x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134475
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
გიორგობიანი: ქართველი რაგბის ტელეწამყვანები ცოტა ზრდილობას რომ ისწავლიდნენ, არ აწყენდათ

imageსატყო სააგენტოს ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში რაგბის ქართველ კომენტატორებზე წერს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა მათ მეტი ზრდილობა რომ ჰქონდეთ.


"სირცხვილია ბოლოსდაბოლოს ეს "ბოლო ლურსმანი კუბოში" და მსგავსი. მე პირადად 18 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, ბევრი რეპორტაჟი მაქვს ნანახი და დაახლოებით მსგავსი განწყობაც კი არასოდეს მსმენია ტელევიზიიდან. ერთჯერ, ფეხბურთელ ლუკას პოდოლსკის პოლონურ წარმომავლობა მოიხსენია გერმანელმა დიქტორმა, გერმანია - პოლონეთის თმაშისას და 2 კვირა ბოდიშს იხდიდა საჯაროდ, ცუდად არ მიგულისხმიაო. მართლა სამარცხვინოა. ახლა წარმოვიდგინოთ საქართველოს ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით რომ დაამარცხოს ახალმა ზელანდიამ და მსგავსი რამე ითქვას მათი ტელევიზიით, რა ხასიათზე დავდგებით ჩვენ?

პ.ს. რაგბი ახლა იკიდებს ფეხს გერმანიაში, შვიდკაცაში სერიოზული წინსვლაც აქვთ უკვე. საქართველოს მიერ, გერმანიის დამარცხება რაგბიში ისევე ადვილია, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრებმა რომ გაანადგუროს ვანის "სულორი" და გახარებულმა გერმანელმა ტელეწამყვანმა 80 მილიონი გერმანელის გასაგონად გამოაცხადოს - "Der letzte Nagel im Sarg", - წერს ბიძინა გიორგობიანი.

1
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია მაჭარაშვილი22
ნათია მაჭარაშვილი22
112
  
2018, 18 თებერვალი, 16:20
ნამდვილად ვეთანხმები
0 1 1