x
ძალადობა და მისი გამომწვევი ფაქტორები
ვინ შეიძლება იყოს მოძალადე?!

ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისაგან. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან.ხშირად მოძალადე მშობელია. ხშირად გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ “გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა – ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშეებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვათაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ – თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა. მათ შორის, ვინც სისტემატიურად სცემს შვილებს, ჩვეულებრივ, მაღალია ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა პროცენტი.

ვინ შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი?!

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ, არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც სასტიკი მოპყრობის “რისკ-ჯგუფს” შეადგენენ. მრავალრიცხოვან გამოკვლევათა თანახმად, რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა დედებიც სისტემატიურად განიცდიან ძალადობას, შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ან “არასასურველი ბავშვები”. ჰიპერაქტიური, აგრეთვე გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი ბავშვები ასევე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, რადგან ხშირად აიძულებენ თავიანთ მშობლებს მათი აღზრდის სიძნელეებით გამოწვეული იმედგაცრუებები და სტრესები განიცადონ. გოგონები, რომლებიც უდედო ოჯახებში ცხოვრობენ ან დედა ქრონიკულად ავადმყოფი ან ინვალიდია, ოჯახში მყოფი მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. იგივე ეხება ოჯახს, სადაც გოგონა მამინაცვალთან ან დედის “მეგობართან” ერთად ცხოვრობს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, განასხვავებენ ბავშვთა მიმართ არაღირსეული ქცევის ორ ძირითად ფორმას _ ძალადობასა და უგულვებელყოფას.

ძალადობის სახეებია:

  • ფიზიკური ძალადობა– ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება;
    2. მენტალური ძალადობა– არაფიზიკური, სიტყვიერი და ქცევითი შეურაცხყოფა, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას;
    3. სექსუალური ძალადობა – გაუპატიურება, სისხლის აღრევა (ინცესტი, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, ეროტიული ალერსი და სხვა.)
  • 4.უგულებელყოფა _ მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის მიმართ მოვალეობების შეუსრულებლობა, რის გამოც ბავშვი არ არის უზურუნველყოფილი ნორმალური კვებით, საცხოვრებლით, სწავლის პირობებით ან სამედიცინო დახმარებით.

    ფიზიკური ძალადობა

    ფიზიკური ძალადობა გულისხმობს დარტყმას, ხელის კვრას, სხეულის დაზიანებას ან ტრავმის მიყენების მცდელობას. ნებისმიერი სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც აღმზრდელობითი მიზნით, წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას, მით უმეტეს, თუ მიღებული ტრამვა მყარ კვალს ტოვებს ან მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა, ფიზიკურ ძალადობად ითვლება თავდასხმა ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით და ჯანმრთელობითვის, სიცოცხლისთვის სახიფათო ნებისმიერი სხვა საგნის (მძიმე, გახურებული, მჩხვლეტავი, მჭრელი და სხვა) გამოყენებით.

    image

    მენტალური ძალადობა

    მენტალური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომელთა მიზანია აკონტროლოს, მართოს ბავშვის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით. აქ იგულისხმება დამამცირებელი მეტსახელით მიმართვა, მუქარა, ბავშვის შეკითხვის უპასუხოდ დატოვება, სამომავლო ქცევის უარყოფითი პროგნოზი, ისეთი საქციელის დაბრალება, რომელიც მას არ ჩაუდენია და სხვა.
    ბავშვზე მენტალური ძალადობის ერთერთ ფორმას წარმოადგენს მოზრდილთა ჩხუბი ბავშვის თანდასწრებითimage

    სექსუალური ძალადობა – გულისხმობს ეროტიული ელფერის ალერსს, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, პორნოგრაფიული სურათების და ფილმების ჩვენებას, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, გაუპატიურებას, სისხლის აღრევას (ინცესტი) და სხვა.
    უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა რიგი თავისებურებებით ხასიათდება. მოძალადე, რომელიც შეიძლება იყოს ნათესავი, ოჯახის მეგობარი ან გარეშე ადამიანი, როგორც წესი, ბავშვს სექსუალურ ქმედებებში თანამონაწილეობისაკენ უბიძგებს საჩუქრების დახმარებით, განსაკუთრებით ალერსიანი და ყურადღებიანია ქცევით. შემდეგ ის მოითხოვს, რომ ბავშვმა მომხდარი საიდუმლოდ შეინახოს და ამ მიზნით აშინებს მას. მკაცრი სასჯელის შიშით ბავშვები იძულებულნი არიან დადუმდნენ. არის სხვა მიზეზებიც, რაც სიმართლის დამალვას აიძულებთ მათ; მაგალითად, სირცხვილი, შიში, რომ არ დაუჯერებენ ან შედეგად ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. ზოგჯერ ბავშვები თვითონაც იღებენ სიამოვნებას სექსით, Mმათ აგრეთვე შეიძლება მოსწონდეთ, რომ უფროსების ყურადღება და ინტერესი მათზეა გამახვილებული. ბავშვთა ნაწილისთვის კი სექსი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე აღიქმებოდეს, როგორც საზიზღრობა, მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის სახიფათო რამ.

    image

    ბავშვთა უგულვებელყოფა

    ბავშვთა უგულვებელყოფას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვი მშობლისა თუ მეურვის მხრიდან ქრონიკულად განიცდის საკვების, ტანსაცმლის, მოვლის, ყურადღების, სამედიცინო მეთვალყურეობის უკმარისობას, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
    სერიოზულ უგულებელყოფას წარმოადგენს ბავშვის შრომითი ექსპლუატაცია ან კანონით აკრძალული საქმიანობების იძულება, სექსუალური ექსპლუატაციის ჩათლით.image

    ძალადობის გამომწვევი მიზეზები

    ძალადობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება არ იქნება სწორი. ბავშვთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება განპირობებული იყოს პიროვნული, სოციალური და კულტურული ფაქტორების ერთობლიობით.

    ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი მიზეზების არსებობისას:

    • დაბალი კულტურა და განათლება;( მაგ. არასაკმარისი ცოდნა ბავშვის განვიტარებისა და მოვლის შესახებ, მშობლის სურვილი, რომ მისი შვილი იყოს განსაკუთრებული და ა.შ.);
    • მშობელთა მენტალური პრობლემები (მაგ. შიში, შფოთვა, აგრესიულობა და სხვა);
    • ალკოჰოლიზმი და ნარკომანია;
    • დაბალი ეკონომიური შემოსავალი, სიღარიბე;
    • მშობელთა ფსიქიკური დაავადებები;
    • ხშირი ოჯახური კონფლიქტები;
    • მშობელთა ასოციალურობა;
    • მშობლები, რომლებიც ბავშვობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი;
    • არასრული ოჯახები;
    • ჩაკეტილი ცხოვრების წესი
    image


    0
    217
    შეფასება არ არის
    ავტორი:თინათინ სიბაშვილი
    თინათინ სიბაშვილი
    217
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0