x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჯორჯ ორუელი "ცხოველების ფერმა" 18.02.2018

image

ინგლისელი ავტორი ჯორჯ ორუელი გავიცანი ანტიუტოპიური მოთხრობით „ცხოველების ფერმა“.

ეს არის საბჭოთა კავშირის შესახებ დაწერილი ალეგორია. მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, მკითხველი არ იწყენს და არც ტექსტის გაგება უჭირს, რადგან ავტორი სათქმელს ნათლად და გასაგები ენით ამბობს. მართალია, პერსონაჟები არინ: ცხენები, ღორები, ცხვრები, ძროხები, ქათმები, ძაღლები, ვირი, ბატი და ა.შ., მაგრამ ვის და რას გულისხმობდა ავტორი, რთული მისახვედრი არაა.


სიუჟეტი ასეთია: ფერმაში მცხოვრებმა ცხოველებმა მოინდომეს დამოუკიდებლობა მოიპოვონ, თავი გაითავისუფლონ ადამიანებისაგან, რომლებიც მათ ნაშრომს ითვისებენ. ღორმა მეიჯერმა ადამიანები მტრად გამოაცხადა და ცხოველებში აჯანყების ცეცხლი აანთო, ამის შემდეგ კი მოკვდა. მათ მოახერხეს პატრონი ფერმიდან გაეძევებინათ და ახალი ცხოვრება დაეწყოთ, შემოიღეს წესები, რომლებიც ცხოველთა თანასწორუფლებიანობას უზრუნველყოფდა, შეთანხმებულად შრომობდნენ, მოსავალი მოჰყავდათ და ინაწილებდნენ. მაგრამ სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც ადამიანებს შორის გამოჩნდებიან ხოლმე ძალაუფლებისა და პირველობის მოყვარე ერთეულები, ასე მოხდა „ცხოველების ფერმაშიც“.

ცხადია, ეს გასაკვირი არაა, რადგან სწორედ ასეთი ადამიანის, კერძოდ სტალინის ალეგორიაა ღორი ნაპოლეონი, რომელსაც შავი სამუშაოს შესასრულებლად ჰყავს ღორები მის მიერვე გამოზრდილი ერთგული ძაღლები. მათ ყველაფერი საუკეთესო თავისთვის უნდოდათ და ინახავდნენ. ნაპოლეონი თავიდან იშორებდა ჭკვიან და მამაც ცხოველებს, რადგან მისთვის ერთგულება და მორჩილება იყო მთავარი. ეს, რა თქმა უნდა, სტალინის მიერ განხორციელებული რეპრესიების ალეგორიაა.

ნაპოლეონს ბელადს უწოდებენ, ისევე როგორც სტალინს. რაც შეეხება ცხოველების ფერმის დროშას, გადაჯვარედინებული ჩლიქი და რქა შეუძლებელია არ დავუკავშიროთ საბჭოთა კავშირის დროშაზე გამოხატულ ნამგალსა და უროს. დაწინაურებული ცხოველები ნელ-ნელა თავიანთ მოთხოვნილებებზე ირგებდნენ და ცვლიდნენ კედელზე დაწერილ წესებს, მათთან შეკამათებას ვინც გაბედავდა სიკვდილით სჯიდნენ და ამით კიდევ ერთ წესს არღვევდნენ.

საბოლოოდ კი ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ცხოველებს ავიწყდებათ მთავარი რამ, რისთვისაც მოაწყვეს რევოლუცია და ადამიანებს ემსავსებიან. მთავარი წესი: „ყველა ცხოველი თანასწორია“ შეიცვალა და დაემატა „მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“.

ცხოველებმა თავიანთ სახე დაკარგეს „და ვეღარ არკვევდნენ „ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი - ადამიანი“, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ადამიანებმა დაკარგეს ღვთისაგან ნაბოძები წყალობა და ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილებისკენ ესწრაფათ, ცხოველებს დაემსგავსნენ.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ორბელაძე ფიქრია
ორბელაძე ფიქრია
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0