x
ფინანსური კრიზისის 10 დადებითი მხარე
image

ყველას გვქონია ფინანსური ჩავარდნის პერიოდი, თუნდაც ხელფასის წინა პერიოდში. არ ღირს ასეთ წვრილმანებზე ნერვების მოშლა. უნდა ვეცადოთ და დავინახოთ ყველაფერში დადებითი. თუნდა ძალიან უსიამოვნო იყოს, ფინანსურ პრობლემებსაც კი აქვს რამოდენიმე დადებითი მხარე, მათ შორის:


1. არ მეგობრობენ ჩვენთან ფულის გამო.

წარმოიგინეთ რა საშინელებაა, როდესაც თქვენთ


ან მეგობრობენ მხოოდ იმიტომ რომ ფულში ბანაობთ, ამაზრზენია. ფულის დეფიციტი 100 % ით გიცავთ მსგავსი "მეგობრებისგან"

2. არ ფიქრობთ სად დახარჯოთ ფული, რა იყიდოთ, ანუ ბევრი დრო გრჩებათ სხვა, უფრო მნიშვნელოვან რამეებზე დასაფიქრებლად.

3. იკლებთ წონაში :დ

ეს ძალიან სასიამოვნო თვისებაა უფულობის, როდესაც ხელფასამდე ჯერ კიდევ შორია და საფულე უკვე დაცარიელდა, იმდენს ვერ ხარჯავთ სწრაფ კვებაში, მიირთმევთ ჯანსაღ საკვებს, იმასაც მცირე ოდენობით და მარტივად იკლებთ წონაში.

4. იხსენებთ 90 -იანებს

ანუ სახლში არ გაქვთ, დენი, გაზი და ინტერნეტი :დ ამიტომ უპრობლემოდ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბავშვობა, ტკბილი 90 ი



ანები, დაანთოთ სანთელი და წაიკითხო წიგნი.

5. მეტ დროს ატარებთ ჰაერზე


მიზეზი იგივეა რაც მეოთხე პუნქტში, წიგნის წაკითხვამდე დროს სეირნობაში ატარებთ .

6. მეგობარი ჭირში იცნობაო :დ

ფინანსური კრიზისი ზუსტად მიგახვედრებთ ვისი იმედი უნდა გქონდეთ სინამდვილეში. თუ კი ადამიანი მუდმივად უარს გეუბნებათ სესხებაზე ე.ი. ნამდვილი მეგობარი არ ყოფილა :დ

7. არ ყიდულობთ ისეთ ტანსაცმელს და ნივთებს, რომელიც სინამდვილეში არ გჭირდებათ და მალე სანაგვეზე გადააგდებთ. ხარჯავთ უფრო ჭკვიანურად, ეკონომიურად და გამიზნულად.


8. ორიენტირებული ხართ იპოვოთ დამატებითი შემოსავალი, ეძებთ თქვენში ყველაზე მიმალულ ნიჭს და ცდილობთ რამენაირად გამოიყენოთ.

9. მშვიდად გძინავთ, რადგან არ გეშინიათ რომ გაგძარცვავენ :დ

10. და ბოლოს ხვდებით რომ ფულს არ მოაქვს ბედნიერება, ის უბრალოდ გეხმარებათ განახორციელოთ თქვენი მიზნები, ყოველი კრიზისის დროს უფრო მეტად ისწავლით თქვენი შემოსავლის უკეთ გადანაწილებას და ასე და ამრიგად აიცილებთ თავს მორიგი კრიზისისგან

P.S. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სრულიად უფასოა, სიყვარული და სითბო. ასე რომ დაიკიდეთ ფული .

0
48
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გოგიშვილი
თამარ გოგიშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0