x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეპერმა დრეიკმა გამვლელებს მილიონი დოლარი დაურიგა
imageკანადელმა რეპერმა დრეიკმა ახალი კლიპის გადაღების დროს შემთხვევით გამვლელებს მილიონი დოლარი დაურიგა.


ახალი ვიდეოკლიპი God’s Plan-ის გადაღება თითქმის მილიონი დოლარი დაჯდა, დრეიკმა კი ფული შემთხვევით გამვლელებს დაურიგა, სუპერმარკეტის კლიენტებს ფული თვითონ გადაუხადა, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი სკოლას გადაურიცხა.


-ეს ფული სულ დავარიგეთ, არ უთხრათ ლეიბლს-ნათქვამია კლიპის შესავალში, დრეიკმა სახანძროს შეწირა 20 000 დოლარი, მუსიკალურ სკოლას 10 000, ახალგაზრდა გოგონას უნივერსიტეტში სწავლის ფული გადაუხადა, ხოლო მოზარდ ფანს მანქანა აჩუქა, არც ქალთა თავშესაფარი დატოვა ყურადღების გარეშე.


კანადელი რეპერი დრეიკი(ობრი დრეიკ გრემი)შოუ ბიზნესს პირველად მსახიობის სახით მოევლინა 2000-იანი წლების დასაწყისში სერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“, შემდგომ მსახიობობა აღარ ისურვა და გადაწყვიტა რეპერი გამხდარიყო.



2010 წელს გამოდის მისი სადებიუტო ალბომი "Thank Me Later ", რომელიც "ბილბორდის" ჩარტების სათავეში მოექცა და პლატინის სტატუსი შეიძინა.ამის შემდეგ მუსიკოსმა კიდევ სამი ალბომი გამოსცა, განსაკუთრებით წარმატებული ბოლო, 2016 წლის ალბომი "Views"-ს გამოდგა, რომელიც "ბილბორდის" ტოპ 200-ში ლიდერობდა რვა კვირის განმავლობაში, აშშ-ში ოთხმაგი "პლატინა" მოიპოვა და მარტო პირველ კვირას 1, 04 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.

ამის გარდა რეპერი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერია (ფსევდონიმით Champagne Papi)ხოლო ფსევდონიმით „OVO“ უშვებს ტანსაცმლის კოლექციებს და მიჰყავს გადაცემა Beats 1 Radio-ზე.

ვიდეორგოლის ნახვა youtube-ზე შეგიძლიათ.


2
268
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
2018, 18 თებერვალი, 20:34
)))))))
2018, 18 თებერვალი, 20:31
ოოოოოო, რამდენი მატირეეეეეს.....
0 1 2