x
ბროწეულით შეხამებული ნიგვზიანი ლობიო რაჭულ “ხვანჭკარასთან“ ერთად
imageბროწეულით შეზავებული უგემრიელესი ნიგვზიანი ლობიო ძირითადად დასავლეთ საქართველოში პოპულარული კერძია, რომლის მომზადებაც ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეცეპტით ყველას შეგიძლიათ. ლობიოს რომ წითელი მსუბუქი ღვინო უხდება - ეს ამ კერძის მოყვარულებმა ალბათ კარგად იციან.

ინგრედიენტები:

ქინძი - 50 გ;

ბროწეული - გემოვნებით;


გატარებული ნიგოზი - 200 გ;

ლობიო - 400 გ;

ქონდარი - 10 გ;

ზეითუნის ზეთი - 30 მლ;

ძმარი - 10 გ;

ხმელი სუნელი - 30 გ;

ხახვი - 100 გ.

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარგად ლობიო, გადაწურეთ ზედმეტი წყალი, თუმცა არ გადაღვაროთ, შეინახეთ ნახარში.

მოხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ მოხარშული ლობიო, გატარებული ნიგოზი. დაუმატეთ ლობიოს ნახარში წყალი, ისე, რომ არ გაათხელოთ ლობიო, ჩაუმატეთ ყველა სანელებელი და შუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

imageბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და ძმარი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეული და ქორფა ქინძი. შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელი, ასევე ცივი. ძალიან უხდება მჭადი.

განაგრძეთ კითხვა

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0