x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
10 საინტერესო ფაქტი სიზმრებზე

სიზმრები შეიძლება მომხიბლავი, საინტერესო, დამაშინებელი, ან უბრალოდ უცნაური იყოს. სამწუხაროდ, არ არსებობს შეთანხმებული მოსაზრება იმაზე თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს, თუმცა მკვლევარებმა გაარკვიეს რამდენიმე საინტერესო ფაქტი იმის შესახებ თუ რა ხდება სიზმრის პროცესში.

1. სიზმრებს ყველა ხედავს

image

სიზმარს ხედავს ყველა, მამაკაცები, ქალები, ჩვილი ბავშვებიც კი და ისინიც, ვინც აცხადებს, რომ სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავს. სინამდვილეში, ადამიანები ერთ ღამეში რამდენიმე სიზმარს ხედავენ, თითოეული მათგანი ხუთიდან ოც წუთამდე გრძელდება. საინტერესოა ასევე, რომ საშუალოდ, ჩვენი ცხოვრების 6 წელს ძილში ვატარებთ.

2. სიზმრების უმეტესობა გვავიწყდება

image

დაახლოებით სიზმრების 95% გაღვიძების შემდეგ უკვე დავიწყებულია. რატომაა ასეთი რთული მათი დამახსოვრება? ერთ–ერთი თეორიის თანხმად, ძილის დროს ტვინში გამოვლენილი ცვლილებები, ხელს არ უწყობს ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვას. ტვინის სკანირებამ ძილის პროცესში აჩვენა, რომ შუბლის წილი, ზონა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მეხსიერების ფორმირებაში, ძილის დროს არააქტიურია. სწორედ ამიტომ, სიზმრების დამახსოვრება არც ისე მარტივია.

3. ყველა სიზმარი ფერადი არაა

image

ადამიანის ყველა სიზმრის 80% ფერადია, თუმცა ინდივიდების გარკვეული ჯგუფი აცხადებს, რომ სიზმრებს მხოლოდ შავსა და თეთრ ფერებში ხედავს. საზოგადოდ კი მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაღვიძებული ადამიანები ფერთა გამიდან ძირითადად რბილ, პასტელურ ფერებს ირჩევენ.

4. ქალები და მამაკაცები ამ მხრივაც განსხვავდებიან

image

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი განსხვავებები, რომლებიც ნათელყოფს, რომ ისინი განსხვავებულად ხედავენ სიზმრებს.
ქალების სიზმრების ხანგრძლივობა, კაცებთან შედარებით უფრო დიდია, ამასთამავე, მეტ "პერსონაჟს'' შეიცავს. მამაკაცები, თავიანთ სიზმრებში ქალებზე ხშირად, სხვა მამაკაცებს ხედავენ. ქალები კი ორივე სქესის წარმომადგენლებს ერთნაირი რაოდენობით ნახულობენ.

5. შეიძლება ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს

image

ძნელი სათქმელია ნახულობენ თუ არა ცხოველები სიზმრებს, თუმცა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ასეა.
ადამიანების მსგავსად, ცხოველებსაც აქვთ ძილის ფაზები. ერთ–ერთი კვლევის დროს, გორილას ასწავლეს ნიშნების ენა, როგორც კომუნიკაციის საშუალება. ერთ მომენტში მან "ძილის სურათები" აირჩია, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ სიზმრების ნახვაც შეუძლია.

6. თქვენ სიზმრების კონტროლი შეგიძლიათ

image

ლუციდური სიზმარი არის პროცესი, რომლის დროსაც იცით, რომ სიზმარს ხედავთ და მაინც გძინავთ. ასეთი ტიპის სიზმარში შეგიძლიათ სიზმრის კონტექსტი აკონტროლოთ. ადამიანების უმეტესობას ახსოვს ერთი მაინც მსგავსი სიზმრის შემთხვევა, ზოგი კი ლუციდურ სიზმარს საკმაოდ ხშირად ხედავს.

7. ნეგატიური ემოციები სიზმრებში, უფრო გავრცელებულია

image

მკვლევარმა კელვინ ჰოლიმ, 40 წლის განმავლობაში, 50000–ზე მეტი სიზმრის ანგარიში მოიპოვა, რომლებიც კოლეჯის სტუდენტებს ეკუთვნოდა. ეს ჩანაწერები 90–იანი წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომიც კი იყო. მათი საშუალებით გამოვლინდა, რომ სიზმრის პროცესში მრავალ ემოციას განვიცდით. მაგალითად: სიხარულს, ბედნირებას, შიშს. თუმცა ყველაზე გავრცელებული ემოცია შფოთვა და ზოგადად, უარყოფითი შეგრძნებებია.

8. მხედველობა დაკარგული ადამიანები სიზმრებს ხედავენ!

image

ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მხედველობა დაკარგული ინდივიდები სიზმრებს ვერ ხედავენ, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს უნარი ადრეულ ბავშვობაში წაერთვათ. თუმცა მათი სიზმრები ისეთივე კომპლექსური და ნათელია, როგორიც ჩვენი. ვიზუალური შეგრძნების ნაცვლად, მათი სიზმრები სხვა შეგრძნებებით მიღებულ ინფორმაციას შეიცავს და ამისათვის აქტიურად იყენებენ სმენის, შეხების, გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნებებს.

9. ძილის დროს პარალიზებული ხარ

image

ძილის დროს მოტორული ნეიორონები სტიმულირებული არ არის, ამიტომ მოძრაობა შეუძლებელია. ზოგ შემთხვევაში, პარალიზება გაღვიძების შემდეგაც გრძელდება, არა უმეტეს ათი წუთისა. ოდესმე გქონიათ შემთხვევა, რომ საშინელი სიზმრიდან სწარაფად გამოსვლის შემდეგ ვერ მოძრაობთ? მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოცდილება საკმაოდ შემაშინებელი შეიძლება იყოს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მგომარეობა სავსებით ნორმალურია და მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანს. მანამ, სანამ კუნთებს ნორმალური კონტროლის უნარი დაუბრუნდება.

10. სიზმრები უნივერსალურია

image

მიუხედავად იმისა, რომ სიზმრებზე ჩვენი პერსონალური გამოცდილება ახდენს დიდ გავლენას, მკვლევარებმა აღმოაჩინეს რამდენიმე თავისებურება, რომელიც სხვდასხვა კულტურაშია გავრცელებული. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას ესიზმრება, რომ თავს ესხმიან ან ებრძვიან. ყველაზე გავრცელებული სიზმრები ასევე უკავშირდება სკოლის მოვლენებს, გაყინვას და უმოძრაობას, გვიან გამგზავრებას, ფრენას და გაშიშვლებას საჯარო სივრცეში.

1
364
2-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
364
  
2018, 19 თებერვალი, 15:27
ისეთ საოცარ სიზმრებს ვნახულობ, დილით გაოცებას და ემოციებს ვერ ვმალავ... საიდან ასეთი სიუჟეტები, ფერები, ადამიანები...
0 1 1