x
"სუიციდი ამქვეყნიური სატანჯველი"

"მძულს საკუთარი თავი და სიცოცხლე.არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველ ახალ დღეს შიშით ვხვდები.მამაჩემი მუდამ დიდ იმედებს ამყარბდა ჩემზე და ყველანაირად ცდილობდა, ბოლომდე გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.მე მას იმედები გავუცრუე.მაქვს სამუშაო, მაგრამ ვარ გაკოტრებული.ვირიცხები კოლეჯში, მაგრამ ძლივს-ძლივობით.მინდა დასრულდეს ჩემი ცხოვრება, დამღალა ამ ყველაფერმა".ეს წერილი ეკუთვნის ამერიკელ მოზარდს, აბრაჰამ ბიგს რომელმაც 10მილიონი მაყურებლის წინ თავი მოიკლა.

მეტად აქტუალურად იქცა "თამაში სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის"საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, საკუთარი ნებით.მსოფლიოში ყოველწლიურად მილონი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.ამხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა საქართველოშიც, რაც განსაკუთრებით დიდი როლი უჭირავს მოზარდებში.დღესდღეობით მათი რიცხვი 2017წლის სტატესტიკური მონაცემებით სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 ფაქტია დაფიქსირებული.კითხვაზე თუ რა იწვევს ახალგაზრდებში ამ ნაბიჯის გადადგმას? და რაა მათთვის ამ სამყაროში დაუძლეველი? პასუხი ასეთია:მოზარდი გარდამტეხ ასაკში მეტად მგრძნობიარე და უკონტროლოა, ამ დროს შესაძლებელია გყავდეს მშობლები, მეგობრები ან ახლობლები მაგრამ არ გყავდეს მსმენელი, რომელიც დაგეხმარება პრობლემებთან ბრძოლაში და მათ გადაჭრაში. მარტოდ ეული ადამიანი კი დეპრესიის მთავარი ტყვეა, ემოციური გადატვირთვას კი საგანგაშო ზარამდე მიყავთ.imageსაქართველოში სამწუხაროდ არასრულწლოვანთა სუიციდის ასაღკვეთად მექანიზმები არა რის შემუშავებული, რაც მათ დაეხმარებათ, საღად და სწორად მოქმედებაში, განსაკუთრებით კი მათ ესაჭიროებათ სპეციალსტების დაკვირვების ქვეშ ყოფნა, როგორებიც არიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. მთავარი როლი კი მაინც მშობელს ენიჭება, დროულად შენიშნოს მსგავსი პრობლემები, გამწვავებამდე აღმოფხვრას, ის რომ არ განმეორდეს ბევრი აბრაჰამ ბიგი.


0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ზარანდია
თამთა ზარანდია
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0