სხვა კარლ როჯერსის თეორია 2018, 18 თებერვალი, 20:49
ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს პიროვნულ ზრდას ჩვენდამი გულწრფელი და გულღია დამოკიდებულებით. პირადი გრძნობების, შეხედულებების, მიზნების, შიშებისა და ოცნებების გულახდილი გაზიარებით. ასევე ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს ზრდა-განვითარებას კეთილგანწობილი დამოკიდებულებითაც. ადამიანებს ბავშვობიდანვე სჭირდებათ სხვა ადამიანების მოწონება. მშობლების, მასწავლებლების და სხვა ადამიანების შეფასება გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე. როცა სხვა ადამიანის შეფასება ემთხვევა ბავშვის თვითშეფასებასა და თვითაღქმას, მას უყალიბდება პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. აუცილებელია ბავშვმა იცოდეს, რომ იგი უპირობოდ უყვართ, ანუ მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს, იგი მაინც ეყვარებათ. მაგალითად, თუ ბავშვი ცუდად მოიქცევა, მშობლებმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ იგი ცუდად მოიქცა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას, რომ იგი ცუდი ბავშვია. ამგვარ დამოკიდებულებას როჯერსი, უპირობო დადებით განწყობას უწოდებს და იგი ადამიანს მთელი ცხვორების განმავლობაში სჭირდება. თვითაქტუალიზაციისთვის და განვითარებისთვის საჭიროა ემპათიაც, როცა ადამიანს უსმენენ და განიცდიან მასთან ერთად, ისინი სწავლობენ თავიანთი განცდების უკეთ აღქმასა და სწორად გაგებას. 234 შეფასება არ არის
|