x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კრეატიულობა და აზროვნება
image სულ ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც განხორციელდა 138 სტუდენტზე, აღმოაჩინა, რომ კრეატიულობასა და აზროვნების ზოგიერთ პატერნს შორის არსებობს ურთიერთკავშირი, რომელიც ზემოქმედებს მომზადების და შთაგონების ეტაპებზე შემოქმედების პროცესში. კრეატიულობა განისაზღვრებოდა ინტერესის დონით, რომელსაც ზომავდნენ შემოქმედებითი აქტივობების და შესაძლებლობების- მოქნილობის, ორიგინალურობის და დამუშავების მიხედვით. აზროვნების პატერნები, რომლებიც შეისწავლეს, მოიცავდა: იმას, თუ რამდენი ადამიანი მიმართავდა მსგავსი აზროვნების პატერნებს, ახშობდნენ თუ იღებდნენ აზრებს, პიროვნების ასოციაციურ აზროვნებას, პიროვნების ასოციაციურ შესაძლებლობებს.

კრეატიული შესაძლებლობები დაკავშირებულია ასოციაციურ აზროვნებასთან, ვინაიდან თავისუფალი ასოციაციების დამყარების მეშვეობით ჩვენი ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან უნიკალური გზებით. რაც უფრო მრავალფეროვნად უკავშირდებიან ნეირონები ერთმანეთს, მით უკეთესად მუშაობს ასოციაციური აზროვნება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს კრეატიულობას.

კრეატიულობის ტიპები გულისხმობს ღია გონების შენარჩუნებას ფიქრის პროცესში და იმ აზრების მიმღებლობას, რომლებიც სხვებმა შეიძლება მიიჩნიონ ხელისშემშლელად. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ცვლადი, რომელიც მოქმედებდა კვლევის დროს შესწავლილ ორივე ფაქტორზე (მომზადება და შთაგონება), იყო აზრების ჩახშობის დაბალი მაჩვენებელი. ანუ სტუნდენტები, რომლებიც იყვნენ კრეატიულები, უფრო მეტად მიმართავდნენ ასოციაციურ აზროვნებას და იღებდნენ ყველა აზრს, ამიტომ მათთვის დამახასიათებელი იყო ფიქრით მიღებული გამოცდილება და გრძნობები.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ კრეატიულობა უკავშირდება ყველა იმ ფიქრი მიმღებლობას, რომელიც არღვევს აზროვნების ჩვეულებრივ მიმდინარეობას.


6ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კრეატიულობის განმტკიცებას: თვალსაწიერის გაფართოება კითხვით, კომფორტის ზონის გარეთ; ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და ახალი იდეების და გამოცდილების მიმღებლობა; დაკვირვების უნარის გამომუშავება; ახალ ინფორმაციაზე ფიქრი და არსებულ ცოდნასთან მისი დაკავშირება; ყველა ფიქრის მიმღებლობა; ოცნების მნიშვნელობის გაცნობიერება.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0