მოხდეს რომ გადაურჩეთ. რა საჭიროა ამდენი ეკონომისტი თუ ეს საქართველოს ეკონომიკას არ დააყენებს ფეხზე?? იურისტი თუ კანონი არ იკანონებს და ისევ განუკითხაობა იქნება? ექიმი თუ ხალხს ვერავინ შველის და კურნავს??? უმაღლესი განათლება ისეთი რთული უნდა იყოს რომ მისი დამთვარების შემდეგ მხოლოდ რჩეულები და ღირსეულები უნდა იღებდნენ დიპლომსა და ხარიხს. ამ საკითხის მოგვარება გადაჭრიდა მეორე და მესამე პრობლემას რაც ზემოთ განვიხილეთ.



ამ ეტაპზე სანამ რაიმე ცვლილება იქნება (იმედია ოდესმე იქნება) ისღა დამრჩენია მოვუწოდო ბავშვებს კარგად დაფიქრდნენ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ცხოვრებას და მომავალს, ნუ მისცემენ უფლებას სხვებს გადაფარონ მათი ხმა. ადამიანი ორ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში: ირჩევს პროფესიას და მეორე ნახევარს. მეტნაკლებად ამ ორზეა დამოკიდებული (თუმცა არასდროსაა გვიანი ცვლილებებისათვის) მთელი დარჩენილი ცხოვრების მშვიდად და ბედნიერად გატარება.უმაღლესი განათლება

1
754
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო სხირტლაძე
ნინო სხირტლაძე
754
  
2018, 15 მარტი, 9:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1