x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ასტროლოგისგან
image

16 თებერვალს ჩინელებმა ახალი წლის დადგომა იზეიმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყვითელი ძაღლის წელი ოფიციალურად დადგა. სწორედ ამ დღიდან დაიწყება ცვლილებები ზოდიაქოს ყოველი ნიშნისთვის და რათქმაუნდა, ვერავინ განსაზღვრავს უფრო ზუსტად ამ წლის პროგნოზს, თუ არა ჩინელი ასტროლოგი.

კევინ ფუნგი ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ასტროლოგი და ფენ შუის კონსულტანტია. მისი პროგნოზით უამრავი ცნობილი სახე სარგებლობს. აი, როგორი იქნება ყვითელი ძაღლის წელი მისი პროგნოზით:

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს ემყარება. ამ ცხრილის მიხედვით განსაზღვრეთ რომელი ცხოველის წელში ხართ დაბადებული და შემდეგ პროგნოზს გაეცანით.


image

1. ვირთხა

imageვირთხის წელში დაბადებული ადამიანები მომხიბვლელობით გამოირჩევიან და გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვება ადვილად შეუძლიათ.მათ შესანიშნავი ინტელექტუალური უნარები გააჩნიათ. 2018 წელს ძაღლი მათ წარმატებას უმზადებს სასიყვარულო საქმეებში. ვარსკვლავები საპასუხო გრძნობას და ურთიერთგაგებას გვპირდებიან საყვარელი ადამიანის მხრიდან. წლის პირველი ნახევარი შესაძლოა ფინანსური სიძნელეებით გამოირჩეოდეს, ამიტომ ხარჯებს გონივრულად უნდა მიუდგეთ.

არ დაიხარჯოთ წვრილმანებზე და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურსა და პირად ცხოვრებაში კონფლიქტებს ვერ გაექცევით.

ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას ყურადღება არ მიაქციოთ. ცხოვრების ნორმალური რიტმი, მცირე სპორტი-და სხეულიც კარგ ფორმაში გექნებათ და ნერვებიც.


2.ხარი

imageხარის წელში დაბადებულებს ამ ცხოველის ყველა ღირსება გააჩნიათ-ძალა, პრობლემების დაძლევის უნარი, პასუხისმგებლობა და მეთოდურობა.ზოგჯერ შესაძლოა მომთხოვნი და ქედმაღალიც იყოს. ყვითელი ძაღლის წელი ხარს სიურპრიზებს უმზადებს, თუმცა მხოლოდ სასიამოვნოს:ახალი, სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა, მოვლენები და პირადი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა. თუმცა, ხარებმა უნდა ისწავლონ კომპრომისზე წასვლა და თავშეკავებულნი გახდნენ. სამუშაო წელი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ გულმოდგინების გამო ხარებს დაწინაურებაც ელით. არ ღირს მთლიანად კარიერაზე გადართვა-საჭიროა კარგად დასვენებაც. ჯანმრთელობის მხრივ ხარებს არაფერი ემუქრებათ, თუმცა დაძაბული სამუშაო გარემო მათ ნერვებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს, ამიტომ იოგა და წყნარი მუსიკა თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება ამ წელს.


3.ვეფხვიimageამ წელს დაბადებული ადამიანები მგრძნობიარეები არიან და ჰარმონიაში იმყოფებიან თავის გრძნობებთან. 2018 წელს მათ დამსახურებული დასვენება ელით ფუფუნებაში და ახალი შთაბეჭდილებები. ვეფხვებს ახალი ნაცნობობაც ელით, რომელიც მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ამ შემთხვევის წყალობით ეს ნიშანი უფრო მშვიდი გახდება.

სამსახურში კარიერული ზრდა ელით, რომელიც პოზიტიურად აისახება მათ ფინანსებზე. მარტოხელები ამ წელს თავის მეწყვილეს იპოვიან, მათ კი ვისაც უკვე აქვს პირადი ცხოვრება- ოჯახში მატება ელით. ჯანმრთელობის მხრივ არც ვეფხვებს ელით რაიმე პრობლემა. ამ წელს ისინი ენერგიით იქნებიან აღსავსენი.


4.კურდღელიimageამ ნიშნის წელში დაბადებული ადამიანები სიყვარულისთვის არიან გაჩენილნი. ისინი ალერსიანები, ურთიერთობაში სასიამოვნო და თავაზიანები არიან. ყვითელი ძაღლი მათი დამცველი იქნება, ამიტომ კურდღელს წარმატებული წელი ექნება. კარიერაში მათ მხოლოდ ზრდა ელით. რაც უფრო გულუხვი იქნება ამ ნიშნის წელში დაბადებული ადამიანი, მით უფრო მეტი მატერიალური კეთილდღეობა და სასიამოვნო შთაბეჭდილება იქნება მის ცხოვრებაში. შესაძლოა, რომანი ამ წელს ქორწინებითაც დაგვირგვინდეს. ჯანმრთელობას კი კურდღელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ძალა და ენერგია ყველაფრისთვის ეყოს.


5.დრაკონი

imageმომხიბვლელი და ენერგიული დრაკონები. ეს ნიშანი ტალანტით და ჭკუით გამოირჩევა, ნაკლი კი-ზედმეტი პერფექციონიზმია. 2018 წელი მათი სიმტკიცის ერთგვარი გამოცდა აღმოჩნდება-სამსახურში საპასუხისმგებლიო დავალებები და რთული გამოწვევები ელით. მარტოხელა დრაკონებმა არ უნდა დახარჯონ ზედმეტი ძალისხმევა შესაფერისი პარტნიორის მოძებნაზე, უმჯობესია მარტოხელას ცხოვრებით დატკბეთ, რადგან მალე თავისუფალი აღარ იქნებით (ურთიერთობას ვგულისხმობთ).

იმისთვის, რომ ამ წელმა სიხარული მოგიტანოთ და გარშემომყოფებთან ურთიერთობაც არ გაგიფუჭდეთ, საჭიროა ყურადღებით მოეკიდოთ საკუთარ თავზე აღებული დავალებების შესრულებას. მათ, ვისაც მეწყვილე ყავს, ყვითელი ძაღლი ურთიერთგაგებას და სიმშვიდეს პირდება.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები.


6.გველი

imageგველი ძალიან ბრძენია. ისინი მოაზროვნენი არიან. ამ წელს მათ დიდი ცვლილებები არ ელით.სამაგიეროდ მათი ცხოვრება სავსე იქნება სასიამოვნო წვრილმანებით. სტაბილური შემოსავალი, მყარი ურთიერთობები, სასიამოვნო საზოგადოება-ეს ხომ ნამდვილი ბედნიერებაა.

ამ წელს არ ღირს კარიერაში გრანდიოზული გეგმების განხორციელება. უმჯობესია მიღწეულს დასჯერდეთ. ეს ნიშანი კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევა, უბრალოდ, სწორ კვებას მიაქციეთ ყურადღება.


7.ცხენი

imageცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს შრომა უყვართ, სამაგიეროდ ცუდი წინამძღოლები არიან.ძაღლი ცხენის მეგობარია, ამიტომ ეს წელი მათთვის იღბლიანი უნდა იყოს. თუ სამსახურში გულმოდგინებას გამოიჩენენ, რაც მათთვის ძნელი არაა, ეს მათ საფულეზეც დადებითად აისახება.

ურთიერთობებს კი ყურადღება უნდა მიაქციოთ.სამსახურზე გადართვის გამო, მეორე ნახევარი შესაძლოა თქვენი უყურადღებობის გამო თქვენს მიმართ გაცივდეს.

ჯანმრთელობის მხრივ ცხენს ამ წელს არაფერი ემუქრება.


8.თხა(ცხვარი)

imageმომხიბვლელი და სიმპათიური ადამიანები, თუმცა გრძნობებს საკმაოდ თავშეკავებულად ამჟღავნებენ. ძაღლის წელი მათ სასიამოვნო ემოციებს უმზადებს, უბრალოდ, სამსახურში ნუ მოეშვებით, ამით შესაძლოა თქვენმა შურიანმა კოლეგებმა ბოროტად ისარგებლონ.საერთო ჯამში კი თქვენი შრომა შედეგიანი აღმოჩნდება.

ჯანმრთელობის მხრივ თხას არაფერი ემუქრება, აი, სასიყვარულო საქმეებში კი დროა წესრიგი დაამყაროთ. მეტი საალერსო სიტყვა- და ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება.


9.მაიმუნი

imageმაიმუნებს ყურადღების მიპყრობა კარგად ეხერხებათ. ისინი ენერგიულები, ჭკვიანები და ცოტა ყბედებიც არიან, კარგი იუმორით გამოირჩევიან. ეს წელი მათთვის აქტიური იქნება. პროფესიულ სფეროში ეფექტურები და შედეგიანები იქნებიან. მთავარი ამოცანაა დროზე ადრე არ მოეშვან, რადგან წარმატება მათგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ წელს რომანტიული ნაცნობობაც ელით, ამიტომ, ვისაც უკვე ყავს პარტნიორი, თავი ხელში უნდა აიყვანოს და მყარი ურთიერთობა დროებითში არ გაცვალოს. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მაიმუნმა ნერვებს უნდა მიაქციოს ყურადღება.


10.მამალი

imageმამალი უკიდურესად შრომისმოყვარეა და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. მათ საზოგადოებაში ადამიანები თავს კარგად გრძნობენ. 2018 წელი მათთვის წარმატებული იქნება, თუმცა არ ღირს მოდუნება. იმისთვის, რომ პოზიციები შეინარჩუნოთ, გარჯა დაგჭირდებათ.

სასიყვარულო ცხოვრებაში მამლებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: მათმა პარტნიორმა შესაძლოა მამლის ტემპს ვერ გაუძლოს და ურთიერთობა შეწყვიტოს, თუმცა სასოწარკვეთა არ ღირს, რადგან ძაღლის წელი უამრავ ახალ ნაცნობობას და კონტაქტებს გპირდებათ. ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, ხშირად დაისვენეთ.


11.ძაღლი

imageძაღლი მტკიცედ იცავს თავის პრინციპებს და სამართლიანობით გამოირცევა. მათთვის ნამდვილად კარგი პერიოდი დგება, რადგან ვარსკვლავების მფარველობის ქვეშ აღმოჩნდებიან: ბედნიერება, წარმატება, სიხარული, მოვლენათა იღბლიანი დამთხვევა... ძაღლებს მხოლოდ ბედის საჩუქრი ელით. წარმატება ელით ფინანსებში, პირად ცხოვრებაშიც და ყოფით წვრილმანებშიც კი.

შემოქმედებით დაკავებული ძაღლები კი ბოლოსდაბოლოს აღიარებას მოიპოვებენ. ჯანმრთელობაზე შეუძლიათ არ იდარდონ.


12.ღორი (ტახი)

imageეს ადამიანები შესანიშნავი პარტნიორები და კომპანიონები არიან. 2018 წელი მათაც უამრავ საჩუქარს პირდება. რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერი გამოუვათ. მხოლოდ სიზარმაცეს და მერყეობას შეუძლიათ მათ ხელი შეუშალონ იმ შესაძლებლობების რეალიზებაში, რომელსაც მათ ეს წელი უმზადებთ.

ურთიერთობა სტაბილური იქნება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეაწუხებთ, თუმცა კარგი იქნება თუ დაისვენებენ და ცხოვრების სასიამოვნო მომენტებით დატკბებიან.

0
1418
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0