x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83670
  • ვიდეო:334467
  • სურათი:441719
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით (2018)

image

ფულის შოვნა ინტერნეტით ძალიან ადვილი საქმეა, მაგრამ მთავარი ის არის რამდენი ფულის შოვნაა შესაძლებელი ინტერნეტით. თუ 24 საათს რაღაც ლინკებზე დაქლიქვაში გავატარებთ, რომ ვიღაც გამდიდრდეს და ჩვენ ორი ლარი გადმოგვიგდოს, ესეიგი ეს ფულის შოვნა არ არის… ეს ძვირფასი დროის ტყუილად ხარჯვაა. ჩვენ ამ პოსტში განვიხილავთ, თუ როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით და რა უნდა ვიცოდეთ, რომ საკმარისი ფულის გამომუშავება შევძლოთ.

ინტერნეტში ხშირად დასმული შეკითხვები:

  • როგორ გამოვიმუშაოთ ფული ინტერნეტით.

  • ფულის შოვნა მარტივად.

  • როგორ ვიშოვოთ ფული საიტის ან ბლოგის მეშვეობით.

  • ფულის შოვნა YouTube-ზე.

  • ფულის შოვნა ინტერნეტით 2018.

  • როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად.

  • როგორ ვიშოვოთ ფული სწრაფად.

ჩვენ შევეცდებით რამოდენიმე კითხვას ვუპასუხოთ და გაგიზიაროთ ფულის გამომუშავების რამოდენიმე კარგი და ნამდვილი მეთოდი, მაგრამ უშრომელად ფული არ მოდის არსად. ყველაფერს დრო და შრომა სჭირდება.

1. AFFILIATE MARKETING/აფილიეთ მარკეტინგი

AFFILIATE MARKETING -აფილიეთ მარკეტინგი - ფულის შოვნა ინტერნეტით -RAROGOR.COM

Affiliate მარკეტინგი ერთ-ერთი ცნობილი და კარგი პროგრამაა ფულის საშოვნელად, რომლის საშუალებითაც რეკომენდაციას უწევთ რომელიმე პროდუქტს ან სერვისს და თუ ხალხი იყიდის რამეს თქვენი ლინკიდან, თქვენც აუცილებლად მიიღებთ რაღაც თანხას.

როგორ მუშაობს აფილიეთ პროგრამა?

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ამაზონის აფილიეთ პროგრამაში, რის შემდეგაც გეძლევათ თქვენი საიდენთიფიკაციო კოდი.

ამ ყველაფრის შემდეგ, ირჩევთ ერთ ან რამოდენიმე კარგ პროდუქტს, ახდენთ თქვენი საიდენთიფიკაციო კოდის ლინკზე მიბმას და დებთ თქვენს ვებ-საიტზე ან სოციალურ ქსელში, რის შემდეგაც, თუ ვინმე იყიდის აღნიშნულ პროდუქტს თქვენი ლინკიდან, ავტომატურად დაგერიცხებათ რამოდენიმე პროცენტი, რადგან თქვენი სადენთიფიკაციო კოდია ლინკში და თქვენ დაეხმარეთ პროდუქტს გაყიდვაში.

რეკომენდაცია უნდა გაუწიოთ კარგ პროდუქტს ანუ პროდუქტს, რომელსაც თქვენც დიდი სიამოვნებით შეიძენდით ან უკვე შეიძინეთ და კმაყოფილი დარჩით.

2. ფულის შოვნა YouTube-ით

ფულის შოვნა - როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით-YOUTUBE-ით - RAROGOR.COM

იმისათვის, რომ ვიშოვოთ ფული YouTube-ზე, ჯერ გავიგოთ, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი:

  • უნდა ავტვირთოთ ვიდეო/ები, რეომელიც იქნება ჩვენი შექმნილი და რომელიც ნებადართულია და აკმაყოფილებს მოთხვნებს (თუ სხვისი საკუთრებაა, მესაკუთრისგან შესაბამისი წერილობითი დომუმენტაციაა საჭირო).
  • უნდა დაველოდოთ ათი ათას (10 000) ვიდეოს ნახვას, რომ ჩავრთოთ მონეტიზაცია (ეს ახალი წესია).
  • ვრთავთ მონეტიზაციას, ვრეგისტრირდებით Google Adsense-ის ანვარიშზე და როცა ანგარიში გაგვიაქტიურდება, ვერთვებით Youtube Network-ში და უკვე დავიწყებთ თანხის გამომუშავებას. ასევე იხილეთ: საუკეთესო Youtube Networks სია
  • შემდეგ, ჩვენს ვიდეოებზე ანთავსებს გუგლი რეკლამებს. თუ ხალხი დაქლიქავს ამ რეკლამებზე, ჩვენც რაღაც ცენტები გვერიცხება, მაგრამ რომც არ დაქლიქოს, მაინც გვაძლევს გუგლი რაღაც თანხას, თუ ბევრი ნახვები დაგროვდება.
  • გუგლის ერთ-ერთი პირობაა, რომ ჩვენი ცხოველების შესახებაც კი შეგვიძლია ავტვირთოთ ვიდეოები და გამოვიმუშაოთ ფული ამ გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გადაიღებთ მაგალითად, ძაღლის და კატის თამაშს, ჩხუბს (სადაც სისასტიკე არ აისახება რათქმაუნდა) ან ნებისმიერი სხვა ცხოველის/ფრინველის რამე საინტერესეო ვიდეოს, რაც ხალხს მოეწონება.

    იმისათვის, რომ ეს სისრულეში მოიყვანოთ და ფულის შოვნა შეძლოთ, ვიდეოს არ უნდა ქონდეს ქართული (ან სხვა აკრძალული ენის) დასათაურება, აღწერა და ასევე არც ვიდეოში არ უნდა ისმოდეს ქართულ ან სხვა აკრძალულ ენაზე ლაპარაკი.

    ადრე მხოლოდ სათაურით და აღწერით იგებდა YouTube-ი, თუ რის შესახებ იყო ვიდეო, ახლა კი ვიდეოში ნალაპარაკები ენებიც ესმის სისტემას.

    3. როგორ ვიშოვოთ ფული საიტის ან ბლოგის მეშვეობით

    ფულის შოვნა - როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით -- RAROGOR.COM

    ფულის შოვნა საიტის ან ბლოგის მეშვეობით ყველასთვის ნაცნობი ვარიანტია და ყველამ იცის ეს როგორც ხდება;

  • დამკვეთის მოთხოვნით ვახდენთ ადგილობრივი რეკლამის განთავსებას საიტზე.
  • ვიყენებთ რომელიმე Ad Network-ს, რომ დადოს რეკლამები ჩვენს საიტზე და თვითონაც აიღოს ფული და ჩვენც გაგვინაწილოს.
  • და თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ ამართლებს, შესაძლებელია აფილიეთ ბანერების დადება (რაზეც ცოტა ზემოთ მოგახსენეთ).
  • მაგრამ ერთი პრობლემაა, საიტით რომ საკმარისი ფულის შოვნა შეძლოთ, ვიზიტორები უნდა გვყავდეს, რისთვისაც საჭიროა შრომა, კარგი საიტი და საიტზე ხალხისთვის საინტერესო ინფორმაციის შეთავაზება, რომ ვიზიტორებიც კმაყოფილები დარჩნენ და თქვენც.

    როგორი უნდა იყოს საიტი? რამოდენიმე რჩევა:

    • საიტი უნდა იყოს პროფესიონალური, რადგან პროფესიონალურად კოდირებული საიტი კარგ სიგნალს აგზავნის Google-თან და სხვა საძიებო სისტემებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა ასეთ საიტს და უფრო მაღალი შანსია, რომ პირველ გვერდზე გამოჩნდესხოლმე.

    • უნდა იყოს დაცული SSL სერთიფიკატით (https), რომ დაიმსახუროს ხალხის, Google-ის და სხვა სისტემების ნდობა (შეგახსენებთ, რომ გუგლს ნელ-ნელა შავ სიაში შეყავს დაუცველი ვებ-საიტები, რაც ძალიან ცუდია).

    • ყოველი პოსტი უნდა იყოს ხალხისთვის საინტერესო, პროფესიონალური, ადვილად წასაკითხი და რაც მთავარია Google-ის და სხვა SEO-ებთან მეგობრული.

    • აუცილებლად უნდა იყოს “Mobile Friendly”, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ზომის ეკრანზე, ზომები უნდა შეიცვალოს საიტმაც, რომ კარგად ჩანდეს და ადვილად წასაკითხი იყოს (ამას დიდ ყურადღებას აქცევს გუგლი და ვიზიტორებსაც მოსწონთ Zoom-ის გარეშე წაკითხვა).

    • საიტი უნდა იყოს სწრაფი. თუ არ არის სწრაფი, ესეიგი გუგლი და სხვა საძიებო სისტემები სათანადოდ არ შეაფასებს, რაც პირველ გვერდზე გამოჩენის ნაკლები შანსია და შეიძლება ვიზიტორებიც დაკარგოთ, თუ დიდ ხანს ანდომებს საიტი ჩატვირთვას.

    • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნიკალურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკოპირებული და მოპარული კონტენტით ვერაფერს გააკეთებთ. ამ ყველაფერს Google-იც ხვდება და ვიზიტორებიც ხვდებიან. შეეცადეთ იყოთ განსხვავებული

    კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ეს, რაც ჩამოვთვალე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა.

    შევეცდები ცალკე გვერდი მივუძღვნა ამ თემას, სადაც კარგად განვიხილავთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი საიტი.

    4. ფულის შოვნა მარტივად

    ფულის შოვნა ადვილად - როგორ ვიშოვოთ ფული ადვილად - rarogor

    ფულის შოვნა მარტივად, არც ისე ადვილია და დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რომ აუცილებლად იშოვის ფულს ამა და ამ დროს, მაგრამ არსებობს მეთოდი და ეს მეთოდია – ფოტოების გაყიდვა!

    შეიძლება უამრავი ისეთი ფოტო გქონდეთ თქვენი ტელეფონით ან კამერით გადაღებული, რომელიც თქვენთვის შეუმჩნეველია, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს რაღაც საქმეში სჭირდებოდეს და ამისათვის ფულითაც კი დაგასაჩუქრონ ყოველი ფოტოს გადაწერისას.

    იმისათვის, რომ სცადოთ ბედი და ფულის გამომუშავება შეძლოთ, აუცილებელია დარეგისტრირდეთ Pixabay-ზე, მიუთითოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ხართ, როგორ გადმოგერიცხებათ თანხა და ა.შ. და ატვირთოთ ფოტოები, რომელებიც კარგად უნდა დაასათაუროთ, რომ ადვილად იპოვონ საიტის მომხმარებლებმა.

    თუ ვინმეს თქვენი ფოტო მოეწონება და გადმოწერს, მას ზუსტად ისეთი შეტყობინება გამოუვა ეკრანზე, როგორსაც ფოტოზე ხედავთ.

    თუ კარგად დააკვირდებით, ღილაკს აწერია “Coffee” და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოეწონათ თქვენი ფოტო, ესეიგი კარგი იქნება, რომ “ყავაზე დაგპატიჟონ” ანუ წაგახალისონ რაღაც თანხით (თუნდაც ერთი დოლარით).

    Coffee-ს ღილაკზე დაქლიქვის შემდეგ, გადადიან PayPal-ის გვერდზე, საიდანაც ირჩევენ თანხას და გირიცხავენ.

    ვერ დაავალდებულებ რომ გადაგიხადონ, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ ხშირად დასაჩუქრდეთხოლმე.

    ეს ფოტო გადაიღო ვიღაცამ მაშინ, როცა ფეიერვერკი იყოს სადღაცას, ატვირთა Pixabay-ზე და შესაძლებელია ბევრი ფულის შოვნაც შეძლო, რადგან 12600 გადმოწერა აქვს ამ დროისათვის.

    5. Fiverr

    როგორ გამოვიმუშაოთ ფული ინტერნეტით - როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად - rarogor

    Fiverr-ი არის საერთაშორისო დონის ვებ-საიტი, სადაც ბევრი პროფესიონალია გაწევრიანებული და 5 დოლარად ასრულებენ სხვადასხვა რთულ დავალებებს.

    არ ააქვს მნიშვნელობა ვინ ხართ და რა შეგიძლიათ, ყველას შეუძლია დარეგისტრირება და ფულის შოვნა სახლიდან გაუსვლელად. მთავარია კარგად გამოგდიოდეთ რომელიმე საქმე. მაგალითად:

    • ერთი უცხო ენიდან მეორეზე გადათარგმნა.
    • ლოგოს გაკეთება.
    • ვიდეოს დამზადება.
    • დაპროგრამება.
    • კომპიუტერული პრობლემების დისტანციურად მოგვარება.
    • ხატვა
    • და ა.შ.

    შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Fiverr-ზე და იშოვნოთ ფული სახლიდან გაუსვლელად. fiverr-ი ხუთ დოლარიანი სერვისებით არის ცნობილი, მაგრამ თქვენს ნამუშევარს თქვენ ადებთ ფასს და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ფასის აწევა.

    1
    1609
    3-ს მოსწონს
    ავტორი:ნიკოლოზ მექსიშვილი
    ნიკოლოზ მექსიშვილი
    1609
      
    https://getcryptotab.com/419241 free bitcoin miningi 1000% მუშაობს ადვილად გამოდის თანხა
    0 1 1