x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
20 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ
image


ადამიანის გონების ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, მაგრამ მეცნიერებმა რამდენიმე მათგანი უკვე გამოიკვლიეს და ჩვენც გვიზიარებენ.


სტატიაში გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიურ ფაქტებს. ვფიქრობთ, მათი უმეტესობა აქამდე არ გექნებათ გაგონილი.









☛ კვლევებმა დაადასტურა, რომ ზოგიერთი ადამიანი თანდაყოლილი მათემატიკური უნარებით იბადება.



☛ ტვინი "თავიდან იწერს" მოსაწყენი ადამიანების მონოტონურ საუბარს და მას უფრო საინტერესოს ხდის, რომ უკეთ დავიმახსოვროთ.


☛ სიმღერა გეხმარებათ სიბრაზის განეიტრალებაში და დეპრესიასთან ბრძოლაში.


☛ კუჭ-ნაწლავის და ტვინის ნერვული სისტემები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ემოცია ჩვენს მუცელზე მაშინვე მოქმედებს.


☛ მეგობრების არყოლა ადამიანისთვის შეიძლება ისეთივე სახიფათო იყოს, როგორიც მოწევაა. მეცნიერებმა იპოვეს კავშირი მარტოობის გრძნობასა და უჯრედებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ გულის შეტევის ან ინსულტის გამოწვევა.


image


☛ ზოგი ადამიანი გენეტიკურად უფრო მეტადაა მიდრეკილი პესიმიზმისკენ, ვიდრე სხვები და ნეგატიურ მოვლენებსაც უფრო ამჩნევენ.


☛ თუმცა, ოპტიმიზმის სწავლა შესაძლებელია.


☛ ჩვენ, ადამიანებს, დიდი არჩევანიდან მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით შეგვიძლია რამის არჩევა. ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ გრძელი მენიუები, სქელი კატალოგები და უზარმაზარი სუპერმარკეტები მრავალფეროვანი პროდუქტებით მხოლოდ და მხოლოდ აბნევს ჩვენს გონებას და უფრო გვირთულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.


☛ როცა რაღაც მოვლენის გახსენებას ვცდილობთ, სინამდვილეში ვიხსენებთ ბოლო რამეს, რაც იქიდან გვახსოვს და არა - თვითონ მოვლენას.


☛ საჭმელი, რომელსაც ჩვენთვის თავადვე ვამზადებთ, ნაკლებად გემრიელი გვეჩვენება. მომზადების პროცესში გვცემს საჭმლის სუნი და მის გემოსაც წარმოვიდგენთ. ეს კი იმის შეგრძნებას გვიტოვებს, თითქოს უკვე შევჭამეთ კერძის რაღაც ნაწილი. კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ როცა ჩვენთვის ვამზადებთ საჭმელს, ნაკლებს ვჭამთ. დიეტისთვის კარგი იდეაა, არა?


☛ მეცნიერები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სიჭკვიანესა და სარკასტულობას შორის კავშირის სწავლას. დადგენილია, რომ რაც უფრო სარკასტულია ადამიანი, მით უფრო კრეატიულია.


☛ ადამიანებს, რომლებიც ბრმები დაიბადნენ, არასდროს აწუხებდათ შიზოფრენია.


☛ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები გადამეტებულად აღიქვამენ საკუთარ დადებით თვისებებს. მაგალითად, მძღოლების უმეტესობა ფიქრობს, რომ უკეთესად შეუძლია მანქანის ტარება, ვიდრე სხვებს.


image


☛ როცა წინდახედულები ვართ და "B გეგმაზეც" ვფიქრობთ ყოველი შემთხვევისთვის, უმეტესად, "გეგმა A" აღარ მუშაობს.


☛ ჰოლანდიელმა მეცნიერებმა 5 000 ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ ქალები საშუალოდ წლის განმავლობაში 30 - 64-ჯერ ტირიან, კაცები კი წლის განმავლობაში - 6 - 17-ჯერ.


☛ ქალების უმეტესობას კაცების 70%-ის მიმზიდველობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ძლიერები არიან.


☛ საყვარელი ადამიანის მუსიკის მოსმენისას ტვინის იგივე მექანიზმი მუშაობს, რაც ნარკოტიკის გამოყენებისას.


☛ თუ სხვა ადამიანებს თქვენი მიზნების შესახებ ეტყვით, გექნებათ შეგრძნება, რომ ეს მიზნები კარგად გაცნობიერებული არ გაქვთ, რადგან ადვილად დაკარგავთ მოტივაციას.


☛ ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო სანდოები არიან, ვიდრე ცისფერთვალებიანები. ყავისფერთვალებიანებს სახის ისეთი ნაკვთები აქვთ, რაც უფრო მეტად განაპირობებს ნდობის მოპოვებას.


☛ როცა იმ ადამიანებს ვესაუბრებით, ვინც მოგვწონს, ხმას ვიცვლით.


image






–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

2. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

3. ფერების ტესტი, რომელიც თქვენს ფსიქოლოგიურ ასაკს გამოავლენს

4
1381
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1381
  
2018, 16 აგვისტო, 17:06
გმადლობთ❤
გეთანხმებით, დადასტურებულია.
2018, 16 აგვისტო, 11:09
მაგარი სტატიაა. იმაში ნამდვილად გეთანხმები რომ ყავისფერთვალა ადამინები უფრო სანდოები არიან, ვიდრე ცისფერთვალა. და საერთოდ ყავისფერთვალებები უფრო გულისხმიერები არიან და უფრო კეთილები ვიდრე ის ვისაც ცისფერი თვალები აქვს.

ეს მხოლოდ ფილმებში გამოყავთ ისე რომ თითქოს მუქ თვალებიანები ბოროტები არიან და ცისფერთვალებიანები კეთილები, მაგრამ ცხოვრებაში პირიქითაა
2018, 19 თებერვალი, 16:07
დიდი მადლობა❤
2018, 19 თებერვალი, 15:50
საინტერესო სტატიაა, შემეცნებითი რაც ასე აკლია საიტს.
0 1 4