x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინები და მინერალები აკლია ჩვენს ორგანიზმს?
image

მარტივი ტესტის დახმარებით, თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ, კონკრეტულად რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს.


• თუ ხშირად გაწუხებთ სუნთქვის პრობლემა, ეს შეიძლება ვიტამინი B3-ის ნაკლებობაზე მიუთითებდეს;


• უძილობა და მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ? თქვენს ორგანიზმს ვიტამინი B6 აკლია;


• პატარა სისხლჩაქცევებიც კი დიდიხანს ეტყობა თქვენს კანს და რთულად გაიწოვება? აუცილებლად მიიღეთ საჭირო რაოდენობის C ვიტამინი;


image


• ქრონიკული ყაზბობის ერთ-ერთი მიზეზი B ვიტამინის ნაკლებობაა;


• ყურებში ხმაურისა და თაბრუსხვევის შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოდ, რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინი E და B3 აკლია. მსგავს სიმპტომებს იწვევს მაგნიუმისა და კალიუმის ნაკლებობაც;


• თვალების სიწითლე, სიბნელეში რთულად ადაპტირება ეს სიმპტომები A და B2 ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება;

image

• ქერტლი თავს იჩენს როცა ორგანიზმს ვიტამინები B12, B6, F და მინერალი სელენი აკლია;


• მშრალი და უსიცოცხლო თმა ვიტამინების B, F და იოდის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს;


• თმის ცვენა ხანდახან ასოცირდება B9, C და H ვიტამინების ნაკლებობასთან;

image

• უძილობის მიზეზი შეიძლება კალიუმისა და კალციუმის დეფიციტი იყოს;


• ცხვირიდან ხშირი სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ვიტამინების C, K და B3 ნაკლებობით;


• აკნე, გამონაყარი და წითელი ლაქები კისერზე - A და B ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია.

ეცადეთ ვიტამინები არა ტაბლეტების, არამედ ჯანსაღი საკვების სახით მიიღოთ, რადგან მედიკამენტური ვიტამინის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება არ შეიძლება. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!


image

სალათის ფურცელი - ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი წყარო!

ძვლების გაძლიერებისა და ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მარტივი საშუალება!




0
421
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0