x
image
_K_
დავალება ყველაზე დაკვირვებულებს - შეძლებთ ფოტოზე ყველა შეცდომის პოვნას?
გსურთ, იგრძნოთ თავი ნამდვილ დეტექტივად?


შეხედეთ სურათს ყურადღებით და სცადეთ, გამოიცნოთ, რა შეცდომებია დაშვებული.


სტატიის ბოლოს კი პასუხს გაიგებთ - იპოვით 25 შეცდომას. დავალება არ არის ისეთი ადვილი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.


აბა, საქმეს შეუდექით! წარმატებებს გისურვებთ!




მინიშნება: ყურადღება მიაქციეთ სურათის ლოგიკას. ბევრი პატარა დეტალია, რაც სინამდვილესგან შორსაა (მაგალითად, შეხედეთ მინდორს).

image















image




image


პასუხები:


➤ ქარი ორ მხარეს ერთდროულად უბერავს, კვამლი მარჯვნივ მიდის, ხე კი მარცხნივ იხრება.


➤ ერთი რომელიმე სეზონი არ არსებობს, ზოგ ხეს ფოთლები აქვს, ზოგს კი -არა.


➤ მინდვრები ერთდროულად ნაყოფიანიცაა და ცარიელიც.


➤ ცხენი უკვე მოხნილი მიწის მიმართულებით მიდის.


➤ არ ჩანს ადამიანი, რომელსაც გუთანი მიჰყავს.


➤ მინდორზე მარტო ხეები იზრდება.


➤ მაღალ ფიჭვს ერთი განსხვავებული ტოტი აქვს.


➤ მზის სინათლე სხვადასხვა მიმართულებით მიდის: კაცის და ძაღლის ჩრდილები სხვადასხვა მხარეს ეცემა.


➤ ჭიშკარს აქვს ტალღისებური და არა - სწორი ჩრდილი.


➤ ჭიშკარს 5 ჰორიზონტალური ხაზი აქვს, ჩრდილს კი - მხოლოდ 4.


➤ ჭიშკარს არ აქვს ანჯამა ან რამე ისეთი, რითიც უნდა გაიღოს.


➤ ბუჩქი პირდაპირ ღობეზე იზრდება.


➤ სახლს არ აქვს კარი.


➤ ფარდები ფანჯრებს გარედან აქვს.


➤ კაცი სახლთან შედარებით ძალიან დიდია.


➤ ძაღლი ცხვრებთან შედარებით ძალიან დიდია.


➤ ერთ ცხვარს ფეხი არ აქვს.


➤ ერთ ცხვარს შავი კუდი აქვს, რომელიც ძაღლის კუდს ჰგავს.


➤ ამ ხედიდან ცხვრები ძალიან პატარები ჩანან.


➤ ზოგიერთ საგანს ჩრდილი არ აქვს.


➤ ეზო მხოლოდ ერთი მხრიდანაა შემოღობილი.


➤ ტბა ჰორიზონტზე მაღლა მდებარეობს.


➤ თივის საზიდი კაცთან შედარებით აშკარად ძალიან მაღალია.


➤ ურიკას წინა პლანზე ერთი ბორბალი არ აქვს და მაშინ სავსე თივით როგორ დგას შუა მინდორში ისე, რომ არ იქცევა?


➤ საკვამური იგივე მასალისგანაა დამზადებული, რისგანაც თვითონ სახურავი.




თქვენ რამდენი გამოიცანით? გაგვიზიარეთ❤










ასევე დაგაინტერესებთ:


1. გაქვთ თუ არა დეტექტიური უნარები? შეამოწმეთ

image



2. 5 თავსატეხი, რომელთა ამოხსხნა მხოლოდ ნამდვილ დეტექტივებს შეუძლიათ

image



3. 7 დამაბნეველი ამოცანა

image





0
355
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0