x
შემთხვევითი სწავლის თეორია
image

სიტუაციები, რომლებშიც ადამიანები ხვდებიან ნაწილობრივ არის თვითინიცირებული, ნაწილობრივ კი არაკონტროლირებადი ფაქტორების გავლენით შექმნილი. ადამიანებმა ყურადღება განსაკუთრებით შეიძლება იმ ფაქტორებზე წარმართონ, რომლებიც არაკონტროლირებადია და დაასკვნან, რომ ეს ფაქტორები ბედის ხელშია და ვერაფერს ვერ მოიმოქმედებენ. ისინი, ვინც ფოკუსირდებიან წარმატებულ ქმედებებზე, ივითარებენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას. დაუგეგმავი და დაგეგმილი ქმედებების ინტერაქცია გარკვეული სიტუაციების (თვითინიცირებული და პრობლემებით სავსე) პასუხად იმდენად კომპლექსურია, რომ შედეგები ფაქტობრივად არაპროგნოზირებადია და მიეწერება შემთხვევითობას.

ბრაითმა, პრიორმა და ჰარფჰამ (Bright Pryor and Harpham, 2005) საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის 772სტუდენტი გამოკითხეს თემაზე, თუ რა როლი ენიჭება შემთხვევით მოვლენებს მათი კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.69, 1%-მა განაცხადა, რომ მათ კარიერულ გადაწყვტილებებზე გავლენას ახდენდა შემთხვევითი მოვლენები.


ამ თეორიის შემქმნელი- კრუმბოლცი აღნიშნავს მისი ცხოვრების განმავლობაში, ის იყო მებაღე, მაღაზიის გამყიდველი, მძღოლი, ფერმერი, ალუმინის ჩამოსასხმელი ქარხნის მუშა, წიგნის რედაქტორის თანაშემწე, მასწავლებლის ასისტენტი, ტენისის მწვრთნელი, სამხედრო ოფიცერი, რადიოს წამყვანი, ალგებრის მასწავლებელი, საშუალო სკოლის კონსულტანტი, კარიერის კონსულტანტი, მკვლევარი ფსიქოლოგი, პროფესორი და მწერალი. ის ვერასდროს იფიქრებდა და ვერც იწინასწარმეტყველებდა შრომითი საქმიანობების ამდენ პატერნს. და ვინ იცის რას გააკეთებს მომავალში?



კრუმბოლცი ამბობს, რომ ის ხშირად მიუწვევიათ კარიერის კონსულტანტებთან სალაპარაკოდ, რომელთა რაოდენობა დაახლოებით რამდენიმე ათასს წარმოადგენს. პირველ კითხვას რომელსაც ის სვამდა იყო შემდეგი: „ შენ ახლა ხარ კარიერის კონსულტანტი. გადაწყვეტილი გქონდა თუ არა ყოფილიყავი კარიერის კონსულტანტი 18 წლის ასაკში?“ აქამდე არც ერთი მათგანის პასუხი არ იყო დადებითი. თუ თავად კარიერის კონსულტანტებმა ვერ იწინასწარმეტყველეს საკუთარი ბედი, მაშინ საიდან ვამბობთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი პროფესიული მიზნების განსაზღვრა?
ზოგი ამბობს, რომ გეგმის ქონას აქვს გარკვეული უპირატესობები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს გეგმა არ რეალიზდება. იმიტომ, რომ ის გვაძლევს რაღაცის სწავლის მოტივაციას. შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ შეიძლება არც იყოს. კრუმბოლცი არ ეწინააღმდეგება გეგმის შედგენას, თუ ეს ადამიანს ძალიან უნდა. ის ეწინააღმდეგება მოთხოვნას, რომ ხალხმა შეადგინოს პროფესიული გეგმა, როდესაც ისინი ამისთვის მზად არ არიან. განსაკუთრებით კი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ადამიანი უნდა მიეჯაჭვოს რაღაც არადამაკმაყოფილებელ საქმიანობას, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ დროს მისი მიზანი ამ მიმართულებით საქმიანობა იყო.
კრუმბოლცი აღნიშნავს რომ მან მიიღო გავრცელებული აზრი რომ კარიერული კონსულტაციის მიზანია დაეხმაროს კლიენტებს კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში და აღწერა გარემოს გავლენები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


შემთხვევითი სწავლის თეორია გვთავაზობს, რომ კარიერის კონსულტანტს შეუძლია დაეხმაროს კლიენტს განივითაროს 5 უნარი, რომ გაანალიზოს, შეიმუშაოს და გამოიყენოს შანსი, როგორც კარიერული შესაძლებლობა.
ეს უნარებია: ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, მოქნილობა, ოპტიმისტობა, რისკიანობა.
ცნობისმოყვარეობა - ეს უნარი გამოიყენება სწავლის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად და იმ ვარიანტების გადასახედად, რომლებსაც შეუძლიათ ამ შემთხვევითი მოვლენიდან გარკვეული შედეგის მოტანა.
შეუპოვრება - გვეუბნება რომ ადამიანი არასდროს არ უნდა დანებდეს. დაისწავლება მაშინ, როდესაც ადამიანი გამოცდის მარცხს. მაგალითად როდესაც ადამიანს უარს ეტყვიან სამსახურში აყვანაზე, ის კვლავ აგრძელებს მცდელობას და საბოლოოდ ინტერვიუერი შესთავაზებს მას სამსახურს.
მოქნილობა - ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი უმკლავდება ბევრ მოულოდნელ მოვლენას. ინდივიდები ხშირად ავლენენ მოქნილობას საკუთარი ატიტუდების შეცვლით, მაშინ, როცა უმკლავდებიან სხვადასხვა გარემოებებს, მაგალითად, როგორიცაა განსხვავებულ დამსაქმებლებთან ურთიერთობა სხვადასხვა გასაუბრებებზე.
ოპტიმისტობა - ჩნდება ახალი შესაძლებლობების ძიებისგან და იმის აღმოჩენისგან, რომ გარკვეული ქმედებები იძლევიან შედეგს (actions can pay off).
რისკიანობას - მოქმედების განხორიცელება მაშინაც კი როცა შედეგები საეჭვოა. ვლინდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ახალ მოულოდნელ მოვლენებს. ადამიანები სწავლობენ, რომ რისკზე წასვლამ შეიძლება მოგვიტანოს პოზიტიური შედეგი.


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0