x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ამცირებს ქოლესტერინს,არეგულირებს სისლის წნევას და მოქმედებს კიბოს უჯრედებზე
image

ყურძნის ჭამისას უმეტესობა მის წიპწებს არ ყლაპავს და აგდებს, მაგრამ სწორედ ყურძნის წიპწებშია იმ სასარგებლო ნივთიერებათა უმეტესობა, რასაც ყურძენი შეიცავს.

წიპწები შეიცავენ ძლიერ მცენარეულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარებას, ანელებენ დაბერების პროცესს, ანეიტრალიზებენ გარემომცველი გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ანტიოქსიდანტების გარდა ყურძნის წიპწები შეიცავენ ფიტოესტროგენებს-მცენარეულ ჰორმონს, რომელიც ძალიან სასარგებლოა 45-ს გადაცილებული ქალბატონებისთვის.


imageმეცნიერებმა მათში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები აღმოაჩინეს, რომლებიც სიმსივნეს ამცირებენ და მეტასტაზების გავრცელებას ხელს უშლიან. კვლევის თანახმად, რომელიც ლაბორატორიის თაგვებზე ჩატარდა, ყურძნის წიპწებში შემავალი პოლიფენოლი სიმსივნის ზრდას 67%-ით ამცირებს.

წიპწებისგან მიღებული ექსტრაქტი არახელსაყრელ გარემოს ქმნის კიბოს უჯრედების ზრდისა და გავრცელებისთვის, და თუ სიმსივნურ უჯრედს დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლია გამრავლება ჩვეულ გარემოში-ის იღუპება.


როგორ გამოვიყენოთ ყურძნის წიპწები

აი, ადვილი მეთოდი სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ყურძნის თესლი

მინის ქილა თავსახურით

სუფთა პირსახოცი

imageმომზადება:

გარეცხეთ ყურძნის წიპწები და გააშრეთ სუფთა პირსახოცზე. გადაიტანეთ თეფშზე და დააცადეთ გამოშრობა 2-3 დღე. 3 დღის შემდეგ დაფქვით და შეინახეთ მინის ქილაში.image გამოყენება:

1 ჭიქა წყალში გაურიეთ 1 ჩ.კ. ფხვნილი, კარგად მოურიეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, 3 თვის მანძილზე. შემდეგ შეისვენეთ 2 თვით და ისევ გაიმეორეთ კურსი.


ყურძნის წიპწების სპირტიანი ექსტრაქტი ქოლესტერინს ამცირებს, სისხლის წნევას არეგულირებს, სისხლძარღვებს იცავს და ამაგრებს, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ძილს.

imageწიპწების ფხვნილის და წყლის თანაფარდობა 1:10 გამოიყენება ასევე ქრონიკული ქოლეცისტიტის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ყურძნის წიპწები უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი, ამიტომ მათი გადაყრა არ ღირს.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0