x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბუტას მეგობრები: იარაღის დაწყობა დონაძის მითითებით ხდებოდა, ტაქსისტებს აჩერებდნენ, მოწმედ დაგვადექიო“
image



მანამდე არ მოვისვენებთ, სანამ დამნაშავეები – დონაძე, მიქაძე და სხვები თავს ციხეში არ ამოყოფენ. ყველა ერთად ვიბრძოლებთ, რომ მათ პასუხი აგონ. ეს საქმე მთელი ჩვენი ცხოვრებაა და სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, მანამდე ვერც ბუტას ოჯახი მოისვენებს და ვერც ჩვენ“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მეგობარმა და ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა, ირაკლი გველესიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.


შეკითხვაზე, ვინ ხელმძღვანელობდა ე.წ. სპეცოპერაციას, ირაკლი გველესიანმა განაცხადა, რომ ყველაფერს გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა და იარაღის დაწყობა მისი უშუალო მითითებით ხდებოდა.


„ის ხელმძღვანელობდა, თუ ვისთვის რა იარაღი დაედოთ, სად დაეწყოთ, კამერით როგორ გადაეღოთ და ა.შ. პირადად ჩემთან მოიტანეს და დამიდეს პატარა პისტოლეტი, რევოლვერი. კამერა ზემოდან დამანათეს და ისე გადამიღეს. შემდეგ ეს პისტოლეტი მარცხენა მხარეს გადმოიტანეს, კამერა ისევ ზემოდან დამანათეს და გადამიღეს. ბუტასთანაც ავტომატი მიიტანეს და ისე გადაიღეს. დონაძე და მიქაძე ერთად დადიოდნენ და ამ ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ყველაფერი მათი მითითებით ხდებოდა“.




„გვეუბნებოდნენ, ვითომ ბუტა ჩვენ მოვკალით, რაც თავიდანვე უარვყავით. ამის გამო, სპეცრაზმმა ხელკეტებით გვცემა. ჩვენ სათითაოდ გავყავდით, გვკითხავდნენ და ამ ჩვენების მიცემას გვაიძულებდნენ. სანამ განყოფილებაში და ექსპერტიზაზე წაგვიყვანდნენ, სადღაც ნასვამობაზე შესამოწმებლად წაგვიყვანეს. მანამდე კი ადგილზე ჩვენი წიხლებით ცემა, იარაღის თავზე დადება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიდიოდა. ბაშალეიშვილი, რომელიც თავზე მედგა, ნასვამი იყო. ამას მაშინვე მივხვდი, რადგან როცა მომიახლოვდა, ალკოჰოლის სუნი ჰქონდა“, – განაცხადა ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა.


ირაკლი გველესიანმა ასევე აღნიშნა, რომ დონაძე და მიქაძე ტაქსისტებს აჩერებდნენ და სთხოვდნენ, მოწმეებად დამდგარიყვნენ.


„ტაქსის მძღოლებს ეუბნებოდნენ, ჩვენება მიეცათ, თითქოს, იარაღი გვქონდა, რომელიც სამართალდამცველებმა მართლა ამოიღეს“, – განაცხადა ირაკლი გველესიანმა.


სკანდალურ ბრალდებებს აჟღერებს შემთხვევის მონაწილე, ბუტას კიდევ ერთი მეგობარი.


„შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარა ზაზა ბაქრაძემ ჩამიდო, რის შესახებაც პროკურატურასაც განვუცხადე, როცა ის სურათებით ამოვიცანი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მეგობარმა და ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა, აკაკი ბართაიამ განაცხადა.


„ეს პიროვნება ახლა ცოტა შეცვლილია, რადგან 13 წელი გავიდა, მაგრამ მაშინ როგორი იყო, ზუსტად მახსოვს. მე და ლევან დანგაძე ერთად ვიყავით და ბაქრაძემ ცალ–ცალკე გაგვიყვანა. მაშინ ხელყუმბარა უბეში ჩამიდეს და ფეხის ტოტიდან გამივარდა. შემდეგ პირდაპირ ჯიბეში ჩამიდეს და მითხრეს, რა აზრი აქვს, რომ აგდებ, მაინც ჩაგიდებთ და ხელი მოკიდეო, მაგრამ ხელი არ მოვკიდეთ“, – განაცხადა ბართაიამ.


მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ყველაფერს გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ხელმძღვანელობდნენ: „ყველას უყვიროდნენ, ასე ქენით, ისე ქენითო. დონაძე ყველას ეუფროსებოდა. მაშინ არც ვიცოდით, დონაძე ვინ იყო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ყველაფერი ეგ იყო“, – განაცხადა ბართაიამ.


გადაცემის მსვლელობისას ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი იძულებული გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მისულიყო და გადაცემაში ჩართვა მოეთხოვა. რობაქიძის დედამ ახალი დეტალები გააჟღერა, რომელიც გადაცემა „პატრულში“ ამ შემთხვევის გაშუქებას ეხებოდა.


ამავე თემაზე: „მონტაჟის დროს ოქრუაშვილმა დონაძეს დაურეკა და ფირი მოსთხოვა, პროდიუსერიც შეესწრო“ - ია მეტრეველი


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0