x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სენსაციური აღმოჩენა საქ-აქტუნის გამოქვაბულში ანუ რა კავშირია ინდიელებსა და აღმოსავლეთ ციმბირში მცხოვრებ ხალხებს შორის
მექსიკაში, კინტანა-რიოს შტატის ჯუნგლებში მდებარე მიწისქვეშა გამოქვაბულების ლაბირინთებში მიედინება მსოფლიოში ყველაზე გრძელი მიწისქვეშა მდინარე. ამ სტატიაში ჩვენ მოვინახულებთ ამ ლაბირინთების ყველაზე იდუმალ და ბნელ კუთხეებს და გავარკვევთ, თუ რა კავშირია ამერიკელ ინდიელებსა და აღმოსავლეთ ციმბირში მცხოვრებ ხალხებს შორის.



image



მიწისქვეშა გამოქვაბულების დახლართულ ლაბირინთებში მიედინება მდინარე, რომლის სიგრძე 215 კილომეტრს აღწევს. ის შედის მიწისქვეშა მდინარეების სისტემის შემადგენლობაში, რომელიც ცნობილია საქ-აქტუნის სახელწოდებით. მაიას ტომის ენიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც "თეთრი გამოქვაბული".



image




მდინარეების მთელი ქსელის საერთო სიგრძე ათიათასობით კილომეტრს შეადგენს და დღესდღეობით მისი მხოლოდ 1%-ია გამოკვლეული.



image



სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ გამოქვაბულების სისტემა 65 მილიონ წელზე მეტს ითვლის. არსებობს მოსაზრება, რომ უხსოვარ დროს იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩამოვარდა უზარმაზარი მეტეორიტი, რომელმაც ძალიან დიდი კრატერი წარმოშვა. დროთა განმავლობაში ეს კრატერი წვიმის წყლით ივსებოდა და ასე გაჩნდა მიწისქვეშა მდინარეების ქსელი.



image



მაიას ტომის ინდიელებში წყალქვეშა მდინარეები ოდითაგანვე წმინდათაწმინდად ითვლებოდა - მათი რწმენის მიხედვით, მიწის ქვეშ გამდინარე წყლები ასახიერებდნენ მიცვალებულების სამეფოს - შიბალბას, სადაც ადამიანები ხვდებიან გარდაცვალების შემდეგ. შიბალბაში შესვლა ადვილია, მაგრამ იქედან გამოსვლა -შეუძლებელი.

სწორედ ამ ლეგენდას უკავშირდება ერთი საინტერესო ისტორია, რომელსაც ადგილობრივები სიამოვნებით უამბობენ მიწისქვეშა გამოქვაბულების სანახავად ჩასულ ტურისტებს.



image



ერთ მშვენიერ დღეს მაიას ტომის ინდიელები (ეს ტომი ჯერ კიდევაა შემორჩენილი იუატაკანის ნახევარკუნძულზე) სანადიროდ გაეშურნენ ჯუნგლებში, რომელიც ქალაქ ტულუმის ჩრდილოეთით მაიას რივიერაზე მდებარეობს. ყველაფერი მშვეენივრად მიდიოდა, მონადირეები თავიანთ ჩვეულ საქმეს აკეთებდნენ. როდესაც მზე ჰორიზონტს მიღმა მიიმალა, ინდიელები შეგროვდნენ და სოფელში დაბრუნება დააპირეს, თუმცა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ერთი მათგანი სადღაც გამქრალიყო. დიდხანს ეძებდნენ მონადირეები მეგობარს, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნეს და დაღონებულები დაბრუნდნენ სოფელში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნადავლის ძებნაში მოხეტიალე ინდიელს უცებ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და უფსკრულში ჩავარდა. როცა მამაკაცი გონს მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ის ცივ წყალში ეგდო, ირგვლივ წკვარამი სიბნელე იდგა და სულ მცირეოდენი ხმაც კი არ ისმოდა. ინდიელი წამოდგა და ხელის ცეცებით გაუყვა გამოქვაბულს. არც ერთი სულიერი იქ არ ჩანდა. რამდენიმე წუთის ხეტიალის შემდეგ მან გაიგონა წყლის წვეთების ხმა და მიხვდა, რომ ეს იყო შიბალბა-მკვდრების სამეფო, საიდანაც გამოსასვლელი არ არსებობს. ინდიელმა მხოლოდ ის შეიგრძნო, რომ აქ მიედინება მდინარე, რომელიც ათიასათობით კილომეტრზე გრძელდება და შანსი იმისა, რომ იქედან გამოსასვლელი იპოვო, პრაქტიკულდ ნულის ტოლია.



image



რამდენიმე დღის განმავლობაში მიცურავდა ინდიელი მიწისქვეშა ლაბირინთებში მდებარე ცივ მტკნარ წყალში. შიმშილისა და სიცივისაგან მას დროდადრო გონი ეკარგებოდა და ამ დროს ესმოდა უცნაური ხმები-შიბალბას ძახილი, რომელიც მამაკაცში შიშსა და სინანულს იწვევდა. ის მიცურავდა უფრო და უფრო ღრმად და სულ უფრო უახლოვდებოდა ხმას, რომელიც თავისკენ უხმობდა და მაშინ, როცა ხსნა თითქოს არსაიდან იყო, ინდიელმა დაინახა წყლის ზედაპირზე დაცემული სინათლის სვეტი. მამაცმა მონადირემ ამ ადგილისკენ გაცურა, გაანგრია გამოქვაბულის თხელი კედელი და ჯუნგლებში აღმოჩნდა, სადაც მას ხსნა ელოდა.



image



ინდიელს, რომელმაც მიწისქვეშა სამყაროში იმოგზაურა, სახელად მანუ ერქვა. მანუ სახლში დაბრუნდა და თანასოფლელებს უამბო, რაც შეემთხვა. მეორე დღეს მან შეკრიბა მეგობრები და ნათესავები და იმ ადგილისაკენ გაეშურა, საიდანაც ჩავარდა მიწისქვეშეთში. მონადირეები თოკებით ჩაეშვნენ გამოქვაბულის სიღრმეში, სადაც მდინარე მიედინებოდა, აანთეს ფანრები და ენით აუწერელი სილამაზე იხილეს. ეს მოხდა 1989 წელს.



image



რამდენიმე წლის შემდეგ მანუმ გადაწყვიტა საქ-აქტუნის გამოქვაბული ფართო საზოგადოებისათვოს გაეცნო: მან სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო მიწის ეს ნაკვეთი, დააყენა გენერატორი, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა მიწისქვეშა განათების დამონტაჟება და 2012 წელს მექსიკის მარგალიტმა კარი გაუღო დამთვალიერებლებს.

საქ-აქტუნის მიწისქვეშა სამყაროში მოხვედრა შესაძლებელია თხუთმეტმეტრიანი კიბით, რომელიც გამოქვაბულის ვიწრო ჩასასვლელთანაა დამაგრებული. კიბის ბოლოში ჩასულ ტურისტს ელოდება განსაცვიფრებელი სილამაზის ზღაპარი, რომელიც ათასობით კილომეტრზე გრძელდება. თვალს იტაცებს გამოქვაბულების ნაირფეროვნება, უმშვენიერესი სტალაგმიტები და სტალაქტიტები და ბუნების მიერ შექმნილი სხვა უცნაური ფორმები.

წყალქვეშა სამყაროში ბინადრობს რამდენიმე სახეობის თევზი, კალმარები, გიგანტური კრევეტები, ლოქოები, მტკნარი წყლის კიბოები და ღამურის ხუთი ჯიში.



image



საქ-აქტუნის მდინარეში მიედინება მინერალური წყალი, რომელიც კრისტალურად სუფთაა და მუდამ ინარჩუნებს 23-24 გრადუს ტემპერატურას.



image



ცოტაოდენი ხნის წინათ საქ-აქტუნის გამოქვებულის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. აქ ნაპოვნი იქნა 15-16 წლის გოგონას თავის ქალა, რომლის ასაკი 12-13 ათასი წელია.



image



თავის ქალა გამოკვლეული იქნა პალეონტოლოგების, ანთროპოლოგების და გენეტიკოსების ჯგუფის მიერ, რომელსაც ხემლძღვანელობდა ვაშინგტონის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ჩატერსი. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ნაიას ("ნაია-წყალქვეშა ნიმფა"-ასე დაარქვეს გოგონას) აქვს უფრო ვიწრო და წაგრძელებული თავის ქალა, ვიდრე თანამედროვე ინდიელებს. ეს ქალა ფორმით ძალიან წააგავს ძველი ციმბირის ადგილობრივი მოსახლეობის თავის მოყვანილობას.



image



მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაიას კბილის ქსოვილის დაუზიანებელი ნაწილი, რომლის დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას დნმ სავსებით შეესაბამება თანამედროვე ინდიელების დნმ-ს. ეს ამტკიცებს იმ თეორიას, რომ ძირძველი ამერიკელი ინდიელები წარმოიშვნენ ადრეული პალეოამერიკელებისაგან, რომლებიც აღმოსავლეთ ციმბირიდან ბერინგის სრუტის გავლით იყვნენ მიგრირებულნი ამერიკის ტერიტორიაზე.



image



გამოქვაბულს, სადაც გოგონას ნაშთები აღმოაჩინეს, ჰოიო-ნეგროს გამოქვაბული ეწოდება. ესაა ყველაზე ძველი ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, რაც კი ამერიკის ტერიტორიაზე აღმოუჩენიათ. იგი 13 000 წელს ითვლის.

აი, ამ კბილზე ჩატარდა რადიონახშირბადოვანი ანალიზი, რის მიხედვითაც დადგინდა თავის ქალის ასაკი.



image



დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ ულამაზესი ვიდეოები საქ-აქტუნის გამოქვაბულდან, რათა ვირტუალურად მაინც ვიმოგზაუროთ მის ულამაზეს წყალქვეშა ლაბირინთებში.



3
310
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
310
  
2018, 20 თებერვალი, 23:34
მადლობა, გაიხარე. ძლივს ერთი ადამიანი გამოჩნდა, ვისაც ბომონდური ჭორების და ჰოროსკოპების გარდა სხვა რამეც აინტერესებს.:)
2018, 20 თებერვალი, 19:41
ყოჩაღ მანჩო, ძალიან მაგარი სტატიაა
2018, 19 თებერვალი, 20:36
ესეთ საინტერესო სტატიას ეს ნახვა არ შეშვენის
0 1 3