x
image
alex999
Mediator image
ტომი, რომელიც უცნაური ცხოვრების წესით გამოირჩევა - ცხოვრება ცივილიზაციის გულში!

რაუტი არის მსოფლიოში ყველაზე პრიმიტიული ტომი. ამ ტომის მცხოვრებნი ნადირობენ მაიმუნებზე და ასევე მაიმუნის ხორცით იკვებებიან. თუ ტომიდან ვინმე გარდაიცვლება, ოჯახის წევრები ადგილმდებარეობას იცვლიან, წარმოგიდგენთ რაუტის ტომს, რომელიც ძალიან უცნაური ცხოვრების წესებით გამოირჩევა სხვა ტომებისგან...


image


დანიელ ფოტოგრაფმა, იან მოლერ ჰანსენმა გადაწყვიტა არაცივილიზებული ტომის, რაუტის ყოველდღიური ცხოვრების აღწერა...


image


ჰანსენი ადგილობრივის დახმარებით, ნეპალიდან გამოვიდა, კატმანდუს გავლით ახჩამის ტყის შუაგულამდე მიაღწია, რათა ტომისთვის მიეგნო. რამოდენიმე საათიანი ძიების შედეგად, ჰანსენი ტყის მეფეებად ცნობილ რაუტის ტომს შეხვდა...


image


რაუტის ტომის ხალხს არ მოსწონთ ნეპალელი საზოგადოების ცხოვრების წესი, აქედან გამომდინარე ნეპალელები მათ აღიქვამენ როგორც მეორე კლასის ადამიანები. რაუტელები ნეპალელებს არაფერში ეჯიბრებიან, პირიქით ისინი ამაყობენ იმით, რომ ნეპალელებს არ გვანან და ცხოვრობენ ნატურალურ, ბუნებრივ გარემოში.


imageimage


რაუტის ტომის ხალხს ძალიან მტკიცედ სჯერავთ იმის, რომ ისინი არიან სამეფო გვარის წარმომადგენლები. ისინი პიროვნულ ხასიათს უპირატესობას ანიჭებენ.



image

არ აქვთ თვალი სიმდიდრეზე. ძალაუფლების მოყვარულებიც არ არიან. რაც გააჩნიათ ყველაფერს მეგობრულად იყოფენ. ამ ტომში არ არსებობს შუღლი, შური, მტრობა და ბოროტება ერთმანეთის მიმართ!


imageimage


ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ჩანს ოჯახი, რაუტის ტომიდან. ეს ის მომენტია, როდესაც მთელი ოჯახი ცეცხლის გარშემო არიან შეკრებილნი და ელოდებიან თუ როდის იქნება მზად საჭმელი.


image



გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან მომთაბარე ტომებიდან, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ნივთებს, რომლების გადატანასაც ახერხებენ. ადგილმდებარეობის შეცვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი გარდაიცვლება. მიცვალებულს ასვენებენ და შემდეგ ტერიტორიას მთლიანად მის სულს უტოვებენ და ეძებენ ახალ საცხოვრებელ ადგილს...


imageimage


მიცვალებულს ფეხზე დგომილს ასაფლავებენ, რადგან საკუთარი რწმენის თანახმად, ასეთ პოზიციაზე მათი სული სამოთხისკენ მიიწევს.


image


სამწუხაროდ გლობალურ დათბობამ მათზე იმოქმედა. ბუნებრივი პრობლემები ტომებსაც ძალიან აწუხებთ. მაიმუნების რაოდენობის კლებამ რაუტის ტომის ხალხზე ცუდად იმოქმედა, რადგან ამ ტომის წარმოამდგენლები ძირითადად მაიმუნის ხორცით იკვებებიან.


image


ხშირია ბავშვების სიკვდილიანობა. ტყის სიღრმეში ბინადრობენ დათვები და სხვა მტაცებლები. თვეში 2-3 ბავშვი იღუპება მტაცებელი ცხოველის თავდასხმის შედეგად.


image


რაუტის ტომისთვის ტყე წმინდა ადგილია. ჭრიან მხოლოდ ისეთ ხეებს, რომელიც მრავლადაა მოფენილი ტყეში, ხოლო იშვიათებს თვალის ჩინივით უვლიან...

კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება, რაც ამ ტომს გააჩნია არის ის ფაქტი, რომ სანადიროდ გასვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.


image


უკანასკნელი ინფორმაციით, ტყეში რაუტის ტომის მხოლოდ 156 მოსახლეა დარჩენილი. ანუ ტომი გადაშენების პირას დგას!


image




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

2. გიგანტური ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება!

3. გაკოტრების პირას მყოფმა ბიზნესმენმა, ამ ხერხით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო!

4. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! 17 ტრაგიკომიკული ფოტო, რომელიც მეხსიერებაში იბეჭდება...

5. 11 საოცარი გამოგონება მეცნიერებაში, რომელიც კაცობრიობის მომავალზე ძლიერად იმოქმედებს!

6. 40 დღიანი პოლარული ღამეების შემდეგ, მზე ამოვიდა!!!

7. 6 ყველაზე გავლენიანი ოჯახი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიაში!!!

8. 10 გიგანტური არსება, რომელიც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა!



0
810
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0