საზოგადოება თბილისში არასრულწლოვანს, რომელიც ფეხშიშველი მათხოვრობდა ახალი ფეხსაცმელი ჩააცვეს 2018, 18 თებერვალი, 23:39 თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე არასრულწლოვან ბიჭს, რომელიც თავს მათხოვრობით ირჩენს და ტროტუარზე ფეხშიშველი იჯდა, გამვლელმა იმავე ფეხსაცმლის მაღაზიაში ახალი ფეხსაცმელი უყიდა და თავადვე ჩააცვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება. არასრულწლოვანი ბიჭი ამბობს, რომ ოჯახს უჭირს და იძულებულია შემწეობა ქუჩაში გამვლელებისგან ითხოვოს. 617 2-ს მოსწონს
|