x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გრძნობები, რომლებიც უნივერსიტეტმა უნდა გაგიჩინოთ!

image

როცა მომავალზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ მალე ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდება და ახალ ცხოვრებას დავიწყებ - ჩემი უნივერსიტეტის გარეშე. სანამ ნოსტალგია შემიპყრობს, გადავწყვიტე, გაგაცნოთ ჩემი თვალით დანახული თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.

რთულია, არ ვიყო მიკერძოებული ჩემი გრძნობების გამოვლენისას, მაგრამ დავიცავ ობიექტურობას. მინდა, გიამბოთ იმ გრძნობებზე, რომლებიც ჩემმა უნივერსიტეტმა გამიჩინა.

გრძნობა 1. მუდმივი სწრაფვა განვითარებისადმი

უნივერსიტეტი ორიენტირებულია ხარისხზე და ჩვენთან ხშირია არაფორმალური განათლების საშუალებით სტუდენტების მუდმივ, მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნვა. უნივერსიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს პროფესიული უნარების განვითრებას ტრენინგებით, პრაქტიკისა და სტაჟირებების პროგრამებით, ასევე ატარებს დასაქმების ფორუმს. სწორედ ამ ფორუმის საშუალებით მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში, სადაც ამჟამად სტაჟირებას გავდივარ და სწავლის დასწრულების შემდეგ შევძლებ სრული განაკვეთით დასაქმებას.

გრძნობა 2. ჩემზე ზრუნავენ

სტუდენტებისთვის მრავალი წახალისების მეთოდები არსებობს. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, დასაქმების პროგრამებში ჩართვა, შეღავათის მოპოვება სწავლის გადასახადში, სტიპენდიის მიღება 500 ლარის ოდენობით. დიახ! ეს ყველაფერი რეალურია! მაღალი აკადემიური მოსწრების წყალობით მე თვითონ ვიღებ სტიპენდიას 500 ლარს, ასევე შეღავათს სწავლის გადასახადში, რაც, ფაქტიურად მათავისუფლებს სწავლის საფასურისგან.

გრძნობა 3. პასუხისმგებლობა

რთულია, გახდე სტუდენტი მხოლოდ საჯარო სკოლის გაკვეთილებით და კიდევ უფრო რთულია გაიარო დამატებით ხარისხიანი სწავლება, ამიტომ ჩემს უნივერსიტეტში არსებობს აბიტურიენტთა მომზადების პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მინიმალური თანხით მოემზადონ ნებისმიერ საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. მე ეს შანსი არ მქონია, მაგრამ ახლა ყველა აბიტურიენტს ვურჩევ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

გრძნობა 4. მე მსოფლიოს ნაწილი ვარ

ჩემი უნივერსიტეტი ორიენტირებულია საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობაზე. უნივერსიტეტი ჩართულია ერაზმუს+ გაცვლით პროგრამაში. არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს აგზავნიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, არამედ ჩვენც ვმასპინძლობთ უცხოელ სტუდენტებს. ამჟამად, ჩვენთან სწავლობენ სტუდენტები რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ასევე, უნივერსიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო სტუდენტურ ორგანიზაციასთან AIESEC საქართველო. მე პირადად იტალიაში ამ პროექტის საშუალებით გავემგზავრე და ავისრულე დიდი ხნის ოცნება. რაც მთავარია, მივიღე უდიდესი გამოცდილება და წარუშლელი შთაბეჭდილებები. ეს იყო დაუვიწყარი ერთი თვე ჩემს ცხოვრებაში.

ჩვენ უნივერსიტეტი მხოლოდ ქართველ აბიტურიენტებზე როდის ზრუნავს?! თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი თანამშრომლობს უცხოურ სააგენტოებთან და ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან.

ვაღიარებ, აბიტურიენტობისას ამდენ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობდი და არავის მოუწოდებია ეს სიახლეები ჩემთვის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა. ვფიქრობ, შევძელი ცოტაოდენი ინფორმაცია მაინც მომეწოდებინა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის შესახებ. ჩვენთან ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს მაქსიმალურად ეძლევათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობანი, განვითარდნენ, გაცვლითი პროგრამით იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში, კულტურული ურთიერთობა ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, და რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით.

რა თქმა უნდა, უფლება გაქვთ ეს ყველაფერი გაზვიადებულად მოგეჩვენოთ. იმისათვის, რომ ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდეთ ერთი გზა რჩება - გახდეთ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი.

მე და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გელით.


0
16
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0