x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
10 მაღალტექნოლოგიური საკვები, რომელსაც მომავალში შევჭამთ
მეცნიერები და გამომგონებლები გადამეტდასახლებულობის და შეზღუდული რაოდენობის საკვების პრობლემებზე ფიქრობენ და ამბობენ, რომ ტექნოლოგიური წინსვლა და ახალი პერსპექტივები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ჩვენი თეფში სხვაგვარი პროდუქტით იყოს სავსე.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე აზრს იმის შესახებ, რაც შეიძლება ადამიანმა შეჭამოს მომავალში. ისიამოვნეთ!





1. ალგაე : საკუთარი საჭმლის გაზრდა სუნთქვის დროს


ალგაეების (ე.წ. ზღვის წყალმცენარე) უმეტესობა დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს - ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ეს არის საკვები ნივთიერება ბევრი კარგი თვისებით. გამომგონებლები და დიზაინერები მაიკლ ბურტონი და მიჩიკო ნიტა ისე შორს წავიდნენ, რომ კაცობრიობას შესთავაზეს ალგაე, საკვები ნივთიერება, რომლის გაზრდაც სუნთქვის დროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ სპეციალურ ნიღაბს გაიკეთებს. ლონდონში V&A მუზეუმის შოუში მათ წარადგინეს, როგორ შეუძლია ოპერის მომღერალს ალგაეს გაზრდა ნიღაბში.


image










2. მწერები



გაეროს საჭმლისა და სოფლის მეურნეობის ამ საფუძვლიანი ანგარიშის მიხედვით, მწერებს საკვებად უკვე 2 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. მართალია, ბევრ ადამიანს მწერები ეზიზღება, მაგრამ სიმართლეა, რომ ისინი სავსე არიან პროტეინებით, ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით.


ამას გარდა, მწერების ჭამა უფრო ბუნებრივია, ვიდრე ცხოველების. ზოგიერთი მათგანის გემო კი საოცრად ჰგავს იმ პროდუქტს, რომელსაც უკვე მივირთმევთ: ვაშლს, ბეკონს, არაქისის კარაქს და თევზს.


image









3. ლაბორატორიული ხორცი


ხორცის ლაბორატორიაში წარმოება ერთ-ერთი კარგი გზაა პროდუქტის დასაცავად სათბურის გაზის გამოსხივებისგან, გადაჭარბებული რაოდენობის თევზის ჭერისგან და ცხოველების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. კომპანია, სახელად Memphis Meats უკვე აწარმოებს ლაბორატორიაში გაზრდილ ხორცის ბურთულებს, რომლისთვისაც ცხოველების უჯრედებს იყენებს (რაც უმტკივნეულო ბიოფსიით მიიღება). თუმცა, 450 გრამი ხორცის დამზადების ფასმა 2 400 დოლარს მიაღწია.


image








4. სამგანზომილებიანი დაბეჭდილი ცოცხალი საკვები


სამგანზომილებიან პრინტერს უკვე შეუძლია პლასტმასისა და ლითონისგან საგნების ბეჭდვა, მალე კი საჭმლის დაბეჭდვასაც შეძლებს. ჰოლანდიელი მეცნიერი ქლოი რუზერფელდი კაცობრიობას სთავაზობს მრავალფეროვან დაბეჭდილ საკვებს. პირველად იბეჭდება ცომის შემცველი მასალა, რომელშიც დათესილია საკვები. რამდენიმე დღის შემდეგ საკვები ზრდას იწყებს და ცომის ნახვრეტებიდან გამოიზრდება. თუმცა, ჯერჯერობით საჭმლის ასეთი დიზაინი წარმოსახვის დონეზეა.


image








5. თვითხრწნადი საჭმლის შეფუთვები


რამდენიმე წელი სჭირდება საჭმლის შეფუთვის სრულად დაშლას. შვედურმა კომპანიამ Tomorrow Machine -მა გამოსავალი იპოვა. კომპანია გვთავაზობს შაქრისა და ცვილისგან დამზადებულ ზეთის შეფუთვებს, ზღვის მცენარეებისა და წყლისგან დამზადებულ გლუვ შეფუთვებს და ბიოდეგრადაბლისაგან (ნივთიერება, რომელიც შეიძლება იყოს დანგრეული ბუნებრივი ფაქტორების მიერ) და ორმაგი ცვილისგან დამზადებულ ბრინჯის შეფუთვებს.

ეს შეფუთვები ისეთივე ცოტა ხნით "იცოცხლებს", რამდენითაც მათში მოთავსებული საკვები.


image








6. საჭმელი წყლის ბოთლები


ლონდონის ერთ-ერთ კომპანიას აქვს იდეა, პლასტმასის ბოთლები საკვებად ვარგისი, ზღვის მცენარეებისგან დამზადებული წყლის ბოთლებით შეცვალოს. ერთხელ, მარკეტში ეს შეფუთვა გამოიყენეს სხვა თხევადი ნივთიერებების - სპირტისა და კოსმეტიკის შესაფუთად.

ისე კი, ზღვის მცენარეების შესაფუთად გამოყენება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე პლასტმასის.


image








7. ხმით გაზრდილი საკვები


ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევიდან გამომდინარე, საკვები უფრო გემრიელია, თუ მისი გაზრდის დროს გარემოში სასიამოვნო ხმები ისმის. ასეთი იდეაც არსებობს: საჭმელი გაზარდონ მუსიკით, რათა საკვებს არაჯანსაღი იგრედიენტები მოშორდეს.


image








8. ფალსიფიცირებული თევზი და ზღვის პროდუქტები


ლაბორატორიაში მარტო ხორცის გაზრდა კი არ შეიძლება - თევზის წარმოებაც შესაძლებელია. 2002 წელს ტოურო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა პაწაწინა თევზის ფილები, რომლის საფუძვლადაც ოქროსთევზის კუნთი გამოიყენა. New Wave საკვები კი ხელოვნურ კრევეტებსაც აწარმოებს, რომელიც ალგეასგანაა შექმნილი. ამჟამად კომპანია ხელოვნური კიბოსა და კიბორჩხალას შექმნაზე მუშაობს.


image








9. ჯანსაღი საკვები


ჩვენ ხშირად არ ვართ ინფორმირებული იმ საკვების შიგთავსის შესახებ, რასაც მივირთმევთ. TellSpec-ის მობილური აპლიკაცია ამ პრობლემას ჭრის, ის ასკანარებს და მომხმარებელს აჩვენებს საკვების შიგთავსს, აფრთხილებს ქიმიკატებისა და საფრთხეების შესახებ. იმედია, აპლიკაცია მომავალში უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი.


image








10. დნმ-ი II-ზე დაფუძნებული დიეტა


თუ დნმ-ის დადგენა უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდება, ჩვენ შეგვიძლია აპლიკაციის გამოყენება, რომელიც გვეტყვის, რა უნდა ვჭამოთ, რომ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები, გვეძინოს უკეთ, თავი უფრო ჯანსაღად ვიგრძნოთ და რომელ საკვებს არ გავეკაროთ. რადგანაც ყველა ადამიანი გენეტიკურად განსხვავებულია, არ არსებობს საკვების რაციონი, რომელიც ყველას ერთნაირად მოერგება.

უკვე არსებობს კომპანიები, რომელიც ამ საკითხზე ამაზე მუშაობს.


image









ბონუსი : საღეჭი ყავა


ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მარკეტებში, საღეჭი ყავაა. მისი შემქმნელები ამბობენ, რომ პროდუქტი აუმჯობესებს ცნობიერებას. ვის არ უნდა ყავა, რომლის ტარებაც ჯიბითაა შესაძლებელი??


image





თქვენ რას ფიქრობთ? რომელ საკვებს მიირთმევდით მომავალში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤










ასევე დაგაინტერესებთ:


1. 16 უცნაური იაპონური გამოგონება

image




2. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

image



3. დედამიწაზე ერთადერთი უკვდავი ქმნილება მედუზაა!

image





0
1228
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0