x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეთავაზება თბილისის მერიას:" ამ ტრამვაის ვაგონს საპატიო ადგილი მიეჩინოს ქალაქში"
imageარასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისის ტრამვაის” წევრი ირაკლი ჟოჟუაშვილი, თბილისის მერიას სთავაზობს ე.წ. "კონკა", ანუ ღია ტრამვაის, რომელიც 2006 წლამდე დადიოდა დედაქალაქის ქუჩებში, გამოსყიდული იქნას კერძო მფლობელისგან და დაიდგას თბილისში სადმე თვალსაჩინო ადგილზე, როგორც არტეფაქტი.

ამის შესახებ ირაკლი ჟოჟუაშვილი თბილისის მერიის სპეციალურად შექმნილ გვერდზე“შენი იდეა თბილისის მერს” წერს.


"ეს ერთადერთი ტრამვაის ვაგონია რომელიც თბილისის ტრამვაის 2006 წლის 4 დეკემბერს გაუქმებული სისტემიდან შემორჩა. 2 წელი ავჭალის დეპოში იდგა შემდეგ კი დეპოს ყოფილ ბაზაზე გადმოიტანეს და დღემდე იქ დგას ღია ცის ქვეშ წლების განმავლობაში იძარცვება და მალე მხოლოდ ჩონჩხი დარჩება მისგან. ეს ვაგონი ასე საზაფხულოდ გადაკეთებული პირველად 1987 წელს გამოვიდა ქალაქის ქუჩებში და მას შემდეგ ტრამვაის გაუქმებამდე ემსახურებოდა ქალაქს. მისასალმებელი იქნება მერია თუ დაინტერესდება და ამ ვაგონს კერძო მფლობელისგან გამოისყიდის, რესტავრაციას ჩაუტარებს და საპატიო ადგილს მიუჩენს ქალაქში. დაუშვებელია რომ ეს მნიშვნელოვანი არტეფაქტი და თბილისის ტრამვაის ეს ერთადერთ შემორჩენილი ექსპონატი ასე ლპებოდეს."-წერს ჟოჟუაშვილი.


image


ტრამვაის ვაგონი “კონკა” წარმოადგენს ძველი საბჭოური ტრამვაის КТМ-2-ის მოდიფიკაციას. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის არის უფრო ადრეული, ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი, ღია ტიპის ბელგიური ვაგონის საბჭოთა ასლია.

image

ეს ფოტოები ჟურნალისტ და ბლოგერის კახა მჭედლიძის გადაღებულებია 2012 წელს და მისივე თქმით, " ტრამვაის ვაგონი “კონკა” ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე, სამშენებლო მასალების პოლიგონზე, უყურადღებობით ნადგურდება."


თბილისში კონკა პირველად 1883 წელს გაიყვანეს. მისი
პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა
ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს. მარშრუტი მალევე გააგრძელეს
ერევანსკის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხეს ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა), ხოლო ტრამვაი პირველად 1904 წლის დასასრულს გამოჩნდა, მისი მშენებლობა ბელგიურმა კომპანიამ განახორციელა.

თბილისში ტრამვაიმ 100 წელს მეტი ხნის განმავლობაში იარსება.

imageფოტოზე:ტრამვაის ღია ვარიანტი (კონკა) 1933 წელს რკინიგზის სადგურთან

0
62
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0