x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირანელი მწერლის - გოლი თარაყის "არჩევანი"

image
გოლი თარაყი (დ.1939 წელს) არის ირანელი მწერალი ქალი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის დაიბადა და გაიზარდა თეირანში, საკმაოდ ცნობილ ოჯახში. დაამთავრა ფილოსოფიის ბაკალავრი ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტში, მაგისტრის წოდება თეირანის უნივერსიტეტში მოიპოვა. აქვე მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტად. ირანის რევოლუციის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და გოლი თარაყი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. გოლი თარაყის შემოქმედებაში დიდი ადგილი ემიგრანტული ხასიათის მოთხრობებს უჭირავს. წერს სპარსულად ირანელი მკითხველისთვის. მას სამშობლო სამუდამოდ არ მიუტოვებია, მისი პროზა ორ სამყაროს შორის ტრიალებს. მწერალი ჩადის ირანში და იქ ბეჭდავს წიგნებს.



ქართულ ენაზე თარგმნილია გოლი თარაყის მოთხრობები და ნოველების კრებული „სახლი ზეცაში“. მოთხრობა „არჩევანი“ სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ.



მოკლე შინაარსი ასეთია: ამირჰოსეინი არის ორი წლის ონავარი ბიჭუნა, რომლის ოჯახიც ავტოავარიამ შეიწირა. ბებია გლოვობდა. სიკვდილი უნდოდა, მაგრამ პატარა ამირჰოსეინის ფეხზე დაყენების მოვალეობას სიკვდილისთვის კარი დაეხშო.“ გაზარდა ბებიამ ამირჰოსეინი და როცა 18 წლის გახდა სახლის გაყიდვა და სხვა უბანში ბინის შეძენა მოინდომა. გაუჭირდა ბებიას იმ სახლის დატოვება, სადაც მისი შვილების სუნი ტრიალებდა, ყველა ნივთი მათ მოგონებას უღვიძებდა, მაგრამ დათანხმდა. სახლი გაყიდეს, შეიძინა ბინა შვილიშვილისთვის და მის სახელზე გააფორმა. ამირჰოსეინის ახალი მეგობრები ქვეყნიდან წასვლაზე საუბრობდნენ, არ სურდათ იმ ქვეყანაში გაჩერება, სადაც უმუშევრობა, უფულობა და გაურკვეველი მომავალი ელოდათ. ამირჰოსეინს მეგობართან საფრენგითიდან სტუმრად ჩამოსული გოგონა მეჰრნუში შეუყვარდა. საფრანგეთში დაბრუნებული გოგონა წერდა, რომ თეირანში ჩასვლას ვეღარ მოახერხებდა, შენ უნდა ჩამოხვიდეო, უთხრა. სიყვარულმა ამირჰოსეინსაც დააწყებინა ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი. ფული რომ იშოვოს, საელჩომ ვიზა მისცეს და ყველა გზა გაეხსნას, ბებიას რა უყოს? მეჰრნუში ისევ ეუბნებოდა უნდა ჩამოხვიდეო, ბიჭი ჩაფიქრებული და აღელვებული დადიოდა, ბებია წუხდა, ვერ გაეგო მისი ცვლილების მიზეზი. მეგობრები რჩევებს აძლევდნენ, ერთმა უთხრა: ბინა გაყიდე, ბებიასაც აუღე ვიზა და ერთად წადითო. მეჰრნუშმა უთხრა: როცა საფრანგეთში წამოვედით ბაბუა მოხუცი იყო და თავშესაფარში დავტოვეთო. უჭირდა ბიჭს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება. ბებია რომ მომკვდარიყო ყველაფერი უფრო ადვილი იქნებოდაო, ახლა კი უჭირდა მისი დატოვება. ამირჰოსეინმა ბინა ჩუმად გაყიდა, სტამბოლში წასასვლელი ბილეთი აიღო, მეჰრნუშიც იქ ჩამოვიდოდა და თურქეთში იქორწინებდნენ. მეგობარს შეუთანხმდა, რომ როცა წავიდოდა, ბებიას თავშესაფარში წაიყვანდა, არ უნდოდა ეს თავისი ხელით გაეკეთებინა, ვერ უმხელდა ბებიას თავისი გადაწყვეტილების შესახებ. იმ დილით ტაქსიმ მოაკითხა და აეროპორტში წასვლის წინ ბებიას ნახვა სურდა. მაგრამ ოთახში არ დახვდა, ყველგან ეძება. მის საწოლთან დედის და ბიძის სურათი აღარ იდო. ბებია წავიდა. ამირჰოსეინს თვითმფრინავზე დააგვიანდა. ბინის ახალი პატრონები თავიანთი ბარგით მოვიდნენ.



თარგმანის ერთ-ერთი მოთხოვნა ისაა, რომ უნდა ითვალისწინებდეს სახელმწოფოებრივ ტენდენციებს, უნდა ითარგმნებოდეს ის, რაც ხალხს აინტერესებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ირანელი ახალგაზრდა ერთადერთი არაა, ვისაც ასეთი რთული არჩევანის გაკეთება დასჭირდა. უკეთესი მომავლის ძებნაში ქვეყნიდან წასული ადამიანები ყოველთვის დგებიან მსგავსი არჩევანის წინაშე. მათ უწევთ ოჯახების დატოვება. არც უბინაოდ დარჩენილი, თავშესაფარში დატოვებული მოხუცებია უცხო ჩვენი ქვეყნისთვის.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ორბელაძე ფიქრია
ორბელაძე ფიქრია
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0