x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
თემქაზე 21 წლის გოგონა მოკლეს
დღეს დილით თემქაზე 21 წლის გოგონას ცხედარი იპოვნეს. როგორც ცნობილი გახდა, გოგონას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ჯერ-ჯერობით საზოგადოებისათვის უცნობია დამნაშავის ვინაობა და მკვლელობის მოტივი.


image

„უწესიერესი ბავშვი იყო, პედაგოგიურზე სწავლობდა. ჩემი მეზობელი იყო, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ზუსტად არ ვიცი, რა დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. უკონფლიქტო ბავშვი იყო, დაბადებიდან აქ ცხოვრობდა“. - განუცხადა მეზობელმა ჟურნალისტებს.


"სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაა სავსე ქალაქი“ - განაცხადა კიდევ ერთმა მეზობელმა.



"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო." - ნათქვამია შსს ოფიციალურ განცხადებაში.

0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0