x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ემოციების გავლენა ჩვენს ქცევაზე, მეხსიერებასა და შეფასებებზე
image

ადამიანები ხშირად ვტირით, ვართ ბედნიერები, სევდიანები, ვიცინით, გვიხარია, ვნერვიულობთ, ვბრაზდებით ანუ გამოვხატავთ ემოციებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს ჩვენი ცხოვრება. ემოციებს გამოხატავს ყოველი რთულად აგებული ცოცხალი არსება. ემოცია ასევე გადაწყვეტილების მიღების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და, როდესაც ადამიანები უგულებელყოფენ საკუთარ ემოციებს, მათ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მათი ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვირჩევთ პარტნიორებს, სამუშაოს, უნივერსიტეტს და გადაწყვეტილებებს ემოციების საფუძველზე ვიღებთ. ერთ დროს ემოცია განხილული იყო როგორც კოგნიციის სასჯელი. არსებობდა რწმენა, რომ როდესაც ადამიანები გადაწყვეტილებას ემოციებზე დაყრდნობით იღებდნენ, შედეგი თითქმის აუცილებლად მიკერძოებული იქნებოდა. მაგრამ მკვლევარები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ემოცია და კოგნიცია ინტეგრირებული არიან და ხშირად ერთად მოქმედებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ემოციები ყოველთვის მიზანმიმართულია. კოგნიციების მსგავსად ემოციებმაც შეიძლება არასწორი გზით წაგვიყვანონ.

როგორ აღმოაჩინეს ფსიქოლოგებმა გუნების ზეგავლენა მრწამსსა და ქცევაზე? მსგავსად იმისა, როგორც პიტერ პენი საყვარელ ბავშვებს ფრენას ასწავლიდა, ფსიქოლოგები ხელს უწყობდნენ ადამიანებს ქონოდათ ბედნიერი აზრები იმით, რომ მათ მოულოდნელი საჩუქრებით აკვირვებდნენ, მიმართავდნენ მათ იმისკენ, რომ კონცენტრაცია ბედნიერების გამოცდილებაზე მოეხდინათ (“იფიქრეთ შობაზე, იფიქრეთ თოვლზე”), სთხოვდნენ მათ გაეხსენებინათ წარსულის ის მომენტები, როდესაც ისინი ძალზე ბედნიერი იყვნენ, ან აკითხებდნენ მტკიცებულებებს, რომლებშიც ბედნიერების შეგრძნების გაზრდის პროცესი იყო აღწერილი. ადამიანები მალევე აღნიშნავდნენ, რომ თავს ბედნიერად გრძნობდნენ და ეიფორიაშიც კი იმყოფებოდნენ. ალტერნატიულად, ფსიქოლოგებმა შეიძლება ადამიანებს უბედურება აგრძნობინონ, გაახსენონ რა წარსული როდესაც ისინი უბედურები იყვნენ ან წააკითხონ მასალა, რომელიც უარყოფით გუნებას ზრდიან. მაგრამ უარყოფითი გუნების გამოწვევა უფრო რთულია ვიდრე დადებითის, და უარყოფითი ემოციის დროს ადამიანები მისგან თავის დაღწევას ცდილობენ .

რა ზეგავლენა აქვს გუნებას ქცევაზე? როდესაც ჩვენ კარგ გუნებაზე ვართ, ჩვენ უფრო სოციობილურად და ალტრუისტულად ვიქცევით. ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ სხვებთან და მეტად ვეხმარებით სხვებს. რა ხდება მაშინ, როდესაც ცუდ გუნებაზე ვართ? თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ადამიანები უფრო მეტად იკეტებიან საკუთარ თავში და ნაკლებად ეხმარებიან სხვებს, და ზოგჯერ ეს მართლაც ასეა. მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც ცუდ გუნებაზე არიან ცდილობენ თავი დააღწიონ მას, და იმის ნაცვლად, რომ მოიქცნენ ცუდი გუნების შესატყვისად, ისინი ცდილობენ შეიცვალონ გუნება იმით, რომ ხდებიან უფრო სოციალური, ეხმარებიან სხვებს ან სხვა დადებით ქცევებს ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნება შეიძლება იყოს ხანმოკლე, მისი შედეგები შეიძლება ხანგრძლივი იყოს. ცუდმა გუნებამ ან დღის განმავლობაში განცდილმა სტრესმა შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებამდე, რომლებსაც ექნებათ მოკლე ვადიანი სარგებელი, მაგრამ გრძელ-ვადიანი უარყოფითი შედეგი .ისე რომ გუნებას შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ქონდეს უშუალოდ განსჯაზე.


გუნება ასევე ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც კარგი ამბის გაგებისას გაგხსენებიათ წარსულის გამოცდილება, როდესაც თავს ბედნიერად, კარგად ან კომპეტენტურად გრძნობდით. ბევრ შემთხვევაში, ადამიანები იხსენებენ მასალას, რომლის ვალენტობა მათ იმ წუთიერ გუნებას შეესატყვისება ამ ეფექტს გუნების კონგრუენტული მეხსიერება ეწოდება. ადამიანებს აქვთ ტენდენცია გაიხსენონ დადებითი მომენტები, მაშინ როდესაც კარგ გუნებაზე არიან. ზოგჯერ ადამიანები იხსენებენ უარყოფით მოვლენებს, როდესაც ცუდ გუნებაზე არიან. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ადამიანები დეპრესიაში არიან მაგრამ, გაიხსენეთ, რომ უარყოფითი გუნების ეფექტები უფრო მრავალფეროვანია; ზოგჯერ ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანები ფიქრობენ დადებით რამეებზე, ნაწილობრივ იმისთვის რომ თავი დააღწიონ ცუდ გუნებას

გუნება ასევე ახდენს ზეგავლენას შეფასებებზე. მხიარულ ადამიანებს ყველაფერი უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე მათ ვინც ცუდ. უბედურ ადამიანებს არაფერი მოსწონთ? მონაცემები ბუნდოვანია. ზოგჯერ უბედური ადამიანები უარყოფითად აფასებენ სხვებს; ზოგჯერ კი არა. უარყოფით გუნებას დადებითისაგან განსხვავებით უფრო ნაკლებად სანდო ზეგავლენა აქვს შეფასებაზე. გუნება ასევე ახდენს ზეგავლენას მომავალის წინასწარმეტყველებაზე დეპრესიაში მყოფი ადამიანები უფრო ზუსტ პესიმისტურ წინასწარმეტყველებს აკეთებენ, მაგრამ ნაკლებად ზუსტები არიან დადებითი მოვლენების პროგნოზირებისას.

ამასთან ერთად გუნება ასევე ზეგავლენას ახდენს რისკის აღქმაზე. უარყოფით გუნებაზე მყოფი ადამიანები, უფრო პესიმისტურად აფასებენ შესაძლო მომავალ მოვლენებს, ვიდრე კარგ გუნებაზე მყოფი ადამიანები. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის უარყოფით გუნებაზეა ადამიანი.

გუნება მოქმედებს არა მარტო ჩვენს შეფასებებზე, იმაზე თუ რა დაგვამახსოვრდა და როგორ ვაფასებთ ჩვენს სამყაროს ჩვენს გარშემო, არამედ იმაზეც თუ როგორ ვაკეთებთ შეფასებებს. ბედნიერი ადამიანები არიან ექსპანსიური ინკლუზიური და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებაში. ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, სწრაფად მუშაობენ მარტივ დავალებებზე, უფრო უჩვეულო კავშირებს ამყარებენ საკუთარ აზრებს შორის, მათი ასოციაციები უფრო თავისუფალი და ნაკლებად ორგანიზებულია, ისინი უფრო განსხვავებულ ერთეულებს აერთიანებენ ერთ კატეგორიაში და უფრო სტერეოტიპულად აზროვნებენ უარყოფითი გუნება ჩანს ანელებს ინფორმაციის გადამუშავებას: ადამიანები უფრო მეთოდური და ზუსტი ხდებიან, გადაწყვეტილებებს უფრო ნელა იღებენ, უფრო რთულ და მიზეზობრივ ატრიბუციებს აკეთებენ და უფრო ნელა მუშაობენ

ადამიანები, რომლებიც ქრონიკულად უფრო კარგ ან ცუდ გუნებაზე არიან ასევე განსხვავებულად იღებენ გადაწყვეტილებებს. ასე მაგალითად, ექსტრავერტებზე განსაკუთრებულად დიდ ზეგავლენას ახდენს დადებითი ინფორმაცია, ხოლო ადამიანები რომლებსაც ახასიათებთ მაღალი ნევროტიზმი უფრო მგრძნობიარე უარყოფითი ემოციის მიმართ არიან . ისინი, ვინც უფრო ექსტრავერტები, კონტაქტური და პოზიტიურები არიან, ასევე ამჟღავნებენ ამ თვისებების შესატყვის გუნების ეფექტებს, როგორიცაა მოვლენების საკუთარ პიროვნულ თვისებებთან სწრაფად დაკავშირება, მაშინ როდესაც დადებით გუნებაზე არიან. ამის საწინააღმდეგოდ, ინტრავერტები ამას უფრო სწრაფად მაშინ აკეთებენ, როდესაც ისინი უარყოფით ან ნეიტრალურ გუნებაზე არიან.

ჩვენი შეფასებები და ემოციური რეაქციები სიტუაციებზე ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს ემოციურ მოლოდინებზე. აფექტური მოლოდინის მოდელის მიხედვით ადამიანის მრწამსი იმის თაობაზე, თუ რას იგრძნობს ისევე განსაზღვრავს მის რეაქციას, როგორც მისი პირადი გამოცდილება. ასე მაგალითად, იმან რასაც ფიქრობ იმაზე თუ როგორ მოგეწონება ფილმი შეიძლება ისეთივე ზეგავლენა მოახდინოს ფილმის მოწონებაზე, როგორც თვით ფილმის ნახვამ.

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0