x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ტორტი და ვინ არის მისი შემქმნელი?
დუბაიში გამართული საქორწილო გამოფენის დამთვალიერებლებს ერგოთ ბედნიერება გაესინჯათ ერთ მილიონ დოლარად ღირებული " პატარძლის" პატარა ნაჭერი. ამ ტორტი-საოცრების ავტორი ბრიტანელი დიზაინერი დები უინგჰემია, რომელიც ცნობილია, როგორც ''ყველაზე ძვირფასი დიზაინერი'' მსოფლიოში. ეს გასაკვირი არაა- დების წილად ხვდა შეექმნა შედევრები, რომელთა ღირებულება 50 მილიონ დოლარს აღწევდა.



image


აი, როგორ გამოიყურება დების უკანასკნელი ქმნილება - მილიონ დოლარად შეფასებული ტორტი ''პატარძალი'', რომელიც 120 კილოგრამს იწონიდა. მართალია, საპატარძლოს კვალობაზე ის საკმაოდ მძიმე ჩანდა, მაგრამ სამაგიეროდ ყველას ეყო - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.



image




ტორტის დასამზადებლად საჭირო გახდა 1000 კვერცხი და 20 კილო შოკოლადი.



image



ტორტი თავიდან ბოლომდე იჭმება და მის გასაფორმებლად დაიხარჯა 50 კილოგრამი საკონდიტრო მაქმანი.



image



ტორტის თითოეული დეტალი ხელით იქნა შესრულებული, პაწაწინა ყვავილების და მარგალიტების ჩათვლით.



image



სულ გამოყენებული იქნა 5000 ასეთი ყვავილი, ხოლო ტორტის გამოცხობასა და მორთვას დასჭირდა 10 დღე.



image



საკვებად ვარგის მოსართავებსა და მარგალიტებს შორის ნამდვილი ძვირფასი ქვებიცაა დამალული-მარგალიტები და 3-კარატიანი თეთრი ბრილიანტები. მთლიანად მათი ღირებულება 200 ათას დოლარს აღწევდა.



image



ძვირფასი ქვები გამოიყენეს პატარძლის თავსაბურავის შესამკობად.



image



ეს კი თავად დებია შედარებით იაფფასიან ტორტთან ერთად.



image



ტორტების მორთვა-ერთადერთი საქმიანობა როდია, რითაც დებია დაკავებული.



image



ის ქმნის უნიკალურ ფეხსაცემელებს, რომლებიც საკმაოდ გემრიელად გამოიყურება. აი, ერთ-ერთი მათგანი... შოკოლადის და კარამელისაგან დამზადებული ეს შედევრი 15 მილიონი დოლარი ღირს.



image



დების ეკუთვნის რეკორდი: ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში. შავი მარგალიტებით გაწყობილი ეს სამოსი 50 მილიონი დოლარი ღირს.



image



აღმოსავლური მოდის მოტრფიალენი კი ნამდვილად დააფასებენ ამ საოცარ მოსასხამს, რომელიც წითელი ბრილიანტებითაა მორთული.




image



და ამ ცისფერ კაბას, რომლის ჩაცმაზე დედოფლებიც არ იტყოდნენ უარს.



image


ის მომენტი, როცა სიტყვები ზედმეტია...



image

3
394
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
394
  
2018, 20 თებერვალი, 23:59
ძალიან ცუდი რომ არ მოწონთ:(
2018, 20 თებერვალი, 23:31
ჩემი დაწერილი არაფერი არ მოწონთ :დ
2018, 20 თებერვალი, 19:41
ვაჰ მე ამ ხალს ეს ტორტიც სტატოაც არ მოეწონათ :(30
0 1 3