x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია

image

სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია ბიჰევიორიზმისა და კოგნიტური ფსიქოლოგიის საპასუხოდ აღმოცენდა. ავტორია ალბერტ ბანდურა. აღნიშნული თეორია ეყრდნობა ბიჰევიორალურ მოსაზრებას, რომ ადამიანი განამტკიცებს თავის ქცევას, რომელსაც მისთვის სასურველი შედეგი - ჯილდო მოჰყვება. თუმცა უარყოფს მათ მთავარ დებულებას-იმას, რომ ქცევა აუცილებლად საჭიროებს პირდაპირ განმტკიცებას. ბანდურას თეორიის თანახმად, პიროვნების მიერ ქცევების ათვისებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია შემეცნება (კოგნიტური ფსიქოლოგია). ბანდურას თვალსაზრისით, პიროვნების ფორმირება ხდება გარემოს, ინდივიდუალური მახასიათებლების და ქცევის ურთიერთკავშირის შედეგად. აღნიშნული ურთიერთქმედება რეციპროკულია, ანუ ორმხრივი. აღნიშნული თეორიის თანახმად, ქცევის ათვისება ხდება ორი გზით: მოქმედებით და დაკვირვებით.


მოქმედებით სწავლა ჰგავს ბიჰევიორისტულ ქცევის განმტკიცებას ესაა დასწავლის ტიპი, რომელიც ახასიათებთ როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს. მიმდინარეობს ჯილდოს მიღების-სასჯელის თავიდან არიდების პრინციპით. შემეცნება კიდევ უფრო აჩქარებს დასწავლას.



დაკვირვებით სწავლისას ჩვენ მივმართავთ მოდელირებას, ანუ გარკვეულ ქცევას ვითვისებთ სხვებზე დაკვირვების პროცესში. იმისთვის, რომ გარკვეული ქცევა ავითვისოთ, საჭიროა: ყურადღება, რომელიც უნდა მივმართოთ სასურველი მოდელისკენ; მეხსიერება, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ნანახი ქცევის გონებაში აღდგენას; შესაბამისი ფიზიკური და ფსიქიკური უნარები, რომლებიც დაგვეხმარებიან ქცევის შესრულებაში და ბოლოს მოტივაცია, სურვილი, რომ გარკვეული ქცევა იყოს ათვისებული.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0