x
მეტი
  • 05.04.2020
  • სტატია:100959
  • ვიდეო:345680
  • სურათი:463722
ადამიანის განვითარების ფსიქოსოციალური თეორია
image
ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი ცდილობდა გადაეხედა ფროიდის განვითარების ფსიქოლოსექსუალური თეორიისთვის, მათ შორის ყველაზე ცნობილია ერიკ ერიქსონი. ერიქსონმა ფროიდის თეორია შეისწავლა და დაინახა ხარვეზები მასში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა, "მე"-სთან დაკავშირებული პროცესების წინ წამოწევა იყო. ერიქსონი ეგოს განვითარებაზე აკეთბს მთავარ აქცენს, ამას გარდა, თუ ფროიდის თვლიდა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვობის გამოცდილებას და არ განიხილავდა მოზარდობის შემდეგ პერიოდს, ერიქსონმა თავის თეორიაში ადამიანის მთელი სასიცოცხლო ციკლი მოიცვა.

ერიქსონი ადამიანის ცხოვრებას ეგოს ფსიქოსოციალური განვითარების 8 სტადიად ყოფს. თითოეული სტადია დგება მისთვის განსაზღვრულს დროს და აუცილებელია ყველა სტადიის თანმიმდევრულად გავლა სრულყოფილად ფუნქცირებადი ადამიანის ჩამოყალიბებისთვის. თითოეულ სტადიას ახლავს კრიზისული მომენტი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ადამიანი ახალ ფსიქიკურ უნარს იძენს და რომელიც ეხმარება ადამიანს შემდეგი სტადიის კრიზისის დაძლევაში. განვიხილოთ თითოეული სტადია:

1. ბაზისური ნდობა- უნდობლობა- ( დაბადებიდან 18 თვემდე) ერიქსონის აზრით, ადამიანის სამყაროსადმი და სხვა ადამიანებისადმი ნდობას განაპირობებს მის მიერ ბავშბობაში მიღებული მზრუნვლობის ხარისხი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, მის ყველა სტიმულზე რეაგირებენ და ბავშვი იღებს იმდენ სითბოსა და სიყვარულს დედისგან რამდენიც საჭიროა, მაშინ მას უყალიბდება ბაზისური ნდობა.იგი დადებითად განეწყობა სამყაროსადმი, ამყარებს ემოციურ ურთიერთობებს სხვებთან.

საწინააღმდეგო შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება ეჭვი სამყაროს მიმართ, შფოთვა და უჭირს ემოციური ურთიერთობების დამყარება სხვებთან, მიდრეკილია სხვების გაკონტროლებისკენ.


2.ავტონომია, დამოუკიდებლობა -სირცხვილი და ეჭვი (18 თვიდან 3 წლამდე)-ამ პერიოდში ბავშვს უჩნდება სურვილი შეისწავლოს სამყარო და საკუთარის თავი, საკუთარი სხეული. იმ შემთხვევაში თუ მშობლები მას საშუალებას აძლევენ იყოს დამოუკიდებელი, არ ზღუდავენ მის აქტიობას და ამავდროულად, იცავნენ მას საფრთხისაგან, იგი იზრდება დამოუკიდებელი, ავტონომიური და უყალიბდება თვითკონტროლის განცდა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, იგი ყალიბდება სხვებზე დამოკიდებული, გაუბედავი პიროვნება.

3. ინიციატივა- დანაშაულის განცდა (3-დან 6 წლამდე)- ამ სტადიაზე ბავშვს უჩნდება ინიციატივის სურვილი, მიზნობრიობის განცდა. იგი გარკვეული მიზნით იწყებს მოქმედებას. ამ პერიოდში მშობლები თუ ხელს შეუწყობენ ბავშვის ინიციატივას, წაახალისებენ მას აქტიობისკენ, არ უგულებელყოფენ მის ინტერესებსა და შეკითხვებს, იგი ჩამოყალიბდება მიზანდასახულ ადამიანად. წინააღმდეგ შემთხევავში, ბავშვს უჩნდება დანაშაულის განცდა, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიყვება.

4. შრომისმოყვარეობა-არასრულფასოვნება (6-დან 12 წლამდე)- ამ პერიოდში ბავშვები შედიან სკოლაში, იქ მათ შეუძლიათ გამოიჩინონ შრომისმოყვარეობა, რითიც დაიმსახურებენ პატივისცემას და აღიარებას, საწინააღმდეგო შემთხვვაში კი არასრულფასოვნების განცდა უჩნდებათ. მშობლებს შეუძლიათ წაახალისონ ბავშვი სწალვაში, ახალი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რითიც ხელს შეუწყობენ მის განვითარებასა და კომპეტენტურობის განცდას.

5. იდენტობა-როლების აღრევა (12-დან 19 წლამდე)-ამ პერიოდში ადამიანს უჩნდება კითხვა " ვინ ვარ მე?", ამ კრიზისის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაშეი ადამიანი პოულობს საკუთარ გზას, საკუთარ საქმეს და ერთგულია თავისი დაპირებებისადმი. ნეგატიურად გადაწყევტის შემთხვევაში, ადამიანი ვერ პოულობს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში, და განიცდის როლურ დიფუზიას.

6. სიახლოვე, ინტიმრობა-სიმარტოვე, იზოლაცია (20-25 წელი) ამ პერიოდში ადამიანს უყალიბდება სხვასთან სიახლოვის, ინტიმურობის მოთხოვნილება. ამ კრიზისის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში ადამიანები აყალიბებენ ღმა ურთიერთობებს, ქმნიან მოსიყვარულე ოჯახს და შეუძლიათ სიყვარული. მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი წარმატებით ვერ გაართმევს თავს ამ კრიზისს, მათ უჩნდებათ პრობლემები ურთიერთიბებში, აქვთ ზერელე ურთიერთობები და ნამდვილი ინტიმურობა მათთვის რისკის შემცველია.

7. ზრუნვა, გენერალიზაცია- სტაგნაცია(26 დან 65 წლამდე)-ამ პერიოდში ადამიანები იწყებენ საზოგადოებაზე და მომავალ თაობაზე ზრუნვას. მათ უჩნდებათ სურვილი აკეთონ კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმე, იყვენენ შემოქმედებითები, იზრუნონ სხვებზე. წინა სტადიების წარუმატებლად გადალახვის შემთხვევაში, ადამიანები ფოკუსირდებიან მხოლოს საკუთარ თავსა და საკუთარ მოთხოვნილებებზე.

8. ეგოს მთლიანობა-სასოწარკვეთილება ( 65 წლის შემდეგ) -ამ პერიოდში ადამიანი გადახედავს თავის ცხოვრებას და იმის მიხედვით, თუ როგორ განვლო მან წინა პერიოდის კრიზისები, უჩნდება მთლიანობის, ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდა ან სინანული წარსულის გამო და სასოწარკვეთილება. ამ პერიოდში კმაყოფილ, მთლიან ადამიანებს ცხოვრებისეული ცოდნა ანუ სიბრძნე ახასიათებთ.

0
122
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0