x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ილია II-სთან შეხვედრისას ატირებული შერონ სტოუნი - "ეს იყო ნეტარების დღე, ხშირად ვიხსენებ.."
image " ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში, ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში.." - შერონ სტოუნი

მსოფლიო კინოს მეგა ვარსკვლავი, ქალი, რომელიც 90-იანი წლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობია. გამორჩეული ინტელექტუალი ჰოლივუდში ( მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს აღემატება. რაც ალბერტ აინშტაინის მაჩვენებლს უტოლდება) შერონ სტოუნი წლების შემდეგ საქართველოში სტუმრობას ძალიან თბილად იხსენებს. მეგავარსკვლავი თბილისს 2011 წელს მხატვრული ფილმის "აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერისთვის ეწვია.


image

შერონ სტოუნი რუსთაველის გამზირზე ფილმ "აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერაზე. 2011 წელი


მაშინ თბილისში აქტიურად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართული კულტურისადმი დიდი ინტერესითა და ხალხთან თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. დღემდე ყველას ახსოვს ატირებული შერონ სტოუნის კადრი საპატრიარქოში, ილია მეორესთან სტუმრობისას. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამ შეხვედრას წლების შემდეგაც ემოციურად იხსენებს.

image" ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში, ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო, მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ.

image შერონ სტიუნი პატრიარქის საგალობლების მოსმენისას ატირდა


შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი) სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება.. " - შერონ სტოუნი

ილია მეორემ შერონ სტოუნს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა და დალოცა.

image შერონ სტოუნი თბილისის ქუჩებში

კინოვარსკლავი ქართული სამზარეულოთიც მოიხიბლა:

" გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო, მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ." - აცხადებს მსახიობი

imageimageimage



0
3194
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
3194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0