x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოციალიზაცია - ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი პროცესი
image

ბავშვობაში ჩვენ განსაკუთრებულად გვეპყრობიან მშობლები, ოჯახის წევრები, მასწავლებლები, მეგობრები; ჩვენ ვმონაწილეობთ რელიგიურ, ეთნიკურ თუ კულტურულ აქტივობებში, რაც მოგვიანებით მე-ს მნიშვნელოვან ასპექტებად იქცევა. ადრეულ ასაკში ეკლესიური ცხოვრება, ტაძარში სიარული, მარხვის დაცვა და ა. შ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს რელიგიურ იდენტობას. ბავშვმა, რომელიც თავის მშობლებს ყოველ შაბათ-კვირას დაყავთ ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე და კონცერტზე, შეიძლება იფიქროს, რომ ის კულტურული ადამიანია. ჩვილ ბავშვებში ასევე ყალიბდება მეტად თუ ნაკლებ მჭიდრო ურთიერთობები უფროსებთან, რომლებიც მათზე ზრუნავდნენ. ესენია მშობლები, და-ძმები, ნათესავები, ძიძები, ოჯახის მეგობრები. ეს ადამიანები ჩვილი ბავშვის ცხოვრებაში სოციალიზაციის ძირითადი აგენტები ხდებიან. ამ პერიოდში სოციალიზაციის მიზანია ჩამოუყალიბოს ბავშვს სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის მოტივაცია, რომელიც მათდამი ნდობას, მოსმენასა და სასიამოვნო რაიმეს კეთების სურვილში გამოიხატება.

დეპრივაციის ანუ მშობლიურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობის გამოკვლევები თვალსაჩინოდ მოწმობენ იმას, თუ როგორ ესაჭიროებათ ამგვარი მზრუნველობა და სიყვარული ბავშვებს. იმ ბავშვთა ქცევები, რომლებიც ჩაკეტილნი ან მშობლებისაგან მიტოვებულნი იზრდებოდნენ, გვიმტკიცებს, რომ მზრუნველობის არარსებობა გავლენას ახდენს ბავშვების სოციალური ჩვევების გამომუშავებაზე და სწავლების უნარებზე.

ანა იყო უკანონოდ დაბადებული ბავშვი (ბუში), რომელსაც დედა გამუდმებით კეტავდა ოთახში და მარტო ტოვებდა. თუმცა დედა კვებავდა მას, იგი იშვიათად აბანავებდა და ეფერებოდა და თითქმის არ ელაპარაკებოდა გოგონას. როდესაც ანა ექვსი წლის გახდა, იგი უცხო ადამიანებმა იპოვეს. გოგონას ამ ასაკში არ შეეძლო სიარული. იგი გაგზავნეს ბავშვთა სახლში, ხოლო შემდეგ კი – სპეციალურ სკოლაში სწავლობდა. ოთხი წლის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა – აქამდე მან მოასწრო დაესწავლა ბურთით თამაში, ჩაცმა და მარტივი დავალებების შესრულება, მაგრამ ჭამისას მას მხოლოდ კოვზის გამოყენება შეეძლო, ხოლო მისი მეტყველება – ორი წლის ბავშვის დონეზე დარჩა.


ჰოსპიტალიზმი.სოციალური იზოლაციის მოყვანილი მაგალითები ამტკიცებს და მოწმობს პატარა ბავშვებისათვის თუნდაც მინიმალური ადამიანური ურთიერთობის უზარმაზარ მნიშვნელობას.ასეთი ურთიერთბის არარსებობა ჰოსპიტალიზმის მიზეზი ხდება, რომელიც თავის მხრივ მიუსაფარ ბავშვთა სახლების გულგრილი ვითარებისათვის დამახასიათებელ ცუდ და საზიანო შედეგებს იწვევს, სადაც ბავშვები მშობლიურ ალერსსა და სიყვარულს არიან მოკლებულნი.

სოციალიზაცია არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ბავშვი სოციალიზაციის პასიური მხარეა, ვისზეც ცალმხრივად ზემოქმედებენ უფროსები. თვითონ ბავშვიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკუთარ სოციალიზაციაში. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ და-ძმანი ხშირად პიროვნულად ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუმცა, ერთი შეხედვით, მშობლები მათ ერთნაირად ზრდიდნენ. მშბელი-შვილის სოციალიზაციის გამოკვლევებით მშობლების ქცევასა და შვილების პიროვნულ ნიშნებს შორის კავშირი დასტურდება. ადრე ამ კავშირში ბავშვზე მშობლის გავლენას ხედავდნენ, მაგრამ ახლა უკვე ფიქრობენ, რომ ეს მიმართება შეიძლება მშობლებზე შვილების გავლენასაც ასახავდეს. ჩვეულებრივ, სოციალიზაცია ბავშვობას უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები მუდმივად იძენენ ახალს და ცვლილებებს ეგუებიან.

ბავშვობისა და დიდობის სოციალიზაცია განსხვავდება თავისი შინაარსით. ბავშვობაში ძირითადად ხდება საზოგადოების ღირებულებათა და ნორმათა სისტემაში შესვლა.მაგ ბავშვი ითვისებს “ოქროს წესს” _ როგორც გინდა რომ მოგექცნენ ადამიანები, ისევე მოექეცი მათ!დიდობაში კი სოციალიზაციის ძირითადი სფეროებია: სამუშაო ადგილი, ოჯახი და უახლოესი სოციალური გარემო (ირგვლივმყოფთა წრე).

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0