x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4 საბავშვო ამოცანა, რომელთაც უფროსებიც ვერ ხსნიან. შენ შეგიძლია ამოხსნა?

ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ერთ-ერთ გასართობს წარმოადგენს 10 თითქმის ერთნაირი ფოტოდან განსხვავებების პოვნა, გამოცანები და სხვა, რაც ყოველთვის არ იყო ადვილი, თუმცა იყო საინტერესო. ჩვენს ზრდასთან ერთად კი თავსატეხებიც გაიზარდა და გახდა მრავალფეროვანი. უკვე დიდი ხანია მათი გამოცნობა ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და სახალისო გასართობს წარმოადგენს. ალბათ ყველას მოგიწიათ მრავალ თეთრ ძაღლში პანდას ამოცნობა; ან სულაც კატებსა და ძაღლებს შორის უცხო ობიექტი აღმოგეჩინათ; კაბისა და სპორტული წყვილის- ფერების დადგენაც ხომ დიდი თავსატეხი იყო; ბევრისთვის არც მაქსიმალურად გადიდებული ობიექტების სტრუქტურები აღმოჩნდა ადვილი გამოსაცნობი.

პროფესიის არჩევის პროცესში თქვენი ნიჭისა და უნარების გაცნობიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს უნდა წარმოადგენდეს. რა ხდება, როცა თქვენი უნარები და სამუშაო ერთმანეთს არ შეესაბამება? ასეთ ვითარებაში ადამიანს მუშაობის პროცესში სიამოვნების მიღების შესაძლებლობა ერთმევა. რაც უფრო შორდებით თქვენი ნიჭისა და უნარების სრულად გამოხატვის შესაძლებლობას, მით უფრო ნაკლები შანსია მიიღოთ სიამოვნება სამუშაოსგან.

სამუშაო უნარები - ეს არის კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეთ კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაინტერესებთ ფლობთ თუ არა "უნარს" და ხართ თუ არა დაკვირვებული? სწორედ ამიტომ გთავაზობთ 4 ამოცანას, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ბევრმა უფროსმა ვერ ამოხსნა. შეძლებ შენ?!



თავსატეხი № 1. ეს არის მარტივი ტესტი ჰონგ-კონგის დაწყებითი კლსების მოსწავლეებისთვის. შეგიძლიათ გამოიცნოთ ავტომობილის ქვეშ რა ციფრი იმალება? image




თავსატეხი № 2. სკოლამდელი ბავშვები ამოცანას 5-10 წუთში ხსნიან, პროგრამისტებს კი მასზე ერთ საათამდე დრო ჭირდებათ.image




თავსატეხი № 3. სინგაპურის მესამე კლასის მოსწავლეები ერთი ამოსუნთქვით ხსნიან ამ თავსატეხს.image




თავსატეხი № 4. თავსატეხი 12-13 წლის მოზარდებისთვის აშშ-დან. კოლოფში არის 50 შოკოლადი, რომელთაგან 30-ის შიგთავსი კარამელითაა, 25 ქოქოსით, 10 ქოქოსი და კარამელით ერთად, დანარჩენი კი შიგთავსის გარეშე.


კითხვა: რომელი დიაგრამა გამოხატავს დახასიათებას? image




იხილეთ პასუხები:


1. თუ სურათს გადმოატრიალებთ, მარტივად მიხვდებით რომ სწორი პასუხია 87.


2. აუცილებელი იყო მხოლოდ დახურულ რიცხვებზე წრეების დათვლა, მაგ: რიცხვ 6-ს აქვს ერთი წრე, 8-ს ორი და ა.შ. მაშასადამე 2581 = 2.


3. ქვედა რიგის ორი ნომერი უნდა მიუმატოთ ერთმანეთს, მაგ: 198 + 263 = 461 მიღებულ შედეგს 461-446=15. დანარჩენ წყვილებსაც ასე მოხსნით და ყველა შემთხვევაში მიიღებთ 15. ეს არის გასაღები მაგალითის ამოსახსნელად. სწორი პასუხი კი ასეთია: D = 1345; E = 2440.


4. რამდენი შოკოლადია მხოლოდ კარამელის? 30 - 10 = 20.
რამდენი შოკოლადია მხოლოდ ქოქოსით? 25 - 10 = 15.
რამდენი შოკოლადი დარჩა შიგთავსის გარეშე? 50 - (20 + 15 +10) = 5.

სწორი პასუხია დიაგრამა B.




0
722
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
722
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0