x
image
DianaMaverick
სონეტი, რომელიც მიმტანმა შექსპირისგან 90 ცენტად იყიდა და შემდეგ ნახევარ მილიონად გაყიდა! ეს არ იცოდით სონეტის შესახებ, რომელიც თითქმის ყველამ ზეპირად იცის დღეს!
image


ინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო ამბავი შექსპირის შესახებ, რომელმაც ერთ-ერთი სონეტა მიმტანისათვის დაწერა...

ერთხელ შექსპირს მოშივდა, რესტორანში შევიდა და შეკვეთა მისცა:-''ერთი პორცია კატლეტი, შემწვარი კარტოფილი და 1 ჭიქა ღვინო მომიტანეთ''-ო. მიმტანმა მას ჯერ ფული მოსთხოვა-''გადაიხადე და მოგიტან''-ო.როგორც აღმოჩნდა შექსპირს ფული არ ჰქონდა და მან მიმტანს ფულის საფასურად შესთავაზა ''ლექსს დაგიწერ''-ო.მიმტანიც ''დაწერე და მაჩვენე და ვნახოთ''-ო.

შექსპირი 1 თუ 2 საათის განმავლობაში წერდა ლექსს. დაწერა და მიუტანა მიმტანს.წაიკითხა მიმტანმა, მოეწონა და მას 90 ცენტის საფასური:-2 კატლეტი, შემწვარი კარტოფილი და 1 ჭიქა ღვინოთი გაუმასპინძლდა.


გავიდა 10 წელი...შექსპირი მოკვდა...გავიდა 20 წელი...გამოიტანა მიმტანმა 90 ცენტად შეძენილი შექსპირის მიერ დაწერილი ლექსი და ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდა!

რომელ ლექსზეა საუბარი ალბათ გაინტერესებთ..დიახ, ეს შექსპირის ეგრედწოდებული ''66-ე სონეტია'': ორიგინალი:

Tir'd with all these, for restful death I cry,
As, to behold desert a beggar born,
And needy nothing trimm'd in jollity,
And purest faith unhappily forsworn,
And guilded honour shamefully misplaced,
And maiden virtue rudely strumpeted,
And right perfection wrongfully disgraced,
And strength by limping sway disabled,
And art made tongue-tied by authority,
And folly (doctor-like) controlling skill,
And simple truth miscall'd simplicity,
And captive good attending captain ill:
Tired with all these, from these would I be gone,
Save that, to die, I leave my love alone.


ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს...



თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

''ტომას ედისონი''-გონებაჩლუნგი ბავშვი რომელიც დედამ გენიოსად აქცია!


2
143
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
143
  
2018, 11 აპრილი, 21:09
მეც.
2018, 11 აპრილი, 20:49
ყველაზე მეტად ეს სონეტა მიყვარს
0 1 2