x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მინიატურული ხელოვნება ისლამურ სამყაროში
image
მინიატურა ფერწერული და გრაფიკული გამოსახულებების პირობითი სახელწოდებაა.ის განუყოფელია წიგნის ხელოვნებისგან, რომელიც არაბულ-მუსლიმური ხელოვნების ძირითადი სახეა.ისლამურ სამყაროში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა წიგნის მინიატურული ხელოვნება, რომლის განვითარებასაც გარკვეული ბიძგი მისცა ქაღალდის წარმოებამ VIII საუკუნიდან.უმაიანთა პერიოდში წიგნის ხელოვნების შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი არ იყო ცნობილი.აბასიანთა დროს კი მინიატურულმა ხელოვნებამ აყვავებას მიაღწია.მინიატურამ, როგორც გამომსახველობითმა მხატვრობამ, მუსლიმურ აღმოსავლეთში განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა.XV საუკუნეში მინიატურისტი აყვანილ იქნა მხატვრის რანგში.ის უკვე თავის ხელმოწერას ტოვებს ნაწარმოებებზე და უარს ამბობს ანონიმურობაზე.


მინიატურების პირველი სკოლების შექმნა უკავშირდება აბასიანთა მმართველობის პერიოდს, სახელდობრ „სიბრძნის სახლის“ დაარსებას, რომელიც დაკავებული იყო ანტიკური თხზულებების თარგმნით.არაბი მხატვრების მინიატურებში ჭარბობს სიუჟეტების სიუხვე.მხატვარი-მინიატურისტები გამოსახავდნენ სცენებს ხალხის ყოველდღიური ყოფიდან, სასახლის კარის ცხოვრებას, ქადაგებას მეჩეთში, დღესასწაულებს, მონათა ბაზარს, შორეულ ეგზოტიკურ ქვეყნებს საოცარი ფრინველებითა და ცხოველებით, თუმცა მათი სამხატვრო ენა ელემენტარულია, ნაკლებად არის გადმოცემული ადამიანის ხასიათი.არაბი ილუსტრატორები თავიანთ მინიატურებში ხშირად გამოსახავდნენ მოციქულ მუჰამადთან დაკავშირებულ სხვადასხვა სიუჟეტებს. მოციქულის სახე, როგორც წესი, დაფარული იყო.

m16 m2


ლიტერატურულ ნაწარმოებებში მინიატურული მხატვრობა გაჩნდა XII საუკუნეში.მინიატურებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონტურები, მკვეთრი ფერები, მომრგვალებული სილუეტები.მინიატურა მიზნად ისახავს მიმიკებისა და ჟესტების დეტალურ გამოსახვას, შიშის, გაკვირვების, იმედგაცრუებისა და სხვა გრძნობების გადმოცემას.წიგნის მინიატურებში აღბეჭდილი იყო ნაწარმოებების გმირების ზღაპრული, იდეალიზებული სამყარო.ერთი შეხედვით, მინიატურული ხელოვნება მჭიდრო კავშირშია ბუნებასა და გარემომცველ სამყაროსთან, თუმცა, ამავდროულად ძალიან შორსაა მისგან.მინიატურისტი ისევე აღიქვამს სამყაროს, როგორც მისი დასავლელი კოლეგა, თუმცა დასავლური ხელოვნებისგან გასხვავებით, მინიატურაში არ არსებობს პერსპექტივა, სივრცის აღქმა სრულიად განსხვავებულია.



მინიატურულმა ხელოვნებამ განვითარების ზენიტს XIII-XIV საუკუნეებში მიაღწია.იმ დროს შუა აღმოსავლეთში ყველაზე განვითარებულ კულტურულ ცენტრად თავრიზი ითვლებოდა.სწორედ აქ შეიქმნა პირველი ილუსტრაციები სპარსული პოემისთვის „შაჰ-ნამესთვის“.მინიატურების მნიშვნელოვანი სკოლები თავრიზის გარდა არსებობდა შირაზშიც.შემდგომში თავრიზმა წამყვანი ადგილი დაუთმო ჰერათს, რომელიც XVI საუკუნის ბოლომდე დარჩა აღმოსავლური ისლამური სამყაროს მსხვილ კულტურულ ცენტრად. აქ მოღვაწეობდა მინიატურების დიდოსტატი, მხატვარი და კალიგრაფი - ბიჰზადი (1450-1536).იგი ევროპაში „აღმოსავლეთის რაფაელად“ იწოდებოდა.ბიჰზადს ეკუთვნის ცნობილი სპარსელი პოეტის, ნიზამის პოემების ილუსტრაციები.


ისლამურ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ოსმალთა მმართველობის პერიოდში შექმნილ მინიატურებს.მინიატურული ხელოვნება განსაკუთრებით ხიბლავდა სულთან სულეიმან დიდს (1520-1566), რომელიც მუდმივად აძლევდა შეკვეთებს მხატვრებს.მისთვის განკუთვნილ მინიატურებში ხშირად თავად სულთანი და მისი ვაჯები იყვნენ გამოსახულნი.გარდა ამისა, ოსმალურ მინიატურებში ასახული იყო სხვადასხვა სიუჟეტები ყურანიდან.

0
573
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კაპანაძე
სოფო კაპანაძე
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0