x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ინტერპრსონალური ურთიერთობები და კომუნიკაცია სამუშაო გარემოში

image

სამუშაოზე შეიძლება გაჩნდეს შემდეგი ტიპის პოზიტიური ურთიერთობები და სიახლოვის შემეგი დონეები:

ა) მეგობრობა, რომელიც ცდება სამუშაოს ფარგლებს ( მაგალითად, ერთმანეთის სახლებში სტუმრობა)

ბ) მეგობრობა სამუშაოზე- მათთან ვისთანაც შეიძლება დალიო ყავა შესვენებაზე, მიირთვა ლანჩი, მაგრამ არ გქონდეს სურვილი, გაგრძელდეს ურთიერთობა სამსახურის გარეთ

გ) სიახლოვე, რომელიც გამოიხატება ნაცნობობაში, სასიამოვნო ურთიერთობაში მაგრამ არ იწვევს უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ სწრაფვას.

საქმიანი კომუნიკაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს საქმიანი კომუნიკაციის ეტიკეტს, თანამშრომლებსა, ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებისა და მომხმარებელთა შორის ურთიერთობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს სწორედ კომუნიკაცია.

მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა საქმიანი კომუნიკაციის დასაწყისია. ხშირად, კომუნიკაციის ამ ფორმას სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა პირველი შთაბეჭდილებების ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი წესი - შეხვედრისას თანამშრომლებსა და კლიენტებს უნდა მივესალმოთ.

იგივე წესები ვრცელდება დამშვიდობებაზეც - არასოდეს დაასრულოთ კლიენტთან ურთიერთობა ნათლად გამოთქმული დამშვიდობების გარეშე - „ნახვამდის“, „მომავალ შეხვედრამდე“ ან „კარგად ბრძანდებოდეთ“. საქმიანი კომუნიკაცია აუცილებლად გულისხმობს როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წარდგენას. იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრის მონაწილე ხართ, ვინმეს არ იცნობთ, თქვენი გაცნობა კი მხედველობიდან გამორჩათ, საკუთარი თავი თავად უნდა წარადგინოთ.

საქმიან კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ყურადღება ხელის ჩამორთმევას ეთმობა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ხელის ჩამორთმევა საქმიანი მისალმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ჩამოვართმევთ ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ როცა ვინმეს ხელს ართმევენ, ეს ჩამორთმევა საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს.

რა უნდა ვიცოდეთ, საქმიან ურთიერთობებში სქესთან დაკავშირებული ქცევისეტიკეტის შესახებ: უღებს თუ არა კარს მამაკაცი ქალს? - კარს აღებს ის, ვინც მასთან პირველი აღმოჩნდება; ხელის ჩამორთმევის დროს, ელოდება თუ არა მამაკაცი, სანამ ხელს ქალი გაუწვდის? - სქესის მიუხედავად, ხელს პირველი უწვდის ის, ვისაც უფრო მაღალი რანგი და სტატუსი აქვს; წამოდგება თუ არა ქალი მისალმებისას ან წარდგენისას? - აუცილებელია, რომ ქალები, მამაკაცების მსგავსად, მისალმებისას ან წარდგენისას ფეხზე წამოდგნენ; აუცილებელია თუ არა, რომ მამაკაცი წარვუდგინოთ ქალს? - დაბალი რანგისა და სტატუსის მქონე პირი, სქესის მიუხედავად, უნდა წარვუდგინოთ უფრო მაღალი თანამდებობის პირს; საქმიანი სადილის ფასი უნდა გადაიხადოს თუ არა აუცილებლად მამაკაცმა? - სქესის მიუხედავად, სადილის საფასურს იხდის მასპინძელი მხარე. ხშირ შემთხვევაში, მასპინძელია კომპანია, რომელსაც მოცემულ მომენტში შეიძლება ქალი წარმოადგენდეს; უნდა მიეხმაროს თუ არა მამაკაცი ქალს ჩანთის/მძიმე ფაილების/ნივთების წამოღებაში, მიუხედავად იმისა, სჭირდება ქალს დახმარება, თუ არა? - მამაკაცი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს ნივთების წამოღებაში, თუ მას დახმარება ესაჭიროება; უნდა მიეხმაროს თუ არა მამაკაცი ქალს პალტოს/ქურთუკის გახდაში/ჩაცმაში - მამაკაცი შეიძლება მიეხმაროს ქალს, ისევე როგორც ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს.

სავიზიტო ბარათების გაცვლა საქმიანი კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფორმაა. საკუთარი სავიზიტო ბარათის გადაცემასა და სხვისი ბარათის აღებასთან დაკავშირებული საკითხები საქმიანი ეტიკეტის განუყოფელი ნაწილია.

უმრავლეს შემთხვევაში სავიზიტო ბარათების გაცვლა ძალიან ბუნებრივად ხდება. როცა ორი ადამიანი დაასრულებს საქმიან საუბარს, რომელიც ორივესთვის საინტერესო და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მომასწავებელი იყო, გადაწყვეტს შემდეგი ურთიერთობისთვის საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალოს. ასეთ დროს ჩვეულებრივ ერთ-ერთი ამბობს: „ხომ ვერ მომცემდით თქვენს სავიზიტო ბარათს?“ ან „ხომ ვერ გამომიგზავნით ამ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით? მისამართი ჩემს სავიზიტო ბარათზეა“ და ამ ფრაზით იწყება სავიზიტო ბარათების გაცვლა.

დამატებითი კითხვა გაუჩნდა“. ასეთ ვითარებაში, საქმიანი ეტიკეტი მეორე მხარეს თავისი სავიზიტო ბარათის გადმოცემას ავალდებულებს.

გაითვალისწინეთ, რომ სავიზიტო ბარათის გაცვლა ორ ადამიანს შორის დამყარებული ურთიერთობის ნიშანია. უმრავლეს შემთხვევაში, მიუღებელია სავიზიტო ბარათის ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის დარიგება. ეს ჟესტი უარყოფს თქვენს მიერ რეალური ურთიერთობის დამყარების მნიშვნელოვნებას.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0