x
image
კატო ემხვარი
იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. ამ დრომდე გუბერნატორის ხელფასი 2950 ლარი იყო, თებერვლიდან კი მისი ხელფასი 5900 ლარი იქნება.


image

ხელფასის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. პრემიერისვე გადაწყვეტილებით, გაიზარდა გუბერნატორის მოადგილეების და, ასევე, ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებიც.


იმერეთის გუბერნატორის პოსტს ამ დროისათვის გივი ჭიჭინაძე იკავებს.



0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0