x
მეტი
  • 15.11.2018
  • სტატია:82758
  • ვიდეო:334248
  • სურათი:440402
თანამედროვე სტილის ბაღებისა და ეზოების მოწყობა – 40 ორიგინალური იდეა (ნაწილი II)

image


ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება.


image


თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით.


image


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე.


image


სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის.


image


თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს:


* თუ ღია ცის ქვეშ გიყვართ მუშაობა, მაშინ ვარდების ან ბოსტნეულის ბაღის გაშენება არაჩვეულებრივი იდეაა.
* მოგეხსენებათ ბავშვებს ბაღში უყვართ თამაში, რა დროსაც ბუნებრივ გარემოს ეცნობიან, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მცენარეებთან ერთად კარგი იქნება თუ ბავშვებისთვის ეზოს მოსაწყობად უფრო მეტად ხრეშსა და გაზონს გამოიყენებთ, ვიდრე ფილაქანს.
* სადილი ღია ცის ქვეშ – საოცრად ჟღერს. დაამატეთ ექსტერიერის შესაფერისი ავეჯი – დასასვენებელი კუთხე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი.
* თუ სპორტის მოყვარული ხართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, კალათბურთის პატარა მოედანი მოაწყეთ.
* იმ შემთხვევაში კი თუ წვეულებები გიყვართ, პატარა აუზი ან ბუხარი ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ ელფერს მისცემს ნებისმიერი სახის აქტივობას.


image


გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ!


1. ბუხარი ღია ცის ქვეშ უფრო მეტი სიმყუდროვისა და კომფორტისთვის

image2.

image3.

image4.

image5.

image

6. ეზოების მოსაწყობად გამოიყენეთ ორიგინალური სტილის ავეჯი. გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალური არ ნიშნავს ძვირადღირებულს. თუ გეხერხებათ, შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ.

image7.
image8.

image9.

image10.

image11.

image12.

image13.

image


14. იმ შემთხვევაში თუ მცენარეების მოვლა თქვენი სტიქია არ არის, გააფორმეთ ეზო დეკორატიული ბუჩქებით

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image20.

image21.

image23.

image24.

image25.

image


26. მზისგან დასაცავად ეზო ნაწილობრივ გადახურეთ ბუნებრივი მასალის გამოყენებით

image27.

image28.

image

29. ცეცხლის დასანთები კერა თანამედროვე სტილის ეზოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია

image30.

image31.

image32.

image33.

image34.

image


35. სწორედ დაამონტაჟეთ განათება -უფრო მეტად მიმზიდველი და მყუდრო გარემოს შექმნის მიზნით

image36.

image37.

image38.

image39.

image40.

image

ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ მოვაწყოთ თვალისმომჭრელად ლამაზი ბაღები იაპონურ სტილში - 45 საოცარი იდეა

ყვავილების დარგვის 50 საოცარი იდეა. აქციეთ თქვენი ბაღი და ეზო ზღაპრულ ადგილად!


ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ძველი საბურავებით – 55 ორიგინალური იდეა


ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა


ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები



როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა


4
907
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
907
  
რა მაგარიაააააა
2 მარტი, 15:00
მაკასთან ერთად, იმ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ავტტორთა შორის ხართ, ვისი სტატია მუდამ კითხვადი და სანახაობრივია და ამას გულით ვამბობ.
2 მარტი, 14:58
უღრმესი მადლობა გაიხარეთ :)
2 მარტი, 13:47
რესპექტი მუდმივად საინტერესო და სანახაობრივი სტატიებისათვის.
0 1 4