x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიარულის 7 მანერა,რომელიც ჯანმრთელობის პრობლემაზე მიანიშნებს
სიარული-ეს რთული და ორგანიზებული პროცესია, რომელშიც ნერვული სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ძვლები და კუნთებია ჩართული.

არსებობს სიარულის 7 მანერა, რომელიც შესაძლოა რომელიმე დაავადებაზე მიანიშნებდეს. თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს რომელიმე მათგანი აღენიშნება, დროა ექიმს მიმართოთ.

1. მოკლე ნაბიჯი

imageშესაძლო მიზეზი: მუხლის ან ბარძაყის პრობლემა. როცა ნაბიჯს წინ ვდგამთ, მუხლი უნდა გაიმართოს. თუ ფეხი მთლიანად არ იშლება, ეს შესაძლოა სახსრების პრობლემაზე მიანიშნებდეს.ამ დროს მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსარი უნდა შემოწმდეს. თუ პრობლემა არსებობს და ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა ხერხემალზე დატვირთვა გაიზარდოს და ზურგის ტკივილებმაც იჩინონ თავი.



2.კოჭლობა, ტორტმანი

imageშესაძლო მიზეზი: მუხლის ართრიტი.ადამიანი მყარად ვერ ადგამს ფეხს, ვერ ეყრდნობა ცალ ფეხს. ზოგჯერ ბალანსს კარგავს, ეს საშიში მდგომარეობაა, მუხლი შეიძლება “ჩაიკეტოს", ადამიანი წაიქცეს და ტრავმა მიიღოს. ასეთი სიარული უკვე სიგნალია ექიმთან მისასვლელად.


3.ხელის შებოჭილობა

imageშესაძლო მიზეზი: ზურგის პრობლემები. როცა ნაბიჯს ვდგამთ, სხეულის მეორე მხარის კუნთები სტაბილიზატორის როლს ასრულებენ და მარცხენა ხელი წინ გამოდის. ეს პრინციპი თითოეულ ნაბიჯზე მოქმედებს. თუ ხელის მოძრაობის ამპლიტუდა მცირეა, ეს შესაძლოა ზურგის პრობლემებს უკავშირდებოდეს.


4.ფრატუნი

imageშესაძლო მიზეზი: გაფანტული სკლეროზი, ნევროლოგიური დარღვევები, კუნთების პრობლემები. ნაცვლად იმისა, რომ თანაბრად გადაადგან ფეხი, ტერფს თითქოს მიაფრატუნებენ, მიათრევენ. მიზეზი შესაძლოა იყოს კუნთის დისტროფია, ნერვის ან ზურგის პრობლემა და გაფანტული სკლეროზი.


5. რწევა

imageშესაძლო მიზეზი–თავის ტრავმა. თუ ამჩნევთ, რომ ადამიანი ბალანსს ვერ იცავს და აქეთ-იქით იხრება სიარულისას, ნუ იჩქარებთ დაასკვნათ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. ეს შესაძლოა ტრავმის შედეგი იყოს. ბალანსის პრობლემის გარდა, შესაძლოა გამოხატული იყოს თავბრუსხვევა კიბეზე ასვლისას ან ჩამოსვლისას.


6.ლოკოკინას სიჩქარე

imageშესაძლო მიზეზი:დეპრესია. თუ დეპრესიაში მყოფ ადამიანს დააკვირდებით, შეამჩნევთ: თავის ვერტიკალურ მოძრაობას, ტორსის ზედა ნაწილის რხევას, ნელ და მოკლე ნაბიჯებს და ხელების ნელ მოძრაობას. თუ თქვენი ახლობელი დეპრესიაშია, სცადეთ, გვერდზე ამოუდექით და ტემპი ააჩქარებინეთ. სიარულის ტემპის ცვლილებით განწყობის შეცვლაც კი შეიძლება.


7.ზამბარა

imageშესაძლო მიზეზი:წვივის კუნთების პრობლემა. ასეთი სიარული მკვეთრი და “ზამბარისებურია", ხშირად აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც გამუდმებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვიათ. თუ გამაგრებულ კუნთებს არ გაავარჯიშებთ და ყურადღებას არ მიაქცევთ, ამან შესაძლოა კოჭის ან მუხლის პრობლემები გამოიწვიოს.



0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0