x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
და კიდევ ერთხელ, მთავარი მიზეზი ,რამაც ხელი შეუწყო ჰიტლერის აღზევებას


image

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919 წლის 18 იანვრიდან 1920 წლის 21 იანვრამდე, მცირე შესვენებებით. ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებულმა სახელმწიფობმა მოიწვიეს დამარცხებულ ქვეყნებთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. მასში მონაწილეობდა გამარჯვებული 27 სახელმწიფო და ბრიტანეთის 5 დომინიონი (კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სარი (სამხ, აფრიკის რესპუბლიკა) და ნიუფაუნდლენდი) მაგრამ, სინამდვილეში, გადაწყვეტილებას იღებდა 3 სახელმწიფო საფრანგეთი (პრემიერ მინისტრი გერმანელთმოძულე ჟორგჟ კლემანსო, ) ინგლისი (პრემიერ მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი) და ამერიკა (პრეზიდენტი ვუდრო უილსონი). კონფერენციამ მოამზადა ხელშეკრულებები გერმანიასთან (ვერსალის ზავი), ავსტრიასთან, ბულგარეთთან, უნგრეთთან და ოსმალეთთან.

დამარცხებული სახელმწიფოები კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ამდენად, პარიზში მიმდინარე ფორუმი ომის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება კი არ იყო, არამედ გამარჯვებულების დიქტატი: სამმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ უკარნახა თავისი საზავო პირობები დანარჩენ მსოფლიოს.

ვერსალის ზავის პირობები გერმანიისთვის უკიდურესად მძიმე იყო, გერმანიას ჩამოერთვა ყველა კოლონია, ასევე ტერიტორიის ნაწილი ევროპაში. მას თითქმის სრულად ჩამოართვეს სამხედრო აღჭურვილობა, საბრძოლო ტექნიკა მათ შორის ფლოტი და აუკრძალეს საომარი ტექნიკის წარმოება. გერმანიას დაუტოვეს 100 000 კაციანი არმიის ყოლის უფლება (ამ დროს გერმანიის მოსახლეობა 75 მილიონი იყო) ამას გარდა, მას დააკისრეს ყოფილი მოწინააღმდეგეებისათვის ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება (რეპარაციების გადახდა) წარმოებული პროდუქციითა თუ მის ხელთ დარჩენილი მატერიალური რესურსებით. სარეპარაციო გადასახადის ზუსტი ფულადი ოდენობის განსაზღვრა საბოლოოდ ვერ მოხერხდა, მაგრამ ის დაახლოებით 130 მილიარდ რაიხსმარკას უდრიდა, რაც საკმაოდ უტოპიური გადასახადი იყო.


გერმანიისთვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში დამნაშავედ გერმანიასა და მის მოკავშირეებს ცნობდა და რომ ეს პარაგრაფი სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ომის გაჩაღებაში დამნაშავე იყვნენ სერბები რუსები ფრანგები და ინგლისელები.

გერმანიაში ვერსალის ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ზავის პირობების შესრულების მომხრე იყო, მათი აზრით, სწორედ „შემსრულებლობა“ გახდებოდა წინაპირობა გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ზავის პირობების შერბილების ან სულაც გაუქმების თაობაზე მოლაპარაკების საწარმოებლად. მეორე ნაწილი კი ვერსალის ხელშეკრულებას ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა. მათთვის სრულიად მიუღებელი იყო ზავის პირობების შესრულება. ვერსალის ხელშეკრულების „არ შემსრულებელთა“ შორის იყო ჰიტლერის პარტიაც. სწორედ საზოგადოების ამგვარმა განწყობილებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში 1933 წელს.

გერმანიასთან მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 1919 წლის 28 ივნისს „სარაევოს გასროლის“ 5 წლის თავზე ვერსალის სარკეებიან დარბაზში.

ვუდრო უილსონი რომელმაც ევროპას „14 პუნქტი“ შესთავაზა, შუამდგომლობდა ომის საკითხებზე გერმანიასა და მოკავშირეებს შორის. უილსონი გერმანელებს ჰპირდებოდა, რომ ხელშეკრულება არ იქნებოდა ძალიან მძიმე. მართლაც უილსონის 14 პუნქტი არ იყო მძიმე, რის გამოც გერმანელებმაც აღიარეს, თუმცა, ეს მოკავშირეებს (საფრ და ინგლ) არ მოსწონდათ. სამწუხაროდ, უილსონი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ევროპას ტოვებს და პირობას ვერ ასრულებს.

გერმანელთმოძულე ჟორჟ კლემანსოს მთავარი დევიზი იყო „გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს“ (ბოშ - სალანძღავი სიტყვა იყო). კლემანსოს გერმანელების მაქსიმალური დასუსტება და დამცირება სურდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯს ესმოდა რომ გერმანელების მეტისმეტად დასუსტება და დამცირება ევროპას მშვიდობის ნაცვლად ახალ ომამდე მიიყვანდა. გერმანია ადრე თუ გვიან აუცილებლად მოძებნიდა საკუთარ თავში ძალას შურისძიებისთვის და ეს მართლაც ასე მოხდა. ეს ესმოდა ჯორჯს, თუმცა კლემანსოს დიდად არ შეწინააღმდეგებია.

რათქმაუნდა, დამამცირებელი ვერსალის სისტემის პირობებში, გერმანიის მშვიდობიანი შემორიგებისა და რეინტეგრაციის შანსი იყო ნული, რადგან:

  • ყველაზე დამამცირებელი იყო ის, რომ გერმანიას დააბრალეს პირველი მსოფლიო ომის დაწყება;
  • გერმანია კონფერენციაზე არ მიიწვიეს და მხოლოდ კონფერენციის დასასრულს გააცნეს ზავის პირობები;
  • მხოლოდ გერმანელთმოძულე ჟორჟ კლემანსოს სურვილიდან გამომდინარე, კონფერენცია პარიზში დაიგეგმა, თუმცა, ვუდრო უილსონს სურდა ეს კონფერენცია ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებულიყო, კონკრეტულად ჟენევაში;
  • მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციას 27 ქვეყანა ესწრებოდა, გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ 3, თუმცა პრივილეგია ჰქონდა საფრანგეთს.
  • კონფერენცია სპეციალურად დაამთხვიეს, ფრანგების დაჟინებული მოთხოვნით, 18 იანვარს ვერსალის დარბაზში, რადგან ზუსტად 18 იანვარს, 1871 წელს, საფრანგეთზე გამარჯვებულმა გერმანიამ საზავოდ გამოაცხადა მეორე რაიხის შექმნა;
  • ზავის ხელმოწერის დღეც შემთხევვითი არ ყოფილა 28 ივნისს. სწორედ ამ დღეს 5 წლის წინ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.
  • გერმანია საერთაშორისო დახმარების პროგრამიდან ამოაგდეს და მიუხედავად იმისა რომ დაზავება ითვალისწინებდა საომარ ბლოკადაში მყოფი ქვეყნისთვის საკვების მიწოდებას, გერმანია აშიმშილეს კლემანსოს დაჟინებული მოთხოვნით;
  • გერმანიას სურდა სესხის აღება ამერიკისგან, თუმცა მათ აუხსნეს რომ კონგრესი ამ სესხს არ დაუმტკიცებდა;
  • ზღაპრული რეპარაციისა და კონტრიბუციის თანხის გადახდა დააკისრეს გერმანიას, თუმცა, არ გაითვალისწინეს გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი;
  • გერმანიამ დაკარგა თავისი ტერიტორიის ერთი მერვედი ნაწილი, რომელიც საკმაოდ დიდი დანაკარგი იყო ქვეყნისთვის.
  • ვერსალის სისტემა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის მაუწყებელი იყო ევროპაში, რომელსაც ინგლისისა და საფრანგეთის ჰეგემონობა უნდა განემტკიცებინა, ხოლო გერმანია ფაქტობრივად მეორეხარისხოვანი სახელმწიფოს მდგომარეობაში უნდა დაეტოვებინა. გერმანიას და რუსეთს შორის იქმნებოდა ახალი ბუფერული სახემწიფოები, როგორც გერმანია რუსეთის შესაძლო დაახლოების ერთგვარი წინაღობა (რომ არ დაახლოებულიყო რუსეთი და გერმანია). მნიშვნელოვანი სიახლე იყო ერთა ლიგის შექმნა (ვუდრო უილსონის მე-14 პუნქტი) რომელიც მშბვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში. ვერსალის სისტემა ძალიან მყიფე და უტოპიური იყო და ამიტომ, რეალიურად 20 წელი იარსება. გერმანიაში ნაციზმის გამარჯვებამ იტალიაში ფაშისტურმა დიქტატურამ და იაპონიის მილიტარიზაციამ ერთა ლიგა ფიქციად აქცია, ხოლო კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა.

    ვერსალის ხელშეკრულება იყო ზავი, რომელმაც ხელი შეუწყო ბოროტების აღზევებას...

    ვერსალის დამდებ გამარჯვებულ სახელმწიფოებს, რომლებიც გერმანიას ამცირებდნენ, უნდა გაეთვალათ, რომ დაჩოქებული გერმანია მათთვის მომავალში საშიში გახდებოდა...

    ვერსალის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, ინგლისელმა ფელდმარშალმა არჩიბალდ უეიველიმ წარმოსთქვა წინასწარმეტყველური ფრაზა: „ომების დამამთავრებელი ომის შემდეგ პარიზში საკმაოდ წარმატებით დაამყარეს მშიდობის დამამთავრებელი მშვიდობა“. მისი სიტყვები გამართლდა ვერსალის სისტემამ მოსპო მშვიდობის შესაძლებლობა.

    ყველაზე სერიოზული ზიანი გერმანიამ განიცადა. დიდმა კონტრიბუციებმა შეარყია გერმანიის ეკონომიკა, მას აუკრძალეს არმიის ყოლა, ჩამოართვეს იარაღი, სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები. გერმანიას დაეკისრა ომის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა.

    გერმანიაში გაჩნდა „ვერსალის სინდრომის“ გრძნობა, რაც გულისხმობდა, რომ გერმანია უსამართლოდ დაამცირეს დაშალეს და უსამართლოდ სწოვდნენ სისხლს.

    დაიწყო უკმაყოფილება მოსახლეობაში და ამ დროს ასპარეზზე გამოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხობდა მოსახლეობის მოთხოვნებს გამოესწორებინათ სიტუაცია და ეს დროებით მოახერხეს.




    0
    688
    9-ს მოსწონს
    ავტორი:ნინო ლალიაშვილი
    ნინო ლალიაშვილი
    688
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0