x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტალინის ,,ხუმრობები"
image

image

1. სტალინს მგზავრობის დროს მცველი ტუკოვი ახლდა თან, რომელიც წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით იჯდა ხოლმე. მგზავრობისას მცველს ხშირად ეძინებოდა. ერთხელ, პოლიტბიუროს ერთმა წევრმა, რომელიც სტალინთან ერთად მგზავრობდა, ჰკითხა:

-ამხანაგო სტალინ, ვერ გამიგია რომელი რომელს იცავთ.


-ეგ კიდევ რაა-უპასუხა სტალინმა-ამასწინათ თავისი პისტოლეტი ჩამიტენა პლაშში, აიღეთ, ყოველი შემთხვევისთვისო.


image

2.ერთხელ, სტალინს მოახსენეს, რომ მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია, ცნობილი ლამაზმანი, მსახიობი ვალენტინა სეროვა და ჰკითხეს -“როგორ მოვიქცეთ ახლა?"

სტალინმა ჩიბუხი გამოიღო, ჩაფიქრდა და თქვა:

-როგორ მოვიქცეთ, როგორ მოვიქცეთ... უნდა შეგვშურდეს!


image

3. ომის დროს, გენერალი ბაგრამიანი პირველი იყო ვინც ბალტიის ზღვაზე გავიდა. მან პირადად აავსო ბოთლი ბალტიის ზღვის წყლით და ადიუტანტს გადასცა, რომელსაც ეს ბოთლი სტალინისთვის უნდა ჩაეტანა. სანამ თვითმფრინავი მოსკოვისკენ მიფრინავდა, გერმანელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ბაგრამიანმა უკან დაიხია. იმ მომენტისთვის, როცა თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა, სტალინი უკვე ინფორმირებული იყო ამის შესახებ, ადიუტანტმა კი ბოლო მოვლენების შესახებ არაფერი იცოდა, რადგან რადიოკავშირი არ ჰქონდა.

და აი, ადიუტანტი ამაყად შევიდა სტალინთან და მოახსენა:

-ამხანაგო სტალინ, გენერალი ბაგრამიანი ბალტიის ზღვის წყალს გიგზავნით!

სტალინმა ბოთლი ჩამოართვა, ცოტა ხანი ხელში ატრიალა, რის შემდეგაც ადიუტანტს უკან გაუწოდა და უპასუხა:

-უკან გადაეცით ბაგრამიანს და უთხარით იქ ჩაასხას, საიდანაც ამოიღო.


image

4.1939 წელს სტალინი ფილმ “მატარებელი მიდის აღმოსავლეთით" ჩვენებას ესწრებოდა. ფილმი დიდი არაფერი იყო: მატარებელი მიდის, ჩერდება...

-ეს რომელი სადგურია?-იკითხა უეცრად სტალინმა

-დემიანოვკა.-უპასუხეს

-მე აქ ჩამოვალ-თქვა სტალინმა და დარბაზი დატოვა.


image

5.ავტომობილ “პობედას " გამოშვებისას იგეგმებოდა, რომ მისთვის “სამშობლო " დაერქმიათ. ამის გაგონებაზე სტალინმა ირონიულად იკითხა-“და რამდენად გაიყიდება სამშობლო?" მანქანას მაშინვე შეუცვალეს სახელი.



image

6.სტალინს ერთმა გენერალ-პოლკოვნიკმა პირადი თხოვნით მიმართა. როგორც გაირკვა, გერმანიაში მას რაღაც ნივთები შეეგროვებინა, რომელსაც საკონტროლო პუნქტზე აყოვნებდნენ და სტალინს თხოვდა რეზოლუცია დაედო მისი რეპორტისთვის, რომ ნივთები დაებრუნებინა.

-ადვილია, დაწერეთ რეპორტი და დავადებ რეზოლუციას-უპასუხა სტალინმა.

გენერალმა წინასწარ მომზადებული რრეპორტი ამოიღო და გაუწოდა. . სტალინმა რეზოლუცია დაადო და დაუბრუნა. რეპორტზე ეწერა: “დაუბრუნდეს პოლკოვნიკს თავისი ხარახურა. ი.სტალინი"

ამის წაკითხვაზე გენერალი სტალინს მიუბრუნდა და უთხრა:

-აქ შეცდომაა, ამხანაგო სტალინ, გენერალ-პოლკოვნიკი უნდა ეწეროს.

-არა, ყველაფერი სწორეა, ამხანაგო პოლკოვნიკო-უპასუხა სტალინმა.



image

7.როცა საკითხი წამოიჭრა, თუ რა ექნათ გერმანული სამხედრო ფლოტისთვის, სტალინმა მოკავშირეებს გაყოფა შესთავაზა. ჩერჩილი კი წინადადებით გამოვიდა-ჩაეძირათ მთელი ფლოტი.

-გავიყოთ და მერე თქვენი წილი ჩაძირეთ-უპასუხა სტალინმა.



image

8.სტალინი თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. მას სტანისლავსკი დახვდა, ხელი ჩამოართვა და წარუდგა-ალექსეევი(სტანისლავსკის ნამდვილი გვარი)

-ჯუღაშვილი-უპასუხა სტალინმა, ხელი ჩამოართვა და თავისი ადგილისკენ გაემართა.



0
407
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0