x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ვლადიმერ ჟირონოვსკი:"აფხაზები ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ"
imageაფხაზეთში ინტერნეტ-საზოგადოებამ მკვეთრი რეაგირება მოახდინა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი პარტიის უცვლელი ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ მორიგი ანტი-აფხაზური განცხადების გამო.


აფხაზი პოლიტიკოსი და ბლოგერი ნუგზარ აგრბა “ფეისბუქზე“ ასეთი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის არაერთგზის კანდიდატი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი წლების განმავლობაში ჭკუა არ ემატება და სრულიად რუსეთის მასხარას როლიდან ვერ გამოდის.


ტელეარხ Россия-ს ეთერში, ვლადიმირ სოლოვიევის გადაცემაში გერმანულ ფაშიზმზე საუბრისას, მან მოულოდნელად ასეთი გადახვევა გააკეთა: “ითამაშო ქართველების თავის ქალებით, როგორც აფხაზეთში.”



image


ვითომ შემთხვევით წამოსცდა? სამწუხაროდ, საუბრის მონაწილეებმა – შახნაზაროვმა, მიხეევმა და თავად გადაცემის წამყვანმა სოლოვიევმა ცრუპენტელა პოლიტიკოსს შენიშვნა არ მისცეს.


ვთხოვ, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადახედოს ამ გადაცემის ფრაგმენტს და პოლიტიკოსის არამეგობრულ გამონათქვამის გამო, აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორს, - რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს” -ნათქვამია აგრბას პოსტში.

შეგახსნებთ საუბარია დღემდე დაუზუსტებელ ფაქტზე, რომელიც 1992 წლის ოქტომბერში გაგრის აღების შემდეგ, აფხაზმა და ჩეჩენმა მეომრებმა ქალაქის სტადიონზე დაღუპული ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს.


პირველად გაგრის სტადიონზე „თავებით ფეხბურთის თამაში“, როგორც მომხდარი ფაქტი, 2001 წლის 18 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახსენა, როდესაც ჩეჩნებზე საუბრობდა.


2013 წელს კი სახელწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ამ ფაქტს "ომის ლეგენდა" უწოდა:"დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე“, - განაცხადა მაშინ ზაქარეიშვილმა.


ამასვე აღნიშნავს Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი ვიტალი შარიაც.მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან ორიოდე კვირის შემდეგ, გაზეთი “თავისუფალი საქართველო” წერდა (თავად წავიკითხე), რომ გაგრაში მომუშავე საერთაშორისო კომისიამ “სტადიონის ეპიზოდი არ დაადასტურა, “ ეს "სატყუარა" მაინც დღემდე ცოცხალია.


imageიხილეთ აგრეთვე

image

0
1719
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1719
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0