x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პროკრასტინაცია ანუ დროის ქურდი
image

პროკრასტინაცია არის კომპლექსური ფსიქოლოგიური ქცევა, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვანი საქმეების სხვა დროისთვის გადადებას და ნაცვლად მისი შესრულებისა სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მარტივი და სასიამოვნო აქტიობების განხორციელებას. პროკრასტინაციას ხშირად აიგივებენ სიზარმაცესთან, მაგრამ ეს ორი რამ ფრიად განსხვავდება. პროკრასტინაცია აქტიური პროცესია- ადამიანი საჭირო საქმის ნაცვლად აკეთებს სხვა, ნაკლებად საჭირო საქმეს, ხოლო სიზარმაცის დროს ადამიანი უმოქმედოდაა, მოქმედების სურვილი არ აქვს.

კვლევები ცხადყოფს, რომ კოლეჯის სტუდენტების დიდი უმრავლესობა- 90%-მდე ახორციელებს პროკრასტინაციას და მათი 75% საკუთარ თავს მიიჩნევს პროკრასტინატორად. პერფექციონისტები ხშირად არიან პროკრასტინატორები, რადგან ფსიქოლოგიურად უფრო მისაღებია, საერთოდ არ შეეჭიდო დავალებას, ვიდრე დაიწყო მისი გაკეთება და ჩაფლავდე.

პროკრასტინაციამ შეიძლება შეამციროს პროდუქტიულობა და ხელი შეუშალოს მიზნების მიღწევას.ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო პრობლემა, ზოგისთვის კი სტრესის და შფოთვის წყარო.ზოგიერთი ადამიანისთვის პროკრასტინაცია უფრო მეტია, ვიდრე ცუდი ჩვევა. პროკრასტინაცია შეიძლება იყოს ნიშანი სერიოზული ფსიქიკური პრობლემისა.მაგალითად, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიობის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, დეპრესია, შფოთვა დაკავშირებულია პროკრასტინაციასთან.


image

პროკრასტინაციის სხვადასხვა მიზეზი არსებობს მათ შორისაა:

1.სირთულე- დავალება ძალიან რთული გასაკეთებელი ჩანს.ადამიანები მიდრეკილნი არიან თავი აარიდონ რთულ საქმეებს და უპირატესობა მიანიჭონ მათ, რომლებიც მარტივი შეასრულებელია.

2.უსიამოვნება- ადამიანი აიგნორებს მნიშნველოვან საქმეს, რადგან არ სიამოვნებს მისი გაკეთება და ნაცვლად ამისა სასიამოვნო საქმეებს მიმართავს.

3.წარუმატებლობის შიში- თავის არიდება შიშთან გამკლავების ცნობილი ხერხია, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ საქმის გაკეთების დროს ჩაფლავდება საერთოდ არ დაიწყებს მის გაკეთებას.

4. მოტივაციის ნაკლებობა- ადამიანი შეიძლება მნიშნველოვან საქმეს არ იწყებდეს რადგან არ ქონდეს მისი შესრულების მოტივაცია.

პროკრასტინაციასთან გასამკლავებლად პირველ რიგში ადამიანმა უნდა აღიქვას, რომ ის ახორციელებს პროკრასტინაციას, შემდეგ მან უნდა გაანალიზოს თუ რა არის მისი პროკრასტინაციის მიზეზი, შეებრძოლოს ამ მიზეზს და დაიწყოს საქმის კეთება. ასევე დაგეხმარებათ შემდეგი აქტიობები: შეამცირე დისტრაქტორები(მაგალითად: გამორთე სოციალური მედია, ტელევიზორი და სხვ.) ფოკუსირება მოახდინე ქმედებაზე და არა თავის არიდებაზე- ჩამოწერე საქმეები, რომლებიც უნდა გააკეთო, განსაზღვრე მათ შესასრულებლად საჭირო დრო და იმოქმედე.

0
1099
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0