x
7 პროდუქტი, რომელიც აკნეს იწვევს

აკნე ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადება, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნო გზებით იჩენს თავს. შეიძლება ვერც კი ამჩნევთ, რომ თქვენი საყვარელი საკვები აკნეს გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზია. სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში. ზოგჯერ გარკვეული სახის საკვები იმაზე მეტ ზიანს აყენებს თქვენს ორგანიზმს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალს, რომელთა რაოდენობის შემცირებაც თქვენი კვების რაციონში, აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

1. რძე და რძის პროდუქტები

image

ჭარბმა რძემ შეიძლება ზედმეტი ინსილუნის გამომუშავებას შეუწყოს ხელი, აქედან გამომდინარე, ის ინსულინოგენურად ითვლება. ასევე რძემ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების მოჭარბება. ჰორმონები კი პირდაპირ კავშირშია აკნესთან. ასე რომ, თუ გინდათ აკნეს თავი აარიდოთ, რძის პროდუქტების მოხმარების სიხშირე მკვეთრად უნდა შეამციროთ.

2. პური

image

გლუტენი, რომელსაც პური საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, არა მარტო აზიანებს პატარა ნაწლავებს, არამედ ზრდის სხვადასხვა ანთებით პროცესს ორგანიზმში. მისი ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს ანტიოქსიდანტების გამოდევნას თქვენი სხეულიდან. ამიტომ, პურის ამოღება თქვენი ყოველდღიური რაციონიდან საკმაოდ სასარგებლო იქნება თქვენთვის.

3. ისპანახი


image

როგორც წესი, ისპანახი რეკომენდირებულია იმისთვის, რომ ჯანსაღი და სუფთა კანი გქონდეთ. თუმცა, ისპანახის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამონაყარის სახით იჩინოს თავი. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს.

4. შემწვარი საკვები

image

ე.წ "ფასთ ფუდმა" აკნე შეიძლება ძალიან გაამწვავოს. ასეთი საკვები ზედმეტ ცხიმს შეიცავს, რომელიც ცუდად მოქმედებს არა მარტო სახის კანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე. ასეთი საკვების ჭარბი მოხმარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ზედმეტი ცხიმის გამოყოფას.

5. ალკოჰოლი

image

სხვა ცუდ რეზულტატთან ერთად ალკოჰოლმა შეიძლება დისბალანსი გამოიწვიოს ტესტოსტერონის ან ესტროგენის დონეებზე ორგანიზმში. ამასთანავე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება თუთიის ნაკლებობას იწვევს, თუთია კი აკნესთან ბრძოლის ერთ–ერთ საშუალებად მიიჩნევა.

6. კოფეინი

image

გარდა იმისა, რომ კოფეინი აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, ის ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას მთლიანად სხეულზე. ამიტომ თუ თქვენ გინდათ ლამაზი კანი გქონდეთ, მაშინ ყავის ან ნებისმიერი პროდუქტის, რომელიც კოფეინს შეიცავს, მოხმარება უნდა შეამციროთ.

7. ცხარე საკვები

image

გარდა იმისა, რომ ცხარე საკვები საჭმლის მომნელებელ სისტემას მკვეთრად აზიანებს, ის აკნეს გავრცელებასაც უწყობს ხელს. ამიტომაც რაციონში მსგავსი საკვების რაოდენობა უნდა შეამციროთ.

ასე რომ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აიცილებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და შემაწუხებელ დაავადებას და შეძლებთ დატკბეთ ლამაზი კანით.

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0