x
image
გემი დალანდი
11 ქვეყანა,სადაც ქალების ნაკლებობაა
ცნობილია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძირითადად მამაკაცების ნაკლებობაა და ამის გამო ქალთა გარკვეული რიცხვი პარტნიორის გარეშე რჩება. მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ასე როდია. ამ 11 ქვეყანაში პირიქით, მამაკაცები ჭარბობენ და ისინი რჩებიან პარტნიორის გარეშე, ამიტომ, თუ იმედი გადაგეწურათ, რომ ოცნების მამაკაცს ვერასოდეს შეხვდებით, გაემგზავრეთ ამ ქვეყნებიდან რომელიმეში, შესაძლოა იქ თქვენი პრინცი გელით.

1.ისლანდია

დაუჯერებლად ლამაზი ქვეყანა, ცხოვრების მაღალი დონე და ქალთა მცირე რიცხვი. აქ, საშუალოდ, 100 ქალზე 104 კაცი მოდის.

imageimage


2.ნორვეგია

მამამკაცები 12 ათასით მეტნი არიან ქალებზე. აქაური მამაკაცები ბოლო დროს ინტენსიურად ქორწინდებიან უცხოელებზე, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ადგილობრივი ლამაზმანები მეტისმეტად ემანსიპირებულნი არიან და უარს ამბობენ ოჯახურ ცხოვრებაზე. ნორვეგიელი მამაკაცისთვის კი ოჯახი უპირველესია, კარიერაზე მნიშვნელოვანიც კი.

imageimage

3.კანადა

კაცების რიცხვი ქალებისაზე 250 ათასით მეტია. ერთ ქალზე აქ 10 მამაკაცი მოდის.ამასთან, კანადელ ქალთა უმრავლესობაც უარს აცხადებს ოჯახური უღელის დადგმაზე და თუ დაოჯახდა, საკუთარ ინტერესებს ხშირად ოჯახზე მაღლა აყენებს.

imageimage

4.კვიპროსი

კვიპროსელი მამაკაცები ძალიან ეჭვიანები არიან, გარდა ამისა, მათი ოჯახის წევრები ეჭვის თვალით უყურებენ უცხოელ ქალებს(იმ მოსაზრებით, რომ მათ მხოლოდ მოქალაქეობის მიღება უნდათ და მეტი არაფერი). ამიტომ მაინც კარგად დაფიქრდით, სანამ საბედოს მოსაძებნად აქ გაემგზავრებით.

imageimage

5.ჩინეთი

ჩინელი მარტოხელა მამაკაცების რიცხვი ქალების რაოდენობას 30 მილიონით აჭარბებს. ჩინელი მამაკაცები მზრუნველი მეუღლეები არიან და ბავშვები ძალიან უყვართ. მეუღლეს სახლის საქმეებშიც სიამოვნებით ეხმარებიან და ცდილობენ ცოლი ყველაფრით უზრუნველყონ.

imageimage

6.ფინეთი

სტატისტიკის თანახმად, ფინეთში 25-დან-54 წლამდე ასაკის 256 ათას მამაკაცს არ ყავს პარტნიორი. ფინელი მამაკაცები ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობებს ძალიან აფასებენ, უშუალობით და ბუნებრიობით გამოირჩევიან და გულუხვობაც ახასიათებთ.

imageimage

7.იტალია

იტალიელი ქალები უკვე ნაკლებად აღიქვამენ თავს დიასახლისის როლში და კარიერის გაკეთებას ამჯობინებენ, ოჯახს კი დაახლოებით 40 წლის ასაკისთვის ქმნიან. იტალიელ მამაკაცებს კი კარგად ესმით ოჯახის მნიშვნელობა და კარგი მამებიც არიან.

imageimage

8.შვედეთი

მამაკაცების რიცხვი ქალებისაზე 15 ათასით მეტია.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ რიცხვში ლტოლილებიც არიან, რომელთაც შვედეთს შეაფარეს თავი. შვედი მამაკაცები ქალს, როგორც პარტნიორს ისე აღიქვამენ და არა როგორც დიასახლისს. ისინი მზრუნველი და მოსიყვარულე მამები არიან, სიამოვნებით და ქალის თანაბრად ასრულებენ საოჯახო საქმეებს და დამოუკიდებლადაც შეუძლიათ თავის მოვლა და პერანგის გაუთოება.

imageimage

9.ინდოეთი

24 წლის ასაკში ინდოეთში 100 ქალზე 110 მამაკაცი მოდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობისთვის მშობლები არჩევენ საცოლეს.

imageimage

10.შვეიცარია

საათების, ყველის, შოკოლადის და მამაკაცების ქვეყანა, რომელთაც ქალები არ ყოფნით. თუ შვეიცარიელი მამაკაცი სერიოზულ ურთიერთობაში ჩაბმას გადაწყვეტს, ამას საკუთარი პასუხისმგებლობის სრული გააზრებით გააკეთებს.

imageimage

11.ინგლისი

ინგლისელი მამაკაცები-სასიამოვნო ადამიანები არიან, მშვიდი, იუმორის გრძნობით და ძალიან ტოლერანტულები. ინგლისში შეხედულება-რომ მამაკაცი ოჯახის თავი უნდა იყოს და მეტს გამოიმუშავებდეს-არ არსებობს, ამიტომ შეგიძლიათ კარიერასაც მიხედოთ.

imageimage

2
397
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
397
  
2020, 1 მარტი, 21:23
ინგლისელზეც არ ვიტყოდი უარს :DDD
2020, 1 მარტი, 21:22
დიდი სიამოვნებით გავთხოვდებოდი ნორვეგიელზე ან შვეიცარიელზე :)
0 1 2