სხვა რა კავშირი აქვს ადოლფ ჰიტლერს, ნახევარდისშვილის, გელი რაუბალის სიკვდილთან? 2018, 21 თებერვალი, 17:52 ანგელა, იგივე გელი რაუბალი, მეოცე საუკნის დასაწყისში გერმანიაში ცხოვრობდა. 1931 წლის 18 სექტემბერს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოყენებული იარაღი, ნახევარბიძას და შესაძლო საყვარელს, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა. როგორც ცნობილია, ფიურერმა ახალგაზრდა ქალი მისი სახელგანთქმულობით მოხიბლა. რაუბალი ჰიტლერს ყველა მოგზაურობაში თან ახლდა. საბოლოოდ კი მიუნხენში, ფიუერის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, როგორც მისი დიასახლისი. წყვილის ერთად ყოფნის პერიოდში, ჰიტლერი გელის აღმერთებდა და ყველა სხვა ქალისგან გამოარჩევდა, თუმცა დანარჩენები რაუბალს სე არ აღიქვამდნენ. ერთ–ერთმა მოწინააღმდეგემ იგი საკმაოდ უკმეხად მოიხსენია და ჰიტლერზე მანიპულირებაც კი დასდო ბრალად. გელის გარდაცვალების წინა ღამეს, წყვილმა იკამათა. სავარაუდოდ, მათ შორის შელაპარაკება იმიტომ მოხდა, რომ გელის ვენაში უნდოდა გამგზავრება. მას სურდა სხვა კაცზე ექორწინა. თვითმკვლელობის შემდეგ, ჰიტლერის ხალხმა განაცხადა, რომ გელი მოახლოებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე ღელავდა და ტყვია თავში ამიტომ დაიხალა, თუმცა ეს ვერსია არც ისე სარწმუნო აღმოჩნდა. ამ ფაქტის შესახებ ჩანაწერები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გელის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ცხვირიც კი გატეხილი ჰქონდა. 117 2-ს მოსწონს
|