x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ იწყება!
image

გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტი, „გახდი ბესტსელერის ავტორი“მეორე სეზონს იწყებს.დამწყებ და გამოცდილ ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018” და დიდი აღიარება მოიპოვონ. განაცხადების მიღება 15 მარტიდან დაიწყება!

კონკურსი, გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ორგანიზებით, პირველად გასულ წელსგაიმართა. 300-მდე ნამუშევრიდან გამოვლინდა 4 გამარჯვებული, 2 ხალხისა და 2 ჟიურის რჩეული, რომელთაგან თათული ღვინიანიძის რომანი ”აღიარება ხელისგულზე” მართლაც ბესტსელერი გახდა და ბოლო 3 თვის გაყიდვების რეიტინგის სათავეში მოექცაარამარტობეჭდურ, არამედ ელექტრონულ წიგნებშიც. რომანის პრეზენტაცია 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა, თვენახევარში კი ქართული ბაზრის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. 2000-იანი ტირაჟი სრულიად ამოიწურა. გამომცემლობამ მას მერე კიდევ ორჯერ დაბეჭდა ახალი ტირაჟი.

ასევე ამოწურულია შორენა ხუხუას რომანის ”შემოვალ ეტლით” მარაგიც. ვინ იქნება შემდეგი ბესტსელერის ავტორი ამას კი 2018 წლის კონკურსი გამოავლენს.


თათული ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა.

”კონკურსმა “გახდიბესტსელერისავტორი" ჩემიცხოვრებამთლიანადშეცვალა. წიგნისგამოცემისშემდეგყველაფერიიმფილმივითაა, რომელიცარგინდაოდესმედასრულდეს. თუადამიანიმზადარის, სამწერლობოასპარეზზეშეაბიჯოს, თავისირომანისიმედიაქვსდაარეშინიაწარმატებისაუცილებლადუნდაგააგზავნოსკონკურსშირომანი. წარმატებებსვუსურვებთითოეულმონაწილესდამადლობასვუხდი “პალიტრაL-ს", რომნიჭიერიადამიანებისაღმოჩენასდამათიგანვითარებისთისხელშეწყობასაგრძელებს, ” - განმარტავს თათული ღვინიანიძე.

”გახდი ბესტსელერის ავტორი” - ეს არის სახალხო კონკურსი, რომელიც მწერლებს საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობას სთავაზობს. მასში მონაწილეობა შეუძლიათროგორც ცნობილ მწერლებს, ასევე უცნობ ავტორებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჟანრში შეზღუდულები არ არიან.

ნამუშევრებს კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად, ყველაზე ობიექტური მსაჯი - მკითხველი შეაფასებს. 3 გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს, 2-ს კი - ჟიური. ამ დროისთვის უცნობია ჟიურის წევრების ვინაობა. გასულ წელს კი ამ სტატუსით იყვნენ: ლიტერატორები:ლევან ბერძენიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტიმარიკა დარჩია.

მთავარი პუნქტი, რაც კონკურსს განსაკუთრებულს ხდის, ეს არის ჯილდო გამარჯვებულისთვის. კონკურსის მიზანია, რომ ის ნაწარმოებები, რომელიც ამ კონკურსში გაიმარჯვებს ისეთივე დიდი ტირაჟით გაიყიდოს, როგორც დღეს საქართველოში უცხოური ლიტერატურა იყიდება. ასეთი ტირაჟით წიგნების გაყიდვა კი მწერლისთვის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს, ცნობადობასა და აღიარებას გულისხმობს. პალიტრა L მაქსიმალურად შეეცდება შეუქმნას კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს ყველა პირობა, რომ მათ წიგნის დასრულება წარმატებით შეძლონ. ბეჭდვის და გამოცემის შემდეგ გამომცელობა განსაკუთრებულად იზრუნებს წიგნისა და ავტორის პოპულარიზაციაზე როგორ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.






1
21
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21
  
2018, 19 თებერვალი, 13:37
აუ რა მაგარია .დიდი სიამოვნებით მივიღბდი მონაწილეობას
0 1 1