x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა-შემთხვევის შესწავლა
image

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ხასიათდება აკვიატებული აზრებითა და განმეორებითი ქმედებებით. წინამდებარე სტატიაში აშლილობის მიმოხილვის ნაცვლად წარმოდგენილია რეალური ისტორია ერთი ქალისა, რომელსაც სჭირდა ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. მისი ცხოვრება და განკურნება აღწერა მისავე თერაპევტმა.


კარენ რუსა 30 წლის, გათხოვილი ქალბატონი და 4 შვილის დედაა. მას წლების განმავლობაში ჰქონდა შფოთვასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცაღა არასდროს მიუმართავს დახმარებისთვის. როცა უკვე ძალიან გაუმწვავდა დეპრესია ოჯახის ექიმმა ურჩია, რომ მიემართა ფსიქოლოგისთვის. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კარენს აწუხებდა მომაბეზრებელი განმეორებადი აზრები, რომლებიც მის შვილების უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. მაგალითად ის საკმაოდ ხშირად წარმოიდგედა რომ თითქოს მოხდა სერიოზული უბედური შემთხვევა თუმცა ის ამ ფიქრებს ვერ აძევებდა თავის გონებიდან.

ერთ-ერთ ასეთი შემთხვევის დროს კარენმა წარმოიდგინა რომ მისმა ვაჟმა, ალანმა სკოლაში ფეხბურთის თამაშის დროს მოიტეხა ფეხი. არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ აზრის გაჩენისა თუმცაღა კარენს სჯეროდა ამ ფიქრის მანამ სანამ არ დარეკა სკოლაში და არ გაიგო რომ ალენი კარგად იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარენი დაარწმუნეს მისი შვილის უსაფრთხოებაში მას მაინც ძალიან გაუკვირდა, როცა ალენი სახლში უვენებელი დაუბრუნდა.


კარენმა შეამჩნია რომ მისი ყოველდღიური რუტინა ფერხდებოდა დათვლის რიტუალების გამო რომელსაც ის ყველადღე ასრულებდა.ზოგმა რიცხვებმა მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაღაზიაში პროდუქტების ყიდვა.კარენს სჯეროდა რომ თუ თაროზე პირველ პროდუქტს აიღებდა მის უფროს შვილს დაემართებოდა საშინელი რამე თუ მეორე პროდუქტს აიღებდა მაშინ მის მეორე შვილს დაემართებოდა რაღაც კატასტროფა და ასე ყველა შვილზე. შვილების ასაკიც მნიშვნელოვანი იყო. რიგში მეექსვე პროდუქტი დაკავშირებული იყო მის უმცროს შვილთან, რომელიც 6 წლის იყო. ამიტომ მას ეს სპეციფიური პროდუქტების ყიდვა უნდა აერიდებინა, რათა დარწმუნებულიყო მისი შვილების უსაფრთხოებაში.რასაკვირველია ეს რიტუალები ითხოვდა მუდმივ ყურადღებას რადგანაც ბავშვების ასაკი იცვლებოდა.

კარენის ამ დამოკიდებულებამ რიცხვებთან სხვა მოქმედებებიც მოიცვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სიგარეტის მოწევა და ყავის დალევა. თუ ერთ სიგარეტს მოწევდა ფიქრობდა რომ ერთ ჯერზე 4 სიგრატი უნდა მოეწია, თორემ მის რომელიმე შვილს რაიმე ზიანი მიადგებოდა. თუ ერთ ჭიქა ყავას დალევდა თავს ვალდებუალდ თვლიდა რომ 4 ჭიქა დაელია.


კარენი აცნობიერებდა ამ რიტუალების ირაციონალურობას, მაგრამ თავს კომფორტულად გრძნობდა, როცა მათ ახორციელებდა. ისეთ შემთხვევებში როდესაც ძალიან აჩქარებით ასრულებდა რიტუალებს ის გრძნობდა შიშს და მღელვარებას. ამ პერიოდში ის იყო დაძაბული, ნერვიული და ვერ ახერხებდა მოდუნებას. კარენის შიშს განამტკიცებდა ის რომ ყოველი ასეთი მარცხიდან რამდენიმე დღის შემდგომ მის რომელიმე შვილს რაღაც მოსდიდა.

კარენის წრმენას არ ასუსტებდა ის ფაქტი რომ მრავალშვილიან ოჯახში შეიძლება რაღაც მცირე შემთხვევები დაემართოს ბავშებს, მაგრამ მას სჯეროდა რომ ის იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რადგან მან ვერ შესძლო რიტუალების დაცვა.


ამ ყველაფრის გარდა კარენი უკმაყოფილი იყო თავისი ქორწინებით. მისი მეუღლე ტონი 11 თვით ადრე სანამ კარენი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში მივიდოდა მისი ქმარი გახდა ფიზიკურად უუნარო ამას გარდა მას ჰქონდა გულის მძიმე დაავადება რის გამოც მცირე ფიზიკური ძალისმხევაც კი საფრთხის შემცველი იყო. მას შემდეგ რაც სამსახურის დატოვება მოუხდა მთელ დღეს ატარებდა სახლში. დრო გაყავდა ტახტზე წოლით და ტელევიზორის ყურებით. ტონიმ დაარწმუნა კარენი რომ ის უნდა ყოფილიყო სახლის საქმეების გამკეთებელი. ამიტომ კარენი აცმედა, აჭმევდა ბავშებს, სკოლაში მიყავდა, რეცხავდა, წმენდდა და ლუდი და ჩიფსებიც უნდა მოეტანა, როცა ტონის წახემსება მოუნდებოდა. კარენი ამჩნევდა ამ უსამართლობას და იყო იმედგაცურებული მითუმეტეს იმიტომ რომ ეფექტურად ვერ უმკლავდებოდა ამ ყველაფერს.

მას არ შეეძლო ბავშვების კონტროლი. 6 წლის რობერტი და 8 წლის ალანი ძალიან აქტიურები და ცელქები იყვნენ. ორივეს ქონდა ქცევითი პრობლემები სკოლაში და ალანი უნდა გადაეყვანათ სპეციალურ საკლასო ოთახში, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებით მავნე ჩვევების მქონე ბავშვებისთვის. გოგონებთან გამკლავებაც რთული იყო. 9 წლის დენისი და 11 წლის ჯენიფერი ძალიან ხშირად კამათობდნენ. ჯენიფერი ზომიერად მსუქანი იყო და ამის გამო დენსი შეუბრალებლად აჯავრებდა დას. თვალებაცრემლებული ჯენიფერი კი დედასთან მიდიოდა და სთხოვდა რომ გამოსარჩლებოდა მას. ამ სიტუაციასთან გაუმკლავების გამო კარენი იყო დისტრესში და უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა ტირილში.

სოციალური ისტორია.

კარენი აღიზარდა ნიუ-ორკში იტალიელი ემიგრანტი მშობლების მიერ.ის 4 შვილიდან პირველი იყო.კარენის ოჯახი ღრმად მორწმუნე იყო და ის გაზარდეს როგორც ღვთისმოსავი კათოლიკე. ის სწავლობდა სამრევლო სკოლაში და მართლაც კარგი სტუდენტი იყო.

როგორც მისი ოჯახის წევრებისთვის ასევე კარენისთვის ეკლესიის რიტუალები დიდი როლს ასრულებდა . ადრეულ ასაკშივე კარენს ასწავლეს რომ ის უნდა დამორჩილებოდა იმ სახელმძღვანელო პრინციპებს რომლითაც იმართებოდა სოციალური ქცევა ეკლესიაში.( მარხვა, აღსარების თქმა) მას უთხრეს რომ ამ ნორმების დაცვა უზრუნველყოფდა მისი სულის უკვდავებას და პირიქით, დარღვევების შემთხვევაში მკაცრად დაისჯებოდა.

ამ რწმენის სიღრმე და შედეგების სიმძიმე კარგად გამოჩნდება შემდგომ განვითარებულ ისტორიებში, რომლებიც კარენმა ადრეულ სესიებზე აღიდგინა. როდესაც კარენი იყო 8 წლის მან თავის თანაკლასელებთან ერთად მიიღო პირველი ზიარება. ეს განსაკუთრებით მნიშნველოვანი და საზეიმოა რომაელი კათოლიკეებისთვის, რადგან საეკლესიო საზოგადოებაში აღნიშნავს ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლას.


სანამ ბავშვს დართავენ ზიარების უფლებას, მან ჯერ აღსარება უნდა ჩააბაროს და განიწმინდოს წინა ცოდვებისგან. კარენს უთხრეს რომ მას უნდა ეღიარებინა ყველა ცოდვა მიუხედავად მათი სიმძიმისა და მას ასევე ახსოვდა მისი მშობლებისა და მასწავლებლების გაფრთხილებები, რომ თუ რომელიმე ცოდვა გამორჩებოდა მისი სული სამუდამოდ ჯოჯოხეთში განიდევნებოდა. მიუხედავად ამ ტერორისა რომელიც აღიძრა ამ გარემოში კარენმა მაინც ერთი ცოდვა არ განუმხილა მღვდელს. მან მოიპარა საკლასო ოთახიდან წიგნი და თან დაბრუნებისაც ეშინოდა და ვინმესთვის ამ დანაშაულის თქმისაც. მას წლების განმავლობაში აწუხებდა დანაშაულის განდა და ესიზმრებოდა კოშმარები თუ როგორ სჯიდნენ იმისათვის რომ აღსარება ბოლომდე არ თქვა. შემდგომი წლების განავლობაში კარენმა გააძლიერა თავისი ძალისხმევა იმისთვის რომ დამორჩილებოდა ეკლესიის რეგულაციის უმცირეს დეტალებსაც კი თუმღაცა ის აგრძელებდა იმ რწმენის შენარჩუნებას რომ ვერასდროს გამოისყიდდა იმ სასიკვდილო ცოდვას.

კარენი იხსენებს რომ მისი მშობლები იყვნენ ძალიან მკაცრი დისციპლინის .დედამისი იყო საკმაოდ უემოციო და მკაცრი ადამიანი, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა სახლში წესრიგსა და სისუფთავეს.თუ რომელიმე ბავშიარსებულ ნორმებს გადაუხვევდა ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. კარენის ყველაზე დადებითი მოგონებები დედასთან დაკავშირებით ეხებოდა მათ საერთო მონაწილეობას საეკლესიო საქმეებში. აასევე მას არ ახსოვს როდესმე თავის მშობლებს გამოეხატათ სიყვარული ერთმანეთის მიმართ ბავშების თვალწინ.



საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ კარენი ცოლად გაყვა ტონის და 2 თვეში დაფეხმძიმდა. ორსულობის დროს მეზობლის სახლში ის გახდა უბედური შემთხვევის მოწმე. როდესაც კარენი ესაუბრებოდა მის მეგობარს, ამ ქალბატონის ჩვილი გაბობღდა აივანზე და მას მეორე ბავშვმა ველოსიპედით გადაურა. გოგონა სერიოზულად დაშავდა და რამდენიმე კვირა საავადმყოფოში იწვა. ამ შემთხვევის შემდგომ კარენს აწუხებდა განმეორებადი, მომაბეზრებელი ფიქრები საკუთარი თავის ზიანის შესახებ.დღის განმავლობაში საკამოდ ხშირი ინტერვალებით ის ფიქრობდა ფანჯრიდან გადახტომაზე, მანქანების წინ გავლაზე და სხვა სახიფათო ქცევებზე. რასაკვირველია ეს ფიქრები აშინებდა მას თუმცაღა არ შეეეძლო მათი თავიდან აცილება. როდესაც მსგავსი ფიქრი შემოიჭრებოდა გონებაში, ის იწყება მოკლე ლოცვას რომ თავიდან მოეცილებინა ეს ფიქრები. ეს მეთოდი წარმატებული იყო ამ ფიქრებისგან ყურადღების დროებითი გადატანისთვის თუმღაცა რამდენიმე საათის შემდგომ ეს ფიქრები კვლავ მოდიოდა და ლოცვა მათ დაბრუნებას ხელს ვერ უშლიდა.

ეს ფიქრები საკუთარი თავის დაზიანების შესახებ ნაკლებ სიხშირით მოდიოდა და ნაკლებ შემაშფოთებელი გახდა მას შედეგ რაც კარენმა ბავში გააჩინა, ალბათ იმიტომ რომ ის უკვე გადაერთო ბავშის მოვლაზე.

ამ დროის განმავლობაში კარენი ეკლესიის მიმართ რწმენას კარგავდა, , ამის მიზეზი იყო პაპ ჯონ მეცამეტის მიერ გატარებული რეფორმები. მაგალითად, წირვა აღარ აღევლინებოდა ლათინურად და არაკლერიკალებსაც შეეძლოთ გარკევული წესები შეეცვალათ. ანალოგიურად ხალხს აღარ მოუწოდებდნენ რომ პარასკევობით ხორცი არ ეჭამათ, რიტუალები შეიცვალა ან ზოგი საერთოდ გაქრა, ადამიანთა უმეტესობამ ეს ცვლილებები დადებითად მიიღო მაგრამ კარენი შეძრწუნებული იყო.იმიტომ რომ კარენის ცხოვრებაში ეკლესიის რიტუალებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. ამ რიტუალების მნიშნელობაზე ხაზის გადასმით ეკლესია კარენს ართმევდა საკუთარი ბედის კონტროლის საშუალებას.

როდესაც კარენის შვილი ჯენიფერი 9 თვის იყო კარენი მეორედ დაორსულდა და მან და ტონიმ გადაწყვიტა რომ გადასულიყვნენ გარეუბანში იმისათვის რომ ჰქონოდათ ეზო, რომელშიც ბავშვები ითამაშებდნენ. მართალია კარენი ამაყობდ თავისი ახალი სახლით თუმცაღა წუხდა, რადგან ენატრებოდა ძველი მეგობრები.



25 წლის ასაკში კარენს უვე 4 შვილი ყავდა და მას გადამეტებულად ეჩვენებოდა მის თავზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ამიტომ დროის დიდ ნაწილში თავს უბედურად გრძნობდა. გარდა ამისა ცოლ-ქმარი არ იყო კმაყოფილი თავიანთი ქორწინებით მაგრამ ბავშვების გამო ერთად ყოფნაზე შეთანხმდნენ, მართალია ცოლ-ქმარი ასე ღიად არ ჩხუბობდნენ მაგრამ ფარული დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. ტონიმ უარი თქვა იმ საოჯახო საქმეებში მონაწილეობაზე რომლებიც მას ზედმეტად რთულად მიაჩნდა, განსაკუთრებით ბავშვების ქცევასთან გამკლავება. კარენს ჰქონდა გამოქვეყნებული სპეციფიკური წესები ჭამასთან, ძილის დროსთან დაკავშირებით და ამჩნევდა რომ თვითონაც უჭირდა მათი აღსულება. კარენი ცდილობა შორს დაეჭირა თავი ტონისგან და ეწინააღმდეგებოდა ტონის მიერ გამოვლენილ სასიყვარულო ქცევას. ამგვარად კარენი იყო უბედური და უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით.

ეს უბედური თუმცაღა ასატანი მდგომარეობა დაირღვა ტონის ჯანრმთელობის გაუარესებით.ერთ დღეს მაღაზიაში მუშაობის დროს ტონიმ გულმკერდში იგრძნო ტკივილი და კიდურები დაუბუჟდა, მან სთხოვა მეგობარს რომ წაეყვანა საავადმყოფოში სადაც მას უთხრეს რომ ჰქონდა მსუბუქი გულის შეტევა. შემდგომი გამოკვლევით გაირკვა, რომ ტონის სერიოზული სტრუქტურული დარღვევები ჰქონდა გულში. ის საავადმყოფოდან გამოწერეს როგორც სრული ქმედუუნარო და სამსახურიდანაც გაათავისუფლებინეს.

მას შემდეგ რაც ტონი მთელი დღეები სახლში იყო კარენი უფრო და უფრო დეპრესიული ხდებოდა. აი სწორედ ეს პერიოდი იყო როდესაც კარენს გაუჩნდა შიშები მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაიწყო დათვლის რიტუალების შესრულება.კარენი აანალიზებდა რომ ეს მდგომარეობა იყო უიმედო იმიტომ რომ ის საკუთარ ქცევასაც ვერ აკონტროლებდა და სერიოზულად შფოთავდა როცა ამ რიტუალებს წინააღმდეგობას უწევდა.. ამ გადმოსახედიდან კარენმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ მიემართა ფსიქოლოგისთვის.


კონცეპტუალიზაცია და მკურნალობა

კარენის დათვლის რიტუალები წარმოადგენდა იმის მცდელობას, რომ თავიდან მოეპოვებინა კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით ჩაანაცვლა კარენმა დათვლის რიტუალებით არსებული რელიგიური რიტუალები, რომლებიც სოციალურად მიღებული იყო. აღსანიშნავია ის რომ კარენი არაასერტიული იყო ტონისთან ურთიერთობაში.(უნარი, გამოხატო საკუთარი სურვილები, გრძნობები, საჭიროებები დადაიცვა საკუთარი უფლებები ისე, რომ ანგარიში გაუწიო სხვების გრძნობებს და არ დაარღვიო მათი უფლებები). იმის ნაცვლად რომ თავისი უფლებები დაეცვა ის ტონის უაზრო მოთხოვნებსაც კი უსიტყვოდ ასრულებდა. კარენი იმდენად ფრუსტრირებული და გაბრაზებული იყო ტონიზე რომ ის ეძებდა დახვეწილ გზებს რომ სამაგიერო გადაეხადა. ასევე კარენს არ შეეძლო მადლიერების გამოხატვა იმ შემთხვევაში, როცა ტონი რაიმე სასიამოვნოს გააკეთებდა. ამიტომ საწყის ეტაპზე მკურნალობის მიზანი იყო ინტერპერსონალური უნარების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემდა უფრო მეტად ეკონტროლებინა საკუთარი თავი. იმედოვნებდნენ რომ კარენი შეძლებდა დამაკმაყოფილებელი ურთიერთობის აწყობას მეუღლესთან და შვილებთან და ეს გაზრდილი კომპეტენცია მას თავიდან მოაშორებდა იმ ცრურწმენებს და მცდელობებს რომლებსაც აქამდე მიმართავდა თვითკონტროლისთვის. კარენმა გაიაზრა თავისი ნაკლი ამ მხრივ, თუმცა ვერ ცვლიდა თავის ქცევას. კარენმა და მისმა თერაპევტმა გადაწყვიტეს რომ მიემართათ სისტემატური პროგრამისთვის - ასერტიულობის ტრენინგი.

თავდაპირველი სესიები მიეძღვნა იმ სიტუაციების დადგენას და შეფასებას, რომლებშიც კარენი არა ასერტიული იყო. ამიტომ კარენს სთხოვეს ეწარმოებინა დღიური, რომელშიც ჩაინიშნავდა თუ ვინ მონაწილეობდა ასეთ სიტუაციებში, რა ტიპის იყო მათი ინტერაქცია, თვითონ კარენი როგორ აღიქვამდა ამ სიტუაციას და ჩაენიშნა ის ფიქრები, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ასერტიულად მოიქცეოდა. ასეთი სიტუაციების იდენტიფიკაციის შემდგომ კარენმა და მისმა თერაპევტმა გაითამაშა რამდენიმე შემთხვევა იმისათვის რომ კარენისთვის ენახებინა ასეთი სიტუაციებისთვის ადეკვატური რეაქციები. მათ ასევე განიხილეს ის რომ კარენის ირაციონალური შიშები დაკავშირებული იყო ასერტიულობასთან. კარენის ფიქრები კონცენტრირებული იყო რწმენაზე, რომ ის ყველას უნდა ყვარებოდა და თუ ის საკუთარი უფლებების მხარეს დადგებოდა ხალხი მას უარყოფდა. სწორედ ეს ირაციონალური ფიქრები აკავებდა ასერტიული ქცევის გამოხატვას. ამ თერაპიულ სესიებზე ვარჯიშის შემდეგ კარენს სთხოვეს რომ ეს ათვისებული უნარები რეალურ სიტუაციებში გამოეყენებინა.

მას შემდეგ რაც ასერტიულმა ტრრენინგმა პოზიტირური შედეგები გამოიღო, თერაპევტმა დაიწყო კარენისთვის განევითარებინა ბავშვების ხელმძღვანელობის, მართვის უნარები. ეს პროცედურები ეფუძნებოდა ინსტრუმენტალ დასწავლას, ოპერანტულ განპირობებულობას. მაგ: კარენს ასწავლეს რომ ყურადღება არ მიექცია და იგნორი მოეხდინა მისი გოგოებისთვის, როცა ისინი ჩხუბოდნენ და პოზიტიურად განემტკიცებინა ისეთი სიტუაციები როცა ერთად თამაშობდნენ.


ამ უნარების განვითარების ტრენინგის გარდა თერაპევტი განიხილავდა რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.აშკარა იყო, რომ კარენისთვის ეკლესია ისევ ისეთი მნიშვნელოვანი იყო და ის თავს დამნაშავედ გრძნობდა და შფოთავდა იმის გამო რომ რეგულარულად აღარ დადიოდა ეკლესიაში.ის ფაქტი რომ კარენის ბავშები არ იყვნენ ჩართულნი რელიგიურ აქტიობებში პრობლემას წარმოადგენდა კარენისთვის. ის ღელავდა რომ თუ რაიმე საფრთხე დაემართებოდა მის შვილებს უფალი მათ არ დაიცავდა. ამ მიზეზების გამო ის რამდენჯერმე ეწვია მღვდლებს და ცდილობა ენახა ისეთ მოძღვარი რომელიც უფრო კონსერვატული და მის შეხედულებებთან ახლოს მდგომი იქნებოდა . ადგილობრივმა მღვდლებმა კარენი გააგზავნეს ასაკოვან მღვდელთან, რომელიც ისევ მისდევდა იმ ძველებურ რიტუალებს, რომლებიც კარენმა ბავშვობაში დაისწავლა. ორივე მათგანი დარჩა ნასიამოვნები ამ შეხვედრით რადგანაც მღვდელს მიეცა საშუალება განეხილა ის ცვლილებები რომლებიც განხორციელდა ეკლესიაში. მას შეეძლო ამ ცვილებებისთვის ისეთი ახსნა გამარტება გაეკეთებინა როგორიც მისაღები იქნებოდა კარენისთვის. კარენმა ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი ამ მღვდელთან და უკვე ერთ კვირაში ის რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში შვილებთან ერთად.

ასერტიულობის ტრენინგის, ბავშვებთან გამკლავების გზების დაუფლების და ეკლესიური აქტიობებით კვლავ დაინტერესების კომბინაციამ მნიშვნელოვანად გააუმჯობესა კარენის ხასიათი. მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ კარენი უფრო თვითდაჯერებული იყო და მისი ოჯახური ცხოვრება მოწესრიგებული. მას შფოთვის დონეც შეუმცირდა. ის აგრძელებდა დათვლის რიტუალების შესრულებას, თუმცაღა უფრო ნაკლები სიხშირით და როცა მარცხს განიცდიდა რიტუალების შესრულებაში იმდენად არ წუხდა როგორც ადრე.

კარენს ასევე უტარდებოდ აბიჰევიორალური თერაპია : ექსპოზიცია და ქცევის პრევენცია, ეს პროცედურა მოიცავს ადამიანისთვის მიზანიმართულად აგზნების გამომწვევი სტიმულის მიწოდებას იმ ხნის განავლობაში სანამ არ შეეშვება კომპულსიების განხორციელებას შფოთვის შესამცირებლად. კარენს სთხოვეს რომ მოეწია სიგარეტი თერაპიული სეანსის დასაწყისში და როდესაც მან დაასრულა სიგარეტის მოწევა დაეწყო შფოთვა და უფროს ქალიშვილზე დარდი. და მას უნდა გაეძლო ცდუნებისთვის და არ მოეწია მეორე ღერი. ამგავრად ის რეაგირება რომლითაც კარენი ჩვეულებრივ შფოთვას ანეიტრალებდა, აღმოიფხვრა. თერაპისტს სწამდა რომ ამ ტიპის ხანგრძლივი ექსპოზიცია შფოთვის მაპროვოცირებელი სიტუაციისა მიიყვანდა კარენს შფოთვის შემცირებამდე.

ეს 2 საათიანი პროცედურები ტარდებოდა 4 ჯერ ზედიზედ და კარენს ეუბნებოდნენ რომ სესიებს შორის თვითონაც გაეკეთებინა ეს პროცედურა. როდესაც მან დაძლია სიგარეტის მოწევის სიტუაცია მაშინ ეს პროცედურა გავცელდა სხვა მსგავს სიტუაციებზეც სადაც კარენი რიცხვებზე კონცენტრირდებოდა. მკურნალობა დასრულდა 20 კვირის შემდეგ.კარენი გამოვიდა დეპერსიიდან. მისი შვილებიც სახლში უკეთესად იქცეოდნენ. მისი ურთიერთობა ტონისთან გაუმჯობესდა.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0