x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ღვინოს დავლევ მარგულსა, არც წელს მატკენს, არც გულსა" - ქართული ანდაზები და გამოთქმები ღვინის შესახებ
imageსაქართველოში ღვინოსთან დაკავშირებით არაერთი ანდაზა და გამოთქმა არსებობს. ამ საკითხს თელავის უნივერსიტეტში სპეციალური კვლევაც კი მიეძღვნა. თინათინ ბერიაშვილის მიერ მოძიებული მასალებით, ღვინოსთან დაკავშირებული ქართული ანდაზები თემატიკის მიხედვით დაჯგუფდა.

ა) ქართული ანდაზები, რომლებშიც ღვინის ხარისხი და მისი დადებითი თვისებები ფიგურირებს:

ღვინოს დავლევ მარგულსა, არც წელს მატკენს, არც გულსა; პური და ღვინო ძველი სჯობია, ბატონი კი ახალიო; კარგი ღვინის ნაძირალი, კარგი კაცის ნაცოლარი; კაი სიტყვა-კაი მთქმელი, კაი ღვინო-კაი მსმელი; თივა მთისა სჯობს რეგვენო, პური და ღვინო ბარისა.

ბ) ღვინის სმისას უფროს-უმცროსობის ტრადიცია:


ღვინო უფროსსაო, წყალი-უმცროსსაო; დიაკვანს რომ ღვინო მოსწყურდება მღვდელს მიაწოდებს, შემდეგ ჯერი ჩემზედ მოვაო.

გ) სტუმარ-მასპინძლობა და ამ ტრადიციის პატივისცემა:

პური და ღვინო სტუმარსა წავა შინ მოაგონდებაო; ჩემი პურ-ღვინით გამაძღარი, ცას მევე მატეხს თავზედაო; ჩვენსას მოხვალ ღვინოს ყლურჭავ, თქვენსას მოვალ-თვალებს ხუჭავ; ბაბე ცხონდეს სხვის პურ-ღვინოზეო.

განაგრძეთ კითხვა

0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0